სამედიცინო ონკოლოგია

ონკოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელი: ლია აბშილავა

ონკოლოგიური განყოფილების გამგე: მარიამ ჟვანია

სამედიცინო ონკოლოგები:

ჩვენი კლინიკა ერთადერთია საქართველოში, სადაც დანერგილია სამედიცინო ონკოლოგის კლინიკური პრაქტიკა. სამედიცინო ონკოლოგი არის თერაპიული პროფილის ექიმი, რომელიც ავთვისებიანი სიმსივნის მკურნალობის მართვის მთავარი სპეციალისტია. სამედიცინო ონკოლოგი არის ძირითადი ფიგურა, რომელიც მკურნალობს სიმსივნით დაავადებულ პაციენტს და კოორდინირებას უწევს ყველა სხვა მკურნალობას, რომელიც პაციენტს აქვს დანიშნული.

დიაგნოსტირება და მკურნალობის დაგეგმვა ხდება კონსილიუმის წესით, სადაც თითოეულ პაციენტს ინდივიდუალური და მულტიდისციპლინური მიდგომით განიხილავენ.

კონსილიუმში მონაწილეობს 5 სპეციალისტი:

 მოწინავე ქიმიოთერაპიასა და იმუნოთერაპიაში

კლინიკა „კონსილიუმ მედულას“ თოთხმეტწლიანი წარმატებული გამოცდილება აქვს ქიმიოთერაპიასა და იმუნოთერაპიაში, რაც განპირობებულია შემდეგი ფაქტორებით:

  • ქიმიოთერაპიისა და იმუნოთერაპიის თანამედროვე მეთოდების დროული დანერგვა და გამოყენება;
  • პაციენტისადმი განსხვავებული მიდგომა: ზრუნვა პაციენტის ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ კეთილდღეობაზე
  • სამედიცინო ონკოლოგიის მოდელი – მიდგომა, რომელიც გულისხმობს სხვადასხვა დარგის სპეციალისტების ჩართულობას დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროცესში.

ონკოლოგიური პაციენტის მკურნალობის მართვა იგეგმება ESMO (European Society for Medical Oncology) და NCCN (National Comprehensive Cancer Network)  მეთოდების  საფუძველზე.

კლინიკა “კონსილიუმ მედულა”-ში შესაძლებელია შემდეგი სიმსივნის დიაგნოსტირება და მკურნალობა:

  • ძუძუს კიბო;
  • ფილტვის და შუასაყრის სიმსივნეები;
  • კუჭ-ნაწლავის სიმსივნეები;
  • შარდ-სასქესო სისტემის სიმსივნეები;
  • გინეკოლოგიური სიმსივნეები;
  • ჰემატოლოგიური სიმსივნეები;
  • ენდოკრინული სისტემის სიმსივნეები;
  • კანის და რბილი ქსოვილების სიმსივნეები;

 კლინიკური კვლევები

2004 წლიდან დღემდე კლინიკაში ჩატარდა ფილტვის, ძუძუს, კოლორექტალური და სხვა სოლიდური და ჰემატოლოგიური სიმსივნეების 34 საერთაშორისო კლინიკური კვლევა. კლინიკურ კვლევაში ჩართულ ყველა პაციენტს კვლევის ფარგლებში უფასოდ ჩაუტარდა „ოქროს სტანდარტით“ გათვალისწინებული მკურნალობა და კლინიკურ­დიაგნოსტიკური გამოკვლევები.

ონკოლოგიური დეპარტამენტის კლინიკური კვლევების ანგარიში 2015-2016 წელი.

 სპეციალობა სამედიცინო ონკოლოგი

 

 

 

 

 

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი: ქ. თბილისი, პოლიტკოვსკაიას 6გ
ტელეფონი: +995 32 212 20 02
ფაქსი: 32 230 45 04
ელ ფოსტა: medconsilium@gmail.com

რუკა