სიახლეები

დისტანციური დარტყმით-ტალღოვანი ლითოტრიფსია

„კონსილიუმ მედულას“ უროლოგიურ განყოფილებაში შესაძლებელია თირკმლის კენჭოვანი დაავადების მკურნალობა თანამედროვე და ეფექტიანი დისტანციური დარტყმითი ლითოტრიფსიით. 

ლითოტრიფსიის მეთოდით დისტანციურად, სხეულის გარეთ ექსტრაკორპორალურად წარმოქმნილი ენერგეტიკული ტალღებით ხდება კენჭის ფრაგმენტაცია, ანუ დაშლა თირკმელსა და შარდსაწვეთებში. კენჭების ადგილმდებარეობა ფიქსირდება რენტგენის და ექოსკოპიის მეშვეობით. გერმანული კომპანია Dornier MedTech-ის ლითოტრიპსიის აპარატის გენერატორის მიერ გამომუშავებული იმპულსები ფოკუსირდება საშარდე გზებში არსებულ კენჭებზე. კენჭის დაშლა ხდება ქვიშის ფრაგმენტებად, რომელიც ორგანიზმიდან ბუნებრივი გზით, შარდთან ერთად გამოიყოფა.

 

ლითოტრიპსიის უპირატესობები

  • ლითოტრიფსია არის არაინვაზიური, ნაკლებტრავმატული;
  • ოპერაციის დროს პაციენტს ნარკოზი არ სჭირდება.
  • ტარდება ვიზუალური კონტროლის ქვეშ;
  • არის მაღალეფექტური პროცედურა (97%-მდე);
  • საშუალოდ ერთ სააათს გრძელდება;
  • პაციენტი პროცედურიდან 1-2 საათში მიდის სახლში;

რა იწვევს თირკმელში კენჭის წარმოქმნას?

  • საშარდე გზების ანთება;
  • საშარდე გზების დაავადებები, რომლებიც იწვევენ შარდის დინების შეფერხებას;
  • დეჰიდრატაცია;
  • ჭარბწონიანობა;
  • საჭმლის მომნელებელი სისტემის ზოგადი დარღვევები;
  • ცილოვანი დიეტა;
  • მემკვიდრეობა;

ვის უტარდება პროცედურა?

პაციენტს, რომელსაც აქვს 0,5-დან 1,5 სანტიმეტრამდე კენჭოვანი წარმონაქმნი და თირკმლის კოლიკა (ჭვალი) გამოწვეულია კენჭის არსებობით.

შარდ-კენჭოვანი დაავადების მქონე პაციენტების უმთავრესი ჩივილი უეცრად წარმოქმნილი თირკმლის ჭვალია, ტკივილს აქვს შეტევითი ხასიათი გამწვავებისა და მიყუჩების პერიოდებით. შეტევის ხანგრძლივობა სხვადასხვაგვარია: რამდენიმე წუთით დაწყებული და დღე-ღამით დამთავრებული.

დაავადების კლინიკური სურათი დამოკიდებულია კონკრემენტის (კენჭი) ფორმაზე, ზომაზე, რაოდენობასა და მდებარეობაზე. მკურნალობის მეთოდს კენჭის ზომისა და ლოკალიზების მიხედვით არჩევენ. თირკმლის კენჭები სხვადასხვა მინეროლოგიური შემადგენლობისაა, მაგალითად, ოქსალატების, ურატების, ფოსფატის, კალციუმის, მაგნიუმის და სხვა.

 

 

როგორ უნდა მოემზადოს პაციენტი პროცედურისათვის?

პროცედურის წინ პაციენტი სპეციალურ მომზადებას არ საჭიროებს. თუ ანთებითი პროცესია, პროცედურამდე რამდენიმე დღით ადრე ბინაზე ან სტაციონარში ტარდება ანტიბიოტიკო და ინფუზიური თერაპია, თირკმელში სისხლის მიკროცირკულაციის გასააუმჯობესებლად პაციენტს ენიშნება ვიტამინები და სხვა პრეპარატები. საჭიროების შემთხვევაში პაციენტს უტარდება შარდსაწვეთის სტენტირებაც.

 

რა უკუჩვენება აქვს დისტანციურ ლითოტრიფსიას?

რამდენიმე ტიპის უკუჩვენებაა, როდესაც ლითოტრიპსია ვერ გაკეთდება:

უროლოგიური: თირკმლის სიმსივნე და თირკმლის კავერნოზული ტუბერკულოზი, საშარდე გზების მწვავე ინფექციური პროცესი, თირკმელების ფუნქციის 50%-ზე მეტით დაქვეითება.

ზოგადსომატური: კოაგულოპათიები, ანტიკოაგულანტების მიღება, ნებისმიერი მწვავე ჩირქოვანი და ანთებითი პროცესი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პათოლოგია გამწვავების პერიოდში, გულის ფუნქციის დარღვევები, ორსულობა;
ტექნიკური: ხერხემლის დასაყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დეფორმაციები, მე 3–4 ხარისხის სიმსუქნე;

რამდენად ეფექტიანია ლითოტრიპსიის პროცედურა? შესაძლოა თუ არა, კენჭი არ დაიშალოს?

ლითოტრიპსია არაეფექტურია , თუ კონკრემენტის სიმკვრივე 1000 -ზე მეტია, ამ შემთხვევაში მკურნალობის სხვა მეთოდს მიმართავენ.

 

რამდენად ხშირად იყენებენ ლითოტრიპსიის მეთოდს?

ლითოტრიფსიის დანერგვის შემდეგ თირკმლის ღია ოპერაციების რიცხვი საგრძნობლად შემცირდა - მათ წილად ოპერაციების საერთო რაოდენობის მხოლოდ 20% მოდის.

კლინიკაკონსილიუმ მედულაშილითოტრიპსიის პროცედურას ატარებს უროლოგი თამაზ ლორდელი.

კონსულტაციისათვის დაგვიკავშირდით:
ტელ: (+ 995 32) 2 122 002;
კლინიკა მუშაობს: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-17:00

მისამართი: ქ. თბილისი, პოლიტკოვსკაიას №6გ

შემოგვიერთდით

loading
საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი: ქ. თბილისი, პოლიტკოვსკაიას 6გ
ტელეფონი: +995 32 212 20 02
ფაქსი: 32 230 45 04
ელ ფოსტა: medconsilium@gmail.com

რუკა