სიახლეები

უფასო გამოკვლევები თბილისელებისათვის!

თბილისის მერიის დაფინანსებით ჩვენს კლინიკაში შეგიძლიათ ჩაიტაროთ უფასო გამოკვლევები კიბოს პრევენციის პროგრამის ფარგლებში

აქცია მიმდინარეობს ოთხი მიმართულებით და გრძელდება წლის ბოლომდე.

1. ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა 25-70 წლის ქალებში:ენდოკრინოლოგის კონსულტაცია; პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერითი გამოკვლევას და TSH ჰორმონზე ანალიზი, ბიოფსიური მასალის აღება და ციტოლოგიური შესწავლა. სიმსივნური დაავადების მონიტორინგს გამოვლენის შემთხვევაში.
2. საშვილოსნოს ყელის გამოკვლევა 25-60 წლამდე ქალებში:PAP-ტესტი (საშვილოსნოს ყელის ნაცხის გამოკვლევა); პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში კოლპოსკოპია (საშვილოსნოს ყელის მიკროსკოპული დათვალიერება) და ჰისტომორფოლოგიური კვლევა.

3. პროსტატის ჯირკვლის გამოკვლევა 50-70 წლამდე მამაკაცებში:PSA-ტესტი (პროსტატის სპეციფიკური ანტიგენის განსაზღვრა სისხლის ანალიზით)
აღსანიშნავია, რომ სურვილის შემთხვევაში, კლინიკა გთავაზობთ უროლოგის უფასო კონსულტაციას.
4. მსხვილი ნაწლავის გამოკვლევა 50-70 წლამდე ქალებსა და მამაკაცებში:FOBT ტესტს (განავლის ტესტი ფარულ სისხლდენაზე); პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში კოლონოსკოპია (მსხვილი ნაწლავის ენდო-ვიდეო დათვალიერება) ბიოფსია და ჰისტომორფოლოგიური კვლევა.
მსგავსი უფასო აქცია ხორციელდება სხვა ქალაქებსა და რეგიონებშიც. ამისათვის დარეკეთ ეროვნულ სკრინინგ-ცენტრში 32 2203535.
ჩვენს კლინიკაში კი გთხოვთ, დარეკოთ და ჩაეწეროთ 32 2 122 002 (მობილურიდან აკრიფეთ 032 2122002)
მიღება ყოველდღე, კვირის გარდა 10-დან 17.00 საათამდე, შაბათს 10-13.00 საათამდე.
მისამართი: თბილისი, საბურთალო,
ა. პოლიტკოვსკაიას (ყოფ. ჯიქიას) ქ. 6გ.

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი: ქ. თბილისი, პოლიტკოვსკაიას 6გ
ტელეფონი: +995 32 212 20 02
ფაქსი: 32 230 45 04
ელ ფოსტა: medconsilium@gmail.com

რუკა