სიახლეები

ფიზიოთერაპიული პროცედურები

კლინიკა „კონსილიუმ მედულას“ რევმატოლოგიური ცენტრის ფიზიოთერაპიულ კაბინეტში  შესაძლებელია  შემდეგი ფიზიოთერაპიული პროცედურების ჩატარება: ელექტროთერაპია (ელექტროფორეზი), ულტრაბგერითი თერაპია (ფონოფორეზი) და ლაზეროთერაპია.

 

ფიზიოთერაპია გამოიყენება შემდეგი პათოლოგიების დროს:

  • ართრიტები, ართროზები, პერიართრიტები (მუხლი, მხარი, იდაყვი და ა. შ.)
  • ხერხემლის ოსტეოქონდროზი
  • მიალგია, მიოზიტი
  • ლუმბალგია, ფესვობრივი სინდრომი
  • პერიფერიული ლიმფოსტაზი
  • ბურსიტი, ეპიკონდილიტი
  • ქუსლის დეზი და ტერფის ტკივილები

ფიზიოთერაპიის საშუალებით ხდება:

  • ანთების და ტკივილის კუპირება
  • სისხლის ადგილობრივი მიმოქცევის გაუმჯობესება
  • შეშუპების მოხსნა
  • სახსრების მოძრაობის ამპლიტუდის აღდგენა
  • კუნთოვანი მასის და ძალის მომატება

ფიზიოთერაპია - არის მკურნალობა ფიზიკური მეთოდებით, რომელიც შესაძლებელია ჩატარდეს როგორც მედიკამენტების გამოყენებით, ისე მათ გარეშე. მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად ფიზიოთერაპიულ მეთოდს სჭირდება პრეპარატის გაცილებით მცირე დოზები. შესაბამისად, მას პრაქტიკულად არ ახასიათებს გვერდითი მოვლენები, არის უმტკივნეულო და აბსოლუტურად უსაფრთხო პროცედურა.

რევმატოლოგიურ გამოკვლევებს და კონსულტაციებს  ატარებენ კლინიკა „კონსილიუმ მედულას“ ექიმი რევმატოლოგები: ნინო კიპაროიძე, ანა ჩოჩია, ლანა ლაგვილავა.  

შემოგვიერთდით

loading
საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი: ქ. თბილისი, პოლიტკოვსკაიას 6გ
ტელეფონი: +995 32 212 20 02
ფაქსი: 32 230 45 04
ელ ფოსტა: medconsilium@gmail.com

რუკა