
სიახლე ფარისებრი ჯირკვლის ქირურგიაში
ჩვენმა კლინიკამ შეიძინა და დანერგა ნეირომონიტორინგის აპარატი, რომელიც მნიშვნელოვნად იცავს ნერვული ქსოვილის უსაფრთხოებას ქირურგიული ოპერაციების დროს.
ამ ეტაპზე აპარატი ფარისებრი და ყბაყურა ჯირკვლის ქირურგიული მკურნალობისას გამოიყენება და ცდომილი და შებრუნებული ნერვების უსაფრთხოებას უზურნველყოფს.
კერძოდ, ქირურგიული ჩარევისას სამედიცინო შეცდომისას ნერვის დაზიანების თავიდანა საცილებლად აპარატი გამოსცემს სიგნალს, რომლის მიხედვით ქირურგი იღებს სწორ გადაწყვეტილებას, ისე გააგრძელოს ოპერაცია, რომ არ მოხდეს ნერვების პარეზი, რომელსაც ხშირად მძიმე გართულებები მოყვება. ესენია:ხმის ტემბრის დაქვეითება, ყლაპვის და სუნთქვის ფუნქციის გაუარესება და სხვა.
ნეირომონიტორინგის აპარატის გამოყენების ტრენინგი ჩვენს კლინიკაში ამერიკული კომპანია Inomed-ის წამყვანმა სპეციალისტმა იგორ კუპერმანმა ჩაატარა.