
საკვერცხის კიბოს ჰიპერთერმული ინტრაპერიტონეალური ქიმიოთერაპია-HIPEC
პირველად საქართველოში კონსილიუმ მედულაში ჩატარდა საკვერცხის კიბოს ჰიპერთერმული ინტრაპერიტონეალური ქიმიოთერაპია - HIPEC.
HIPEC გულისხმობს ოპერაციის მსვლელობისას 43˚-ზე გაცხელებული ქიმიოთერაპიული პრეპარატით პირდაპირ ზემოქმედებას მეტასტაზებით დაზიანებულ ქსოვილზე. პირდაპირი ზემოქმედება კიბოს უჯრედებში პრეპარატის უკეთ შეღწევის საშუალებაა. ამავე დროს, მაღალ ტემპერატურაზე გაცხელებული წამალი იწვევს სიმსივნური უჯრედის ცილის დენატურაციას და სიმსივნური წარმონაქმნის გადაგვარებას.
6 დეკემბერს HIPEC-ისპირველიპროცედურაჩაუტარდა68 წლისქალს, რომელსაც1 წელიასაკვერცხისკიბოსდიაგნოზიაქვს. პაციენტს უკვე ამოკვეთილი ქონდა საშვილოსნო, საკვერცხედაბადექონიდაასევეჩატარებული ქონდაქიმიოთერაპიის14 კურსი. ჩვენს კლინიკაში დიაგნოსტიკისას აღმოჩნდა, რომ მეტასტაზები გავრცელებული იყო პერიტონიუმში და ღვიძლის კაფსულაში.
კონსილიუმ მედულას ქირურგებმა დავით ყარსიმაშვილმა და ზურაბ ზედგინიძემ შეასრულეს პერიტონიუმექტომია და ასევე ამოკვეთეს მეტასტაზები ღვიძლის კაფსულიდან. 43˚-ზე გაცხელებული პრეპარატი ცისპლატანი 60 წუთის განმავალობაში ცირკულირებდა მუცლის ღრუში. ოპერაციამ გართულების გარეშე ჩაიარა. პაციენტი თავს კარგად გრძნობს და უკვე გაეწერა სტაციონარიდან. HIPEC-ის დანერგვაში დიდი წვლილი მიუძღვისჩვენი კლინიკის დიდი ხნის პარტნიორს, იტალიელ პროფესორს ჯანლუიჯი მელოტის. უშუალოდ პროცედურა კი იტალიელ ტექნიკოსთა გუნდის მონაწილეობით ჩატარდა.