სიახლეები

ძვლის მინერალური სიმკვრივის დადგენა

ორმაგენერგეტიკულ რენტგენოაბსორბციულ დენსიტომეტრია  DXA

კლინიკა „კონსილიუმ მედულას“ რევმატოლოგიური ცენტში  შესაძლებელია ძვლის მინერალური სიმკვრივის დადგენა - ორმაგენერგეტიკული რენტგენოაბსორბციული დენსიტომეტრიის  DXA გამოკვლევის ჩატარება. ეს კვლევა ოსტეოპოროზის დიაგნოსტიკისთვის აღიარებულია ოქროს სტანდარტად.

ამ მეთოდის გამოყენებას სჭირდება მცირე დრო, დასხივების ხარისხი კი მინიმალურია. DXA კვლევა გვაძლევს სრულყოფილ ინფორმაციას მთელი სხეულის ძვლის, კუნთისა და ცხიმოვანი მასის შესახებ.

დენსიტომეტრია მაღალი სიზუსტით განსაზღვრავს ძვლის მინერალურ სიმკვრივეს, გამოავლენს მისი სიმყიფის ხარისხს და მოტეხილობის რისკს.

DXA კვლევის შედეგად სწრაფად და მარტივად დგინდება ძვლოვანი მასის განლევის - ოსტეოპოროზის ხარისხი.

 

რა არის DXA კვლევა?

DXA კვლევის შედეგად სწრაფად და მარტივად დგინდება ძვლოვანი მასის განლევის - ოსტეოპოროზის ხარისხი. ოსტეოპოროზი „ფოროვან ძვალს“ ნიშნავს და გულისხმობს ძვლოვანი მასის შემცირებას, რის გამოც ძვალი სუსტი და მყიფე ხდება. ძვლის დასუსტების გამო ხშირად ნებისმიერი უმნიშვნელო ტრავმა და დაცემა შეიძლება მოტეხილობის მიზეზი გახდეს.

 

ვის სჭირდება ძვლის მინერალური სიმკვრივის დადგენა?

50 წელს გადაცილებული ყოველი მესამე ქალი და 60 წელს გადაცილებული ყოველი მეხუთე მამაკაცი დაავადებულია ოსტეოპოროზით.

 

ძვლის მინერალური სიმკვრივის დადგენა სჭირდება მას, ვინც

  • იღებს სტეროიდულ ჰორმონს ხანგრძლივად (3 თვე და მეტი);
  • აქვს ტოქსიკური ჩიყვი;
  • აქვს თირკმლის და ღვიძლის ქრონიკული დაავადებები;
  • ჭარბად მოიხმარს თამბაქოს, ალკოჰოლს და ყავას.
  • წარსულში ჰქონია მოტეხილობა;
  • შესამჩნევის სიმაღლეში კლება;

რა სერვისების მიღებაა შესაძლებელი კლინიკა „კონსილიუმ მედულას“  რევმატოლოგიურ ცენტრში?

  • მაღალკვალიფიციური რევმატოლოგის კონსულტაცია;
  • სახსრებისა და რბილი ქსოვილების ულტრასონოგრაფია;
  • სახსარში და რბილ ქსოვილში ინიექციები;
  • სრული ლაბორატორიულ-დიაგნოსტიკური სპექტრი;
  • დენსიტომეტრია DXA;
  • ფიზიოთერაპიული პროცედურები:

   - ელექტროფორეზი

   - ფონოფორეზი

   - ლაზეროთერაპია

 

 

ოსტეოპენიის ადრეულ ეტაპზე გამოვლენა და დროული მკურნალობა მნიშვნელოვნად ამცირებს ოსტეოპოროზის განვითარების რისკს და გართულებებს, როგორიცაა: ტკივილი, მოტეხილობა, ინვალიდობა, ლეტალური გამოსავალი.

კლინიკა „კონსილიუმ მედულას“ რევმატოლოგიური ცენტრში ტარდება  სადიაგნოსტიკო გამოკვლევების სრული სპექტრი, მათ შორის, ვიტამინი D3-ის და კალციუმის (Ca) განსაზღვრა სისხლში და, აგრეთვე,  თანამედროვე ანტიოსტეოპოროზული მკურნალობა.

რევმატოლოგიურ გამოკვლევებს და კონსულტაციებს  ატარებენ კლინიკა „კონსილიუმ მედულას“ ექიმი რევმატოლოგები:

ნინო კიპაროიძე, ანა ჩოჩია, ლანა ლაგვილავა. 

 

შემოგვიერთდით

loading
საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი: ქ. თბილისი, პოლიტკოვსკაიას 6გ
ტელეფონი: +995 32 212 20 02
ფაქსი: 32 230 45 04
ელ ფოსტა: medconsilium@gmail.com

რუკა