სიახლეები

საკვერცხის კისტა

საკვერცხის კისტა - საკვერცხის კისტოზური წარმონაქმნი (სითხის დაგროვება, რომელიც გარემოცულია  გარსით).  კისტების უმრავლესობა კეთილთვისებიანია. ცისტები ძირითადად რეპროდუქტიულ ასაკში მყოფ ქალებს უვითარდებათ. საკვერცხის კისტების ორი ტიპი არსებობს:

  • ფუნქციური კისტები – ყველაზე ხშირი ტიპი. როგორც წესი, მენსტრუალური ციკლის ნაწილია და არ საჭიროების მკურნალობას.
  • პათოლოგიური კისტები – ამ ტიპის ცისტები შეიძლება იყოს როგორც კეთილთვისებიანი (ენდომეტროიდული, ლუთეინური, დერმოიდული,საკვერცხის ფიბრომა), ასევე ავთვისებიანი.

საკვერცხის კისტის სიმპტომები:

საკვერცხის კისტა ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და მისი აღმოჩენა ულტრაბგერით კვლევაზე ხდება.

საკვერცხის კისტისთვის  დამახასიათებელი სიმპტომებია:

  • ტკივილი მუცლის ქვედა მიდამოში, რომელიც შეიძლება იყოს მუდმივი ან პერიოდულად ყრუ ხასიათის და შეიძლება გადაეცემოდეს წელის არეში;
  • არარეგულარული, მტკივნეული, ჭარბი ან შემცირებული მენსტრუაცია;
  • ტკივილი სქესობრივი აქტის დრო ;
  • ტკივილი შარდვის და  დეფეკაციის დროს;
  • მუცლის შებერილობა, შეშუპება ან სიმძიმის შეგრძნება;
  • ჰორმონული დარღვევები – ზოგჯერ სხეული იწყებს ჰორმონებს ჭარბად გამოყოფას, რომლის გამოც ჩნდება ცვლიელებები სარძევე ჯირკვლის ქსოვილში ან/და ჭარბთმიანობა

გართულებები:

შემოგრეხა –  კისტა შეიძლება შემოიგრიხოს. შედეგად ირღვევა საკვერცხის სისხლით მომარაგება, რაც მუცლის ქვედა ნაწილში ძლიერ ტკივილს იწვევს.

აპოპლექსია-გასკდომა – საკვერცხის კისტის გასკდომისას პაციენტს აღენიშნება უეცარი, ძლიერი ტკივილი. გასკდომას შეიძლება ახლდეს სისხლდენაც.

საკვერცხის ავთვისებიანი სიმსივნე – იშვიათად საკვერცხის კისტა კიბოს საწყისია.

საკვერცხის კისტის დიაგნოსტიკა:

  • გინეკოლოგის კონსულტაცია;
  • ულტრაბგერითი კვლევა;
  • კომპიუტერული ტომოგრაფია, მრტ;
  • სისხლის ტესტები – ონკო-მარკერი CA-125, ჰორმონული სტატუსის განსაზღვრა.

მკურნალობის მეთოდები:

1.დინამიკაში კონტროლი (ფუნქციური კისტების შემთხვევაში)

  • რეპროდუქცული ასაკი
  • უსიმპტომო
  • მთლიანად კისტური კომპონენტი
  • ცისტის ზომა 2სმ-დან 5სმ-მდე დიამეტრი.
  1. მედიკამენტოზური მკურნალობა
  2. ქირურგიული მკურნალობა (მცირეინვაზიური-ლაპაროსკოპიული მიდგომით) იმ შემთხვევაში, თუ:
  • კისტა არ გაქრა რამდენიმე ციკლის შემდეგ;
  • არ ექვემდებარება მედიკამენტოზურ მკურნალობას
  • იზრდება ზომაში;
  • ულტრაბგერით კვლევაზე საეჭვოდ გამოიყურება (კისტური კომპონენტის ფონზე შეიცავს ქსოვილოვან კომპონენტს).

 

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი: ქ. თბილისი, პოლიტკოვსკაიას 6გ
ტელეფონი: +995 32 212 20 02
ფაქსი: 32 230 45 04
ელ ფოსტა: medconsilium@gmail.com

რუკა