სიახლეები

იტალიელი ქირურგის ლექცია

ანთებითი პროცესის განვითარების მცირე რისკი:

• ხელის ფუნქციის შენარჩუნება
• ხანმოკლე დრენაჟი
• პოსტოპერაციული თერაპიის უკეთესი შედეგი
• ნაკლები პოსტოპერაციული ტკივილი
• გადარჩენის მაღალი მაჩვენებელი
• ხანმოკლე ჰოსპიტალიზაცია
• ნაკლები ხარჯი
• სწრაფი დაბრუნება აქტიურ ცხოვრებაში

ეს არის ჩამონათვალი თორაკოსკოპიული ქირურგიით ფილტვის კიბოს ადრეულ სტადიაზე მკურნალობის უპირტესობებისა, რომლის შესახებ იტალიელმა ქირურგმა დოქტორმა პიერჯიორჯიო სოლიმ ჩვენს კლინიკაში ლექცია წაიკითხა. უკვე 4 წელი გავიდა, რაც პირველად საქართველოში “კონსილიუმ მედულას” წამყვანმა ქირურგმა დავით გიორგაძემ თორაკოსოპია ჩვენს კლინიკაში დანერგა და არაერთი წარმატებული ოპერაციაც შეასრულა. 

ე.წ VATS (video assisted thoracoscopic surgery), ანუ თორაკოსკოპული ქირურგია ვიდეოს დახმარებით პირველად 1991 წელს, იტალიაში გაკეთდა და ბოლო 10 წლის მანძილზე შთამბეჭდავი ტექნოლოგიური წინსვლა განიცადა. გარდა ამისა, მნიშვნელოვნად დაიხვეწა ქირურგიული სტრატეგია, რამაც მცირეინვაზიური ჩარევა გულმკერდის არეში გახადა მოქნილი და გართულების შემთხვევაში რეაგირებისათვის სწრაფად ხელმისაწვდომი.

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი: ქ. თბილისი, პოლიტკოვსკაიას 6გ
ტელეფონი: +995 32 212 20 02
ფაქსი: 32 230 45 04
ელ ფოსტა: medconsilium@gmail.com

რუკა