სიახლეები

ინტრაოპერაციული ნეირომონიტორინგი ფარისებრ ჯირკვალზე ოპერაციების დროს

კლინიკა „კონსილიუმ მედულაში“ ფარისებრ ჯირკვალზე ოპერაციული მკურნალობა უკვე მეორე წელია ტარდება ინტრაოპერაციული ნეირომონიტორინგის ფონზე. თანამედროვე გაიდლაინებით ეს პრაქტიკა მკურნალობის ოქროს სტანდარტს წარმოადგენს. ოპერაციის მსვლელობისას ინტრაოპერაციული ნეირომონიტორინგის სპეციალური აპარატი აკონტროლებს  ცთომილი და ლარინგეალური ნერვების ფუნქციურ მდგომარეობას და მათი დაზიანების პრევენციას უზრუნველყოფს.

 

რა მიზნით გამოიყენება ინტრაოპერაციული ნეირომონიტორინგი ფარისებრ ჯირკვალზე ოპერაციების დროს? 

ინტრაოპერაციული ნეირომონიტორინგის გამოყენებით მინიმუმამდე მცირდება შებრუნებითი ლარინგეალური ნერვების დაზიანებისა და ოპერაციის შემდგომი გართულებების რისკი. ლარინგეალური ნერვების ფუნქციონირება განსაზღვრავს ხმოვანი იოგების და ხორხსარქვლის მოტორულ აქტივობას, განაპირობებს ბგერის წარმოქმნას, უზრუნველყოფს სუნთქვისა და ყლაპვის ფუნქციას.  

ფარისებრი ჯირკვლის ქირურგიაში შებრუნებითი ლარინგეალური ნერვის დაზიანება ყველაზე საშიში გართულებაა, მან შესაძლოა პაციენტის ხმის დაკარგვა, ხმოვანი იოგების პარეზმა კი - სასუნთქი გზების ობსტრუქცია გამოიწვიოს.  

ინტრაოპერაციული ნეირომონიტორინგის გამოყენებით შესაძლებელია შებრუნებითი ლარინგეალური ნერვის იდენტიფიკაცია, ასევე, მეთოდი საშუალებას იძლევა გაანალიზდეს ნერვის ფუნქციური მდგომარეობა ქირურგიული პროცედურის მიმდინარეობისა და ოპერაციის დასრულებისას.

ინტრაოპერაციული ნეირომონიტორინგი ელექტროფიზიოლოგიის პრინციპს ეფუძნება, რა დროსაც ქირურგიული ჩარევის პარალელურად შესაძლებელია ნერვულ ქსოვილში მიმდინარე ცვლილებების დროული გამოვლენა.

 

რამდენად ხშირად იყენებენ ენდოკრინოლოგიურ ქირურგიაში ინტრაოპერაციულ ნეირომონიტორინგს? რა არის მისი ჩვენებები?

ინტრაოპერაციულ ნეირომონიტორინგს იყენებენ ფარისებრი ჯირკვლის სტანდარტული და მასშტაბური ქირურგიული ოპერაციების დროს შემდეგი ნოზოლოგიებისას:

  • ერთკვანძოვანი და მრავალკვანძოვანი ჩიყვი;
  • ჰიპერთიროიდიზმი;
  • ფარისებრი ჯირკვლის კიბო რეგიონული ლიმფოდისექციით.

ენდოკრინოლოგიურ ქირურგიაში ინტრაოპერაციულ ნეირომონიტორინგს იყენებენ პაციენტებთან, რომელთაც ესაჭიროებათ:

  • განმეორებითი ოპერაციები ფარისებრ ჯირკვალზე;
  • რეტროსტერნული ან დიდი ზომის ჩიყვის მქონე პაციენტებთან, სადაც არის ეჭვი შებრუნებითი ლარინგეალური ნერვის დისლოკაციაზე;
  • უნილატერალური ხმოვანი იოგის პარეზის მქონე პაციენტებთან, რომელთაც კონტრალატერალური წილის ამოკვეთა სჭირდებათ.

რა არის ინტრაოპერაციული ნეირომონიტორინგის შედეგი?

  • ინტრაოპერაციული ნეირომონიტორინგი მინიმუმამდე ამცირებს ლარინგეალური ნერვების დაზიანების რისკს;
  • ინტრაოპერაციული მონიტორინგი აადვილებს ოპერაციის მიმდინარეობას;
  • ტექნიკურად რთული შემთხვევების, ასევე, ლიმფოდისექციის შესრულებისას ამცირებს ქირურგიული ჩარევის ხანგრძლივობას;
  • აჩქარებს პაციენტის რეაბილიტაციის პროცესს.

როდის დაინერგა ინტრაოპერაციული მონიტორინგი კლინიკა „კონსილიუმ მედულაში“?

ენდოკრინული ქირურგიული ოპერაციები ინტრაოპერაციული ნეირომონიტორინგით კლინიკა „კონსილიუმ მედულაში“ მეორე წელია რაც ტარდება. ინტრაოპერაციული ნეირომონიტორინგი ტარდება კომპანია InoMed-ის NerveMonitor-ის აპარატით. კლინიკაში შემუშავებულია შიდა გაიდლაინი აპარატის ექსპლუატაციასთან დაკავშირებით.

">

 

ფარისებრ ჯირკვალზე ოპერაციებს ატარებს კლინიკაკონსილიუმ მედულასსამედიცინო დირექტორი, ქირურგი-ონკოლოგი, ენდოკრინული ქირურგი, მამოლოგი სოსო სანიკიძე.

შემოგვიერთდით

loading
საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი: ქ. თბილისი, პოლიტკოვსკაიას 6გ
ტელეფონი: +995 32 212 20 02
ფაქსი: 32 230 45 04
ელ ფოსტა: medconsilium@gmail.com

რუკა