სიახლეები

FAQ / ხშირად დასმული კითხვები

იზრდება თუ არა СOVID-19 -ით ინფიცირების რისკი ონკოპაციენტებში, ვისაც  წარსულში ჩატარებული აქვთ  ქიმიოთერაპია და/ან სხივური თერაპია?

 

ამ დროისათვის არ არსებობს მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ონკოლოგიურ პაციენტებს, ვისაც ჩატარებული აქვთ სიმსივნის საწინააღმდეგო ნებისმიერი ტიპის მკურნალობა, COVID-19 -ით ინფიცირების უფრო მაღალი რისკი აქვთ.

 

ზრდის თუ არა დაავადების მიმდინარეობის დამძიმების  რისკს სიმსივნის საწინააღმდეგო თერაპია?

 

ონკოლოგიურ პაციენტებში COVID-19 -ით გამოწვეული დაავადება უფრო რთული ფორმით მიმდინარეობს, რადგან თავად ონკოლოგიური დაავადება და მის საწინააღმდეგოდ ჩატარებული მკურნალობა ასუსტებს პაციენტის იმუნურ სისტემას, რის შედეგადაც ორგანიზმი კარგავს უნარს, შეებრძოლოს სხვადასხვა ტიპის ინფექციას.

 

ვის უნდა მიმართოს ონკოლოგიურმა პაციენტმა COVID-19 -ის ისეთი ადრეული სიმპტომების გამოვლენისას, როგორიცაა  ტემპერატურა და ხველება?

 

ინფექციის დადასტურების შემთხვევაში ინფექციონისტი და ონკოლოგი შეთანხმებულად მოახდენენ დაავადებების მართვას.

 

საჭიროა თუ არა, რომ ონკო პაციენტებმა დაიცვან  ჯანდაცვის ზოგადი რეკომენდაციები COVID 19-ის პანდემიის დროს?

 

ჯანდაცვის ზოგადი რეკომენდაციების დაცვა საჭიროა ნებისმიერ დროს, თუმცა ამჟამად - COVID 19-ის პანდემიის  დროს სავალდებულოა. ონკოპაციენტებმა უნდა  დაიცვან სოციალური დისტანცირება, ხშირად და სწორად დაიბანონ ხელები, თავი აარიდონ ხალხმრავალ ადგილებს, საყოფაცხოვრებო ზედაპირები შეინარჩუნონ სუფთა და დეზინფიცირებულ მდგომარეობაში, არ შეეხონ სახეს, როდესაც ხელები არ აქვთ სუფთა. 

 ამ ყველაფრის დაცვას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რადგან სიმსივნის მქონე პაციენტებს უფრო მაღალი რისკი აქვთ იმუნური სისტემის დაქვეითების, რაც დამოკიდებულია სიმსივნის ტიპზე, მკურნალობის სქემაზე, თანმხლებ დაავადებებსა და ასაკზე.  იმუნური სისტემის დაქვეითების ალბათობა ყველაზე მაღალია აქტიური მკურნალობის ფაზაში, როგორიცაა ქიმიოთერაპიული მკურნალობა.

 

რა შეიძლება გავაკეთო ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და იმუნური სისტემის ასამაღლებლად?

 

აუცილებელია დაიცვათ  მკურნალი ექიმის მითითებები და მისდიოთ ჯანსაღი ცხოვრების წესს. არ გამოიყენოთ თამბაქოს პროდუქცია, მიირთვათ ბალანსირებული საკვები,  რომელიც მდიდარი იქნება ხილითა და ბოსტნეულით, ივარჯიშოთ რეგულარულად, კარგად გამოიძინოთ და დაიცვათ სოციალური დისტანცირებისა და ხელის დაბანის რეკომენდაციები.

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი: ქ. თბილისი, პოლიტკოვსკაიას 6გ
ტელეფონი: +995 32 212 20 02
ფაქსი: 32 230 45 04
ელ ფოსტა: medconsilium@gmail.com

რუკა