თერაპია

თერაპიული განყოფილების გამგე: ია წულაია

თერაპიული განყოფილების გუნდი:

 კლინიკის თერაპიულ განყოფილებაში შედის:

  • გასტროენტეროლოგი;
  • პულმონოლოგი;
  • კარდიოლოგი;
  • ნევროლოგი;
  • ოჯახის ექიმი;
  • დერმატოლოგი;
  • ფსიქოთერაპევტი.

განყოფილება მართავს ისეთ დაავადებებს როგორიცაა: კუჭნაწლავის და კუჭუკანა ჯირკვლის, ღვიძლისა და სანაღვლე სისტემის, ფილტვის, გულსისხლძარღვთა სისტემის, ნერვული სისტემის დაავადებებს. ნევროლოგების გუნდი ასევე მართავს შაკიკს.

თერაპიულ განყოფილებას დიაგნოზის დასმაში ეხმარება დიაგნოსტიკური განყოფილება, რომელშიც შედის: ლაბორატორია, ექოსკოპია, რენტგენი, ენდოსკოპია და კომპიტერული ტომოგრაფია.

თითოეული პაციენტისთვის დიაგნოზის დასმა და შემდგომი მკურნალობის გეგმის შემუშავება ხდება კონსილიუმზე-სხვადასხვა პროფილის ექიმების მონაწილეობით.

გასტროენტეროლოგია

მრავალპროფილურ კლინიკა „კონსილიუმ მედულაში“ გასტროენტეროლოგიური პრობლემის მქონე პაციენტს  საშუალება აქვს ჩაიტაროს გამოკვლევა თანამედროვე ენდოვიდეო აპარატურით აღჭურვილ კაბინეტში. აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში არის ექოსკოპიური და რენტგენოლოგიური კაბინეტი. ნებისმიერი სამედიცინო მანიპულაცია, პაციენტის მოთხოვნის შემთხვევაში,  შესაძლებელია ჩატარდეს მსუბუქი სედაციით, რაც გამორიცხავს ყველანაირ უსიამოვნო შეგრძნებას და უხსნის პაციენტს მანიპულაციის შიშს.

კლინიკაში ხდება შემდეგი გასტროენტეროლოგიური დაავადებების მკურნალობა:

  • ეზოფაგიტი;
  • გერდ;
  • საყლაპავის ხვრელის თიაქარი;
  • კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებები;
  • ქრონიკული პანკრეატიტი;
  • ქრონიკული ჰეპატიტი;
  • ქრონიკული ქოლეცისტიტი;
  • ქრონიკული კოლიტი;
  • გაღიაზიანებული ნაწლავის სინდრომი.

პულმონოლოგი

კლინიკა “კონსილიუმ მედულა”-ს თერაპიული განყოფილების ერთ-ერთი წარმატებული ნაწილია პულმონოლოგიური სამსახური, რომელშიც შედიან: პულმონოლოგი, თორაკალური ქირურგი და ენდოსკოპისტი, რომელიც ატარებს ბრონქოსკოპიულ პროცედურას, როგორც სამკურნალო ასევე დიაგნოსტიკური საჭიროების შემთხვევაში.

ჩვენი ექიმების გუნდისთვის ყველაზე მნიშნელოვანია პაციენტის კომფორტი და უსაფრთხოება, ამიტომ სურვილის შემთხვევაში ნებისმიერი მანიპულაცია ტარდება მსუბუქი სედაციის ქვეშ, რომლის დროსაც პაციენტის მდგომარეობას გამოცდილი და კვალიფიციური ანესთეზიოლოგი აკონტროლებს. დიაგნოსტიკისთვის პულმონოლოგიური კონსილიუმის ექიმები იყენებენ კომპიუტერულ ტომოგრაფიას, რენტგენს, პლევროექსოკოპიას და სპირომეტრიას.

დეპარტამენტი მართავს და მკურნალობს სასუნთქი გზების როგორც ქრონიკულ ასევე მწვავე დაავადებებს.

სპირომეტრია არის ფილტვების და ბრონქების ფუნქციონალური მდგომარეობის შესწავლა.

სპირომეტრიის ჩატარების სიხშირეს მკურნალი ექიმი თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალურად ადგენს.

კარდიოლოგი;

ნევროლოგი;

ოჯახის ექიმი;

ფსიქოთერაპიული სამსახური

უკვე მეოთხე წელია, კლინიკაში აქტიურად ფუნქციონირებს ფსიქო-ონკოლოგიური დახმარების სამსახური, ონკოლოგიური პროფილის პაციენტებისათვის.

ცნობილი ფაქტია, ონკოლოგიური პაციენტების თითქმის ნახევარს გამოხატული აქვს მძიმე ან საშუალო ხარისხის დეპრესია (ონკოლოგიური დაავადების სპეციფიკიდან გამომდინარე), რომელიც ხშირ შემთხვევაში საჭიროებს პროფესიონალურ დახმარებას.

მკურნალობის პროცესი წარმოებს თანამედროვე გაიდლაინების მიხედვით, პაციენტის ინდივიდუალობის გათვალისწინებით.

ასევე უმნიშვნელოვანესი ფაქტია ონკოლოგიური პაციენტის სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესება, რაც პირდაპირპროპორციულად აისახება ონკო-პაციენტის ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე და მეტად შედეგიანს ხდის მკურნალობის გამოსავალს.

ფსიქოთერაპია ეფექტურად მუშაობს ისეთი სიმპტომების მკურნალობის დროს როგორიც არის: შფოთვა, შიში, შინაგანი მოუსვენრობა, განგაშის განცდა, დაქვეითებული გუნება-განწყობა (დეპრესია), ძილის დარღვევა, აკვიატებული აზრები და მოქმედებები, დაძაბულობის ტიპის თავის ტკივილი, პანიკური შეტევები და ა.შ.

მკურნალობის პროცესი გულისხმობს, როგორც ინდივიდუალურ, ასევე ჯგუფურ თერაპიას. შეხვედრები წარმოებს პაციენტთან კვირაში ერთხელ ან ორჯერ (საჭიროების შემთხვევაში). სესიების (შეხვედრების) რაოდენობა ძირითადად ინდივიდუალურია, დამოკიდებულია პაციენტის ჩართულობაზე და გახსნილობაზე მკურნალობის პროცესში. საჭიროების შემთხვევაში გამოიყენება მედიკამენტოზური მკურნალობა.

თერაპიული განყოფილების 2015 წლის ანგარიში

 

 

 

 

 

 

 

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი: ქ. თბილისი, პოლიტკოვსკაიას 6გ
ტელეფონი: +995 32 230 45 02; +995 597 304 502
ფაქსი: 32 230 45 04
ელ ფოსტა: medconsilium@gmail.com

რუკა