Residency

  • სარძევე ჯირკვლის ბიოფსია მცირე ქირურგიული პროცედურაა, რომლის დროსაც სარძევე ჯირკვალში გამოვლენილი სიმსივნური წარმონაქმნიდან ქსოვილოვან ნიმუშს იღებენ. ნიმუში ჰისტომორფოლოგიური გამოკვლევისათვის ლაბორატორიაში იგზავნება. ქირურგიული პროცედურა და ლაბორატორიული გამოკვლევა უზრუნველყოფს დიაგნოზის დადგენას, რის საფუძველზეც განისაზღვრება მკურნალობის შემდგომი ტაქტიკა. რადიოლოგიური გამოკვლევები - მამოგრაფია, სარძევე ჯირკვლების ექოსკოპია, ძუძუს მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია - გამოავლენს პათოლოგიური წარმონაქმნებს სარძევე ჯირკვალში. თუმცა დიაგნოზის ვერიფიცირების ერთადერთი გზა არის დაზიანებული არიდან ექოსკოპიური/მამოგრაფიული კონტროლით ქსოვილოვანი ნიმუშის აღება და მისი შესწავლა.  რა სახის ბიოფსიები ტარდება კლინიკა „კონსილიუმ მედულაში“ ?  მსხვილნემსიანი COR-ბიოფსია / Core needle biopsy სარძევე ჯირკვლის სიმსივნური წარმონაქმნის მსხვილნემსიანი ბიოფსია ითვლება დიაგნოსტიკის მარტივ და საიმედო მეთოდად. მსხვილნემსიანი ბიოფსია ტარდება სპეციალური აპარატით. მწოლიარე მდგომარეობაში მყოფ პაციენტს პროცედურა ადგილობრივი ანესთეზიით და ექოსკოპიის კონტროლით უკეთდება. მსხვილნემსიანი COR-ბიოფსიის დროს კეთდება მცირე 2-3 მმ ზომის კანის განაკვეთი. პათოლოგიური კერიდან სტანდარტულად იღებენ 3-6 ქსოვილოვან ნიმუშს. ბიოფსიის მასალა იგზავნება მორფოლოგიურ გამოკვლევაზე. თუ პაციენტს ესაჭიროება ნეოადიუვანტური ქიმიოთერაპია, სიმსივნურ წარმონაქმნში ბიოფსიის აღების დროსვე ხდება მეტალის კლიპის იმპლანტაცია სიმსივნური არის მარკირების მიზნით.    პროცედურა ტარდება ამბულატორიულად, არის უმტკივნეულო, არ ტოვებს კანზე ნაწიბურს, 20-30 წთ-ის შემდეგ პაციენტი ეწერება კლინიკიდან. მსხვილნემსიანი COR-ბიოფსიის შედეგიანობა 98%-ს აღწევს. მსხვილნემსიანი ბიოფსიის ჩატარება შესაძლებელია მამოგრაფიული ან მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიული კონტროლითაც. ამ ტიპის ბიოფსიას სტერეოტაქტიკური ეწოდება (Stereotactic Needle Biopsy).  წვრილნემსიანი ბიოფსია - FNA-ბიოფსია (Fine needle aspiration) FNA-ბიოფსია ქირურგიული პროცედურაა, რომელიც ჩვეულებრივი ნემსით ტარდება. მწოლიარე მდგომარეობაში პაციენტს პროცედურა უტარდება ადგილობრივი ანესთეზიით, ექოსკოპიის კონტროლით, კანზე განაკვეთის გარეშე. პათოლოგიური არიდან ხდება უჯრედული მასალის აღება და შემდგომი ციტოლოგიური კვლევა. პროცედურა მარტივია, თუმცა არ გააჩნია მაღალი დიაგნოსტიკური ღირებულება, რადგანაც შეუძლებელია სიმსივნის მორფოლოგიური და იმუნოჰისტოქიმიური ტიპის განსაზღვრა. ამ სახის ბიოფსიას იყენებენ სარძევე ჯირკვლის ცისტების დიაგნოსტირებისა და მკურნალობისათვის, ასევე რეგიონულ ლიმფურ კვანძებში მეტასტაზური დაზიანებების გამოსავლენად.  სარძევე ჯირკვლის ვაკუუმ ასისტირებული ბიოფსია - VAB /Vacuum-assisted breast biopsy ქირურგიული პროცედურა ტარდება სპეციალური აპარატით, ადგილობრივი ანესთეზიით, ექოსკოპიის ან მამოგრაფიის კონტროლით. კანზე კეთდება დაახლოებით 5 მმ ზომის განაკვეთი. პროცედურის ჩატარების ჩვენებაა რადიოლოგიურად გამოვლენილი ძუძუს არაპალპირებადი მცირე ზომის კვანძოვანი წარმონაქმნების დიაგნოსტირება, ასევე რადიოლოგიურად აღწერილი მიკროკალცინატების ჯგუფების გენეზის დადგენა. პროცედურის დროს სპეციალური რობოტიზირებული ნემსი რადიოლოგიური კონტროლით შედის პათოლოგიურ არეში. ვაკუუმის საშუალებით ნემსს აქვს ქსოვილოვანი მასალის ავტომატური შეგროვების ფუნქცია, ხდება იდეალური ბიოპტატის მიღება სისხლის დანაკარგის გარეშე. პროცედურის ბოლოს სიმსივნის სარეცლის მარკირების მიზნით შესაძლებელია მასში მეტალის კლიპის იმპლანტაცია. ვაკუუმ ასისტირებული ბიოფსიის მასალა იგზავნება მორფოლოგიურ გამოკვლევაზე. სრული პროცედურის ხანგძლივობაა 20-30 წუთი, პროცედურიდან 1 საათში პაციენტი ეწერება კლინიკიდან. მეთოდის დიაგნოსტიკური ღირებულება 100%-ს უტოლდება.  ინციზიური ბიოფსია ქირურგიული პროცედურა გულისხმობს პათოლოგიური სიმსივნური კერიდან ადგილობრივი ანესთეზიის პირობებში, ღია წესით ქსოვილოვანი ნიმუშის აღებას. მასალა იგზავნება მორფოლოგიურ გამოკვლევაზე. ინციზიური ბიოფსია ტარდება მაშინ, როდესაც საჭიროა კანში ინვაზირებული, გახსნილი სიმსივნიდან დიაგნოსტიკის მიზნით ქსოვილოვანი ნიმუშის აღება. ინციზიური ბიოფსია მსხვილნემსიანი ბიოფსიის ალტერნატივას პალპირებადი და რადიოლოგიურად აღწერილი წარმონაქმნების შემთხვევაში არ წარმოადგენს.  ექციზიური ბიოფსია სადიაგნოსტიკო ოპერაციაა, ტარდება ადგილობრივი ან ზოგადი ანესთეზიით. საჭიროებს ფართე განაკვეთს, რის საშუალებითაც ხდება პათოლოგიური უბნის სრული ამოკვეთა. მასალა იგზავნება მორფოლოგიურ გამოკვლევაზე. დიაგნოსტიკური თვალსაზრისით მაღალ ინფორმატიულია, არ გააჩნია ცრუ დადებითი შედეგები, თუმცა, ფაქტიურად, წარმოადგენს ქირურგიულ ოპერაციას. გამოიყენება იშვიათად, განსაკუთრებულ შემთხვევებში.   სარძევე ჯირკვლის ბიოფსიებს ატარებს კლინიკა „კონსილიუმ მედულას“ სამედიცინო დირექტორი, ქირურგი-ონკოლოგი, ენდოკრინული ქირურგი, მამოლოგი სოსო სანიკიძე. კონსულტაციისათვის დაგვიკავშირდით: ტელ: (+ 995 32) 2 122 002; კლინიკა მუშაობს: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-17:00 მისამართი: ქ. თბილისი, პოლიტკოვსკაიას №6გ    

  • ჩვენმა კლინიკამ შეიძინა და დანერგა ნეირომონიტორინგის აპარატი​, რომელიც მნიშვნელოვნად იცავს ნერვული ქსოვილის უსაფრთხოებას​ ქირურგიული ოპერაციების​ დროს​. ამ ეტაპზე აპარატი ფარისებრი და ყბაყურა ჯირკვლის ​ქირურგიული მკურნალობისას​ გამოიყენება და ცდომილი და შებრუნებული ნერვების უსაფრთხოებას უზურნველყოფს. კერძოდ, ქირურგიული ჩარევისას სამედიცინო შეცდომის​ას ნერვის დაზიანების თავიდანა საცილებლად​ აპარატი გამოსცემს სიგნალს, რომლის მიხედვით ქირურგი იღებს სწორ გადაწყვეტილებას, ისე გააგრძელოს ოპერაცია, რომ ​არ მოხდეს ნერვების პარეზი​, რომელსაც ხშირად მძიმე​ გართულებები​ მოყვება. ესენია:ხმის ტემბრის დაქვეითება, ყლაპვის და სუნთქვის ფუნქციის გაუარესება და სხვა. ნეირომონიტორინგის აპარატის გამოყენების ტრენინგი ჩვენს კლინიკაში ამერიკული კომპანია Inomed-ის წამყვანმა სპეციალისტმა იგორ კუპერმანმა ჩაატარა.

  • საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის ჩატარება მრავალპროფილურ კლინიკა „კონსილიუმ მედულაში” უფასოდაა შესაძლებელი. საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 25-60 წლის ასაკის ქალებში ტარდება 3 წელიწადში ერთხელ. დაავადებათა სკრინინგის პროგრამას თბილისში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის სრულად აფინანსებს თბილისის მერია. კლინიკა „კონსილიუმ მედულა“ სკრინინგის პროგრამაში 2017 წლიდან მონაწილეობს. პროგრამა უზრუნველყოფს: Pap ტესტის ჩატარებას; პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში – კოლპოსკოპიას; საჭიროების შემთხვევაში – კოლპოსკოპიისას ბიოფსიური მასალის აღებას და ჰისტოლოგიურ კვლევას. საშვილოსნოს ყელის კიბოსწინა მდგომარეობის ადრეული აღმოჩენა ხდება ყელის ლორწოვანის ნაცხის ციტოლოგიური კვლევით, ანუ Pap ტესტით და კოლპოსკოპიით, ყელის მიკროსკოპიული დათვალიერებით. ტესტის დადებითი პასუხი ავთვისებიანი სიმსივნის სავარაუდო არსებობაზე ან მისი განვითარების რისკზე მიუთითებს, ავლენს კიბოსწინარე მდგომარეობას და ინფექციებს, რომლებმაც საშვილოსნოს ლორწოვანზე ხანგრძლივი ზემოქმედებით შესაძლოა ქსოვილის სტრუქტურის შეცვლა გამოიწვიოს. მაგალითად, ტესტის საშუალებით ვლინდება ადამიანის პაპილომავირუსით გამოწვეული ცვლილებები, ეს ვირუსი კი საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების უმთავრესი მიზეზია. დაავადების სწორი მართვა და დროული მკურნალობა საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების პრევენციაა.   ვის შეუძლია სკრინინგის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვა? საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვა შეუძლიათ 25-60 წლის ასაკის ქალებს. რა პერიოდულობით არის საჭირო გამოკვლევების ჩატარება? სკრინინგი ტარდება 3 წელიწადში ერთხელ. რატომ არის აუცილებელი საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი? საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგით შესაძლებელია  გამოვლინდეს კიბოსწინარე დაავადებები და ინფექციები. Pap ტესტის საშუალებით ვლინდება საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზით - ადამიანის პაპილომა ვირუსით გამოწვეული ცვლილებები. საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი ავთვისებიანი სიმსივნისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალებაა. რა მეთოდით ტარდება საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი? საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის უმთავრესი მეთოდია Pap ტესტი, რომელიც საშვილოსნოს ყელის ნაცხის გამოკვლევას გულისხმობს. Pap ტესტი შემდეგნაირად ხორციელდება: საშვილოსნოს ყელის ე.წ. T (ტრანსფორმაციის, ანუ გარდაქმნის) ზონიდან გინეკოლოგი შპადელით ანუ ფუნჯით იღებს ნაცხს, რომელიც სათანადო წესების დაცვით თავსდება სასაგნე მინაზე და იგზავნება ლაბორატორიაში მიკროსკოპული გამოკვლევისთვის. როგორ მოვემზადოთ Pap ტესტისთვის? სკრინინგისთვის საუკეთესოა ციკლის შუა პერიოდი; დაუშვებელია Pap ტესტის ჩატარება მენსტრუაციის დროს; თუ სქესობრივი კონტაქტის დროს დაცვის ბარიერული საშუალება, სპერმიციდი ან ლუბრიკანტი გამოიყენეთ, უახლოესი 24 საათის განმავლობაში Pap ტესტის ჩატარება რეკომენდებული არ არის - კონტრაცეპტივებში შემავალი ქიმიური ნივთიერებები ტესტის შედეგზე გავლენას ახდენს. რა არის პაპილომა ვირუსი? პაპილომა ვირუსი  საშვილოსნოს ყელის კიბოს ერთადერთი გამომწვევია, ჩივილები კიბოს გვიან სტადიებზე ვლინდება, როდესაც  უკვე მკურნალობაც და ოპერაციული ჩარევაც დაგვიანებულია. ამიტომაა მნიშვნელოვანია პაპილომა ვირუსით გამოწვეული დაზიანების დროული გამოვლენა, რადგან მკურნალობა საწყის ეტაპზე ეფექტურია. პრევენციის ერთ-ერთ მეთოდს წარმოადგენს ვაქცინაციაც. საშვილოსნოს ყელის (ცერვიკალური) კიბო ქალთა სიკვდილიანობის ერთ-ერთ უმთავრეს მიზეზს წარმოადგენს, იმ ქვეყნებში კი, სადაც ამ დაავადების სკრინინგია დანერგილი, სიკვდილიანობის მაჩვენებელმა შესამჩნევად იკლო. არის თუ არა საშვილოსნოს ყელის სკრინინგი კიბოს პრევენციის საშუალება? სკრინინგი იძლევა შესაძლებლობას, გამოვლინდეს საშვილოსნოს ყელის ქსოვილში განვითარებული პათოლოგიური ცვლილებები. კიბოს ადრეული აღმოჩენისა და მკურნალობის შედეგად კიბოს თავიდან აცილება 100-დან 75 შემთხვევაშია შესაძლებელი. რა ნაკლი აქვს საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგს? იშვიათად, საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგისას, პათოლოგიური ცვლილება შესაძლოა, არ დაფიქსირდეს, ზოგჯერ ავთვისებიანი უჯრედები ნორმალურისგან ძნელი გასარჩევია, ან  საკვლევი მასალა (ნაცხი) მეტად მცირე რაოდენობის პათოლოგიურ უჯრედს შეიცავს, ან საკვლევი მასალა არასათანადოს იყოს მომზადებული; იმ ქვეყნების სტატისტიკის მიხედვით, სადაც საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი ფართოდაა დანერგილი, ყოველი 10 ანალიზიდან ერთი გადამოწმებას მოითხოვს, შესაძლოა პაციენტს აღმოაჩნდეს ინფექცია, რომლის მკურნალობა აუცილებელია სრულფასოვანი დიაგნოზის დასასმელად.   კიბოს დამარცხების საუკეთესო და ეფექტიანი საშუალება დროული დიაგნოსტიკაა. კიბოს სკრინინგის რეგულარულად ჩატარება უზრუნველყოფს დაავადების განვითარების რისკის მკვეთრ შემცირებას. საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის ჩატარება მრავალპროფილურ კლინიკა „კონსილიუმ მედულაში” თბილისში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეებისათვის უფასოდაა შესაძლებელი. კონსულტაციისათვის დაგვიკავშირდით: ტელ: (+ 995 32) 2 122 002;კლინიკა მუშაობს: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-17:00მისამართი: ქ. თბილისი, პოლიტკოვსკაიას №6გ  

  • ანთებითი პროცესის განვითარების მცირე რისკი: • ხელის ფუნქციის შენარჩუნება• ხანმოკლე დრენაჟი• პოსტოპერაციული თერაპიის უკეთესი შედეგი• ნაკლები პოსტოპერაციული ტკივილი• გადარჩენის მაღალი მაჩვენებელი• ხანმოკლე ჰოსპიტალიზაცია• ნაკლები ხარჯი• სწრაფი დაბრუნება აქტიურ ცხოვრებაში ეს არის ჩამონათვალი თორაკოსკოპიული ქირურგიით ფილტვის კიბოს ადრეულ სტადიაზე მკურნალობის უპირტესობებისა, რომლის შესახებ იტალიელმა ქირურგმა დოქტორმა პიერჯიორჯიო სოლიმ ჩვენს კლინიკაში ლექცია წაიკითხა. უკვე 4 წელი გავიდა, რაც პირველად საქართველოში “კონსილიუმ მედულას” წამყვანმა ქირურგმა დავით გიორგაძემ თორაკოსოპია ჩვენს კლინიკაში დანერგა და არაერთი წარმატებული ოპერაციაც შეასრულა.  ე.წ VATS (video assisted thoracoscopic surgery), ანუ თორაკოსკოპული ქირურგია ვიდეოს დახმარებით პირველად 1991 წელს, იტალიაში გაკეთდა და ბოლო 10 წლის მანძილზე შთამბეჭდავი ტექნოლოგიური წინსვლა განიცადა. გარდა ამისა, მნიშვნელოვნად დაიხვეწა ქირურგიული სტრატეგია, რამაც მცირეინვაზიური ჩარევა გულმკერდის არეში გახადა მოქნილი და გართულების შემთხვევაში რეაგირებისათვის სწრაფად ხელმისაწვდომი.

  • კლინიკა „კონსილიუმ მედულას“ რევმატოლოგიური ცენტრის ფიზიოთერაპიულ კაბინეტში  შესაძლებელია  შემდეგი ფიზიოთერაპიული პროცედურების ჩატარება: ელექტროთერაპია (ელექტროფორეზი), ულტრაბგერითი თერაპია (ფონოფორეზი) და ლაზეროთერაპია.   ფიზიოთერაპია გამოიყენება შემდეგი პათოლოგიების დროს: ართრიტები, ართროზები, პერიართრიტები (მუხლი, მხარი, იდაყვი და ა. შ.) ხერხემლის ოსტეოქონდროზი მიალგია, მიოზიტი ლუმბალგია, ფესვობრივი სინდრომი პერიფერიული ლიმფოსტაზი ბურსიტი, ეპიკონდილიტი ქუსლის დეზი და ტერფის ტკივილები ფიზიოთერაპიის საშუალებით ხდება: ანთების და ტკივილის კუპირება სისხლის ადგილობრივი მიმოქცევის გაუმჯობესება შეშუპების მოხსნა სახსრების მოძრაობის ამპლიტუდის აღდგენა კუნთოვანი მასის და ძალის მომატება ფიზიოთერაპია - არის მკურნალობა ფიზიკური მეთოდებით, რომელიც შესაძლებელია ჩატარდეს როგორც მედიკამენტების გამოყენებით, ისე მათ გარეშე. მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად ფიზიოთერაპიულ მეთოდს სჭირდება პრეპარატის გაცილებით მცირე დოზები. შესაბამისად, მას პრაქტიკულად არ ახასიათებს გვერდითი მოვლენები, არის უმტკივნეულო და აბსოლუტურად უსაფრთხო პროცედურა. რევმატოლოგიურ გამოკვლევებს და კონსულტაციებს  ატარებენ კლინიკა „კონსილიუმ მედულას“ ექიმი რევმატოლოგები: ნინო კიპაროიძე, ანა ჩოჩია, ლანა ლაგვილავა.  

  • პირველად საქართველოში ჩვენს კლინიკაში გაკეთდა პარათიროიდული ადენომის ძალიან იშვიათი და რთული შემთხვევის ამოკვეთა თორაკოსკოპიით ანუ პრაქტიკულად არატრავმული მეთოდით.  45 წლის პაციენტს პარათიროიდული ჯირკვლის ადენომა აორტის რკალის დონეზე ჰქონდა განლაგებული, რაც პაციენტთა მხოლოდ 2-6 %-ში გვხვდება. ამ დაავადებას აქვს მძიმე სიმპტომები: ოფლიანობა, ძლიერი სისუსტე, ტკივილი ძვლებში, მოძრაობის შეზღუდვა, წონაში კლება, გახშირებული შარდვა და ყაბზობა, მოტეხილობები. ადენომის იშვიათი მდებარეობა ქირურგიულ ჩარევას და შემდგომ გამოჯანმრთელებას კიდევ უფრო ართულებდა. წინასაოპერაციო კვლევები და მომზადება პაციენტს კლინიკის მთავარმა ენდოკრინოლოგმა ლიკა პერტაიამ ჩაუტარა. ოპერაცია გააკეთა ენდოკრინული ქირურგიის მიმართულების ხელმძღვანელმა ბაკურ არაბულმა, რომელსაც მეთვალყურეობას უწევდა კლინიკის მთავარი თორაკალური ქირურგი დავით გიორგაძე. თორაკოსკოპიით, ანუ მცირე ინვაზიური მეთოდით ადენომის ამოკვეთამ პაციენტს აარიდა მკერდის ძვლის ან ნეკნთაშორის ჭრილობით მძიმე და ტრავმული ჩარევა, რასაც ხანგრძლივი და სარისკო რეაბილიტაცია დასჭირდებოდა. პაციენტი 2 დღეში გაეწერა კლინიკიდან და ამბულატორიულად მკურანლობს ანთების საწინააღმდეგო და კალციუმის შემავსებელი მედიკამენტებით. ვულოცავთ ბაკურ არაბულს და მთელს გუნდს რთული ოპერაციის წარმატებით ჩატარებას, ხოლო ჩვენს ყველა პაციენტს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ!    

  • „კონსილიუმ მედულას“ უროლოგიურ განყოფილებაში შესაძლებელია თირკმლის კენჭოვანი დაავადების მკურნალობა თანამედროვე და ეფექტიანი დისტანციური დარტყმითი ლითოტრიფსიით.  ლითოტრიფსიის მეთოდით დისტანციურად, სხეულის გარეთ ექსტრაკორპორალურად წარმოქმნილი ენერგეტიკული ტალღებით ხდება კენჭის ფრაგმენტაცია, ანუ დაშლა თირკმელსა და შარდსაწვეთებში. კენჭების ადგილმდებარეობა ფიქსირდება რენტგენის და ექოსკოპიის მეშვეობით. გერმანული კომპანია Dornier MedTech-ის ლითოტრიპსიის აპარატის გენერატორის მიერ გამომუშავებული იმპულსები ფოკუსირდება საშარდე გზებში არსებულ კენჭებზე. კენჭის დაშლა ხდება ქვიშის ფრაგმენტებად, რომელიც ორგანიზმიდან ბუნებრივი გზით, შარდთან ერთად გამოიყოფა.   ლითოტრიპსიის უპირატესობები ლითოტრიფსია არის არაინვაზიური, ნაკლებტრავმატული; ოპერაციის დროს პაციენტს ნარკოზი არ სჭირდება. ტარდება ვიზუალური კონტროლის ქვეშ; არის მაღალეფექტური პროცედურა (97%-მდე); საშუალოდ ერთ სააათს გრძელდება; პაციენტი პროცედურიდან 1-2 საათში მიდის სახლში; რა იწვევს თირკმელში კენჭის წარმოქმნას? საშარდე გზების ანთება; საშარდე გზების დაავადებები, რომლებიც იწვევენ შარდის დინების შეფერხებას; დეჰიდრატაცია; ჭარბწონიანობა; საჭმლის მომნელებელი სისტემის ზოგადი დარღვევები; ცილოვანი დიეტა; მემკვიდრეობა; ვის უტარდება პროცედურა? პაციენტს, რომელსაც აქვს 0,5-დან 1,5 სანტიმეტრამდე კენჭოვანი წარმონაქმნი და თირკმლის კოლიკა (ჭვალი) გამოწვეულია კენჭის არსებობით. შარდ-კენჭოვანი დაავადების მქონე პაციენტების უმთავრესი ჩივილი უეცრად წარმოქმნილი თირკმლის ჭვალია, ტკივილს აქვს შეტევითი ხასიათი გამწვავებისა და მიყუჩების პერიოდებით. შეტევის ხანგრძლივობა სხვადასხვაგვარია: რამდენიმე წუთით დაწყებული და დღე-ღამით დამთავრებული. დაავადების კლინიკური სურათი დამოკიდებულია კონკრემენტის (კენჭი) ფორმაზე, ზომაზე, რაოდენობასა და მდებარეობაზე. მკურნალობის მეთოდს კენჭის ზომისა და ლოკალიზების მიხედვით არჩევენ. თირკმლის კენჭები სხვადასხვა მინეროლოგიური შემადგენლობისაა, მაგალითად, ოქსალატების, ურატების, ფოსფატის, კალციუმის, მაგნიუმის და სხვა.     როგორ უნდა მოემზადოს პაციენტი პროცედურისათვის? პროცედურის წინ პაციენტი სპეციალურ მომზადებას არ საჭიროებს. თუ ანთებითი პროცესია, პროცედურამდე რამდენიმე დღით ადრე ბინაზე ან სტაციონარში ტარდება ანტიბიოტიკო და ინფუზიური თერაპია, თირკმელში სისხლის მიკროცირკულაციის გასააუმჯობესებლად პაციენტს ენიშნება ვიტამინები და სხვა პრეპარატები. საჭიროების შემთხვევაში პაციენტს უტარდება შარდსაწვეთის სტენტირებაც.   რა უკუჩვენება აქვს დისტანციურ ლითოტრიფსიას? რამდენიმე ტიპის უკუჩვენებაა, როდესაც ლითოტრიპსია ვერ გაკეთდება: უროლოგიური: თირკმლის სიმსივნე და თირკმლის კავერნოზული ტუბერკულოზი, საშარდე გზების მწვავე ინფექციური პროცესი, თირკმელების ფუნქციის 50%-ზე მეტით დაქვეითება. ზოგადსომატური: კოაგულოპათიები, ანტიკოაგულანტების მიღება, ნებისმიერი მწვავე ჩირქოვანი და ანთებითი პროცესი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პათოლოგია გამწვავების პერიოდში, გულის ფუნქციის დარღვევები, ორსულობა; ტექნიკური: ხერხემლის დასაყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დეფორმაციები, მე 3–4 ხარისხის სიმსუქნე; რამდენად ეფექტიანია ლითოტრიპსიის პროცედურა? შესაძლოა თუ არა, კენჭი არ დაიშალოს? ლითოტრიპსია არაეფექტურია , თუ კონკრემენტის სიმკვრივე 1000 -ზე მეტია, ამ შემთხვევაში მკურნალობის სხვა მეთოდს მიმართავენ.   რამდენად ხშირად იყენებენ ლითოტრიპსიის მეთოდს? ლითოტრიფსიის დანერგვის შემდეგ თირკმლის ღია ოპერაციების რიცხვი საგრძნობლად შემცირდა - მათ წილად ოპერაციების საერთო რაოდენობის მხოლოდ 20% მოდის. კლინიკა „კონსილიუმ მედულაში“ ლითოტრიპსიის პროცედურას ატარებს უროლოგი თამაზ ლორდელი. კონსულტაციისათვის დაგვიკავშირდით: ტელ: (+ 995 32) 2 122 002; კლინიკა მუშაობს: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-17:00 მისამართი: ქ. თბილისი, პოლიტკოვსკაიას №6გ

  • მსოფლიოს წამყვან კლინიკებში ბოლო ათწლეულების განმავლობაში ფართოდაა დანერგილი ენდო-ვიდეო ქირურგიული მკურნალობა, რაც დიდი განაკვეთის გარეშე ე.წ. „უსისხლო ოპერაციას“ გულისხმობს. ასეთი ოპერაციები ხასიათდება ნაკლები ქირურგიული ტრავმით და შესაძლებელს ხდის  პაციენტები მოკლე ვადაში გაეწერონ სტაციონარიდან.

  • ორმაგენერგეტიკულ რენტგენოაბსორბციულ დენსიტომეტრია  DXA კლინიკა „კონსილიუმ მედულას“ რევმატოლოგიური ცენტში  შესაძლებელია ძვლის მინერალური სიმკვრივის დადგენა - ორმაგენერგეტიკული რენტგენოაბსორბციული დენსიტომეტრიის  DXA გამოკვლევის ჩატარება. ეს კვლევა ოსტეოპოროზის დიაგნოსტიკისთვის აღიარებულია ოქროს სტანდარტად. ამ მეთოდის გამოყენებას სჭირდება მცირე დრო, დასხივების ხარისხი კი მინიმალურია. DXA კვლევა გვაძლევს სრულყოფილ ინფორმაციას მთელი სხეულის ძვლის, კუნთისა და ცხიმოვანი მასის შესახებ. დენსიტომეტრია მაღალი სიზუსტით განსაზღვრავს ძვლის მინერალურ სიმკვრივეს, გამოავლენს მისი სიმყიფის ხარისხს და მოტეხილობის რისკს. DXA კვლევის შედეგად სწრაფად და მარტივად დგინდება ძვლოვანი მასის განლევის - ოსტეოპოროზის ხარისხი.   რა არის DXA კვლევა? DXA კვლევის შედეგად სწრაფად და მარტივად დგინდება ძვლოვანი მასის განლევის - ოსტეოპოროზის ხარისხი. ოსტეოპოროზი „ფოროვან ძვალს“ ნიშნავს და გულისხმობს ძვლოვანი მასის შემცირებას, რის გამოც ძვალი სუსტი და მყიფე ხდება. ძვლის დასუსტების გამო ხშირად ნებისმიერი უმნიშვნელო ტრავმა და დაცემა შეიძლება მოტეხილობის მიზეზი გახდეს.   ვის სჭირდება ძვლის მინერალური სიმკვრივის დადგენა? 50 წელს გადაცილებული ყოველი მესამე ქალი და 60 წელს გადაცილებული ყოველი მეხუთე მამაკაცი დაავადებულია ოსტეოპოროზით.   ძვლის მინერალური სიმკვრივის დადგენა სჭირდება მას, ვინც იღებს სტეროიდულ ჰორმონს ხანგრძლივად (3 თვე და მეტი); აქვს ტოქსიკური ჩიყვი; აქვს თირკმლის და ღვიძლის ქრონიკული დაავადებები; ჭარბად მოიხმარს თამბაქოს, ალკოჰოლს და ყავას. წარსულში ჰქონია მოტეხილობა; შესამჩნევის სიმაღლეში კლება; რა სერვისების მიღებაა შესაძლებელი კლინიკა „კონსილიუმ მედულას“  რევმატოლოგიურ ცენტრში? მაღალკვალიფიციური რევმატოლოგის კონსულტაცია; სახსრებისა და რბილი ქსოვილების ულტრასონოგრაფია; სახსარში და რბილ ქსოვილში ინიექციები; სრული ლაბორატორიულ-დიაგნოსტიკური სპექტრი; დენსიტომეტრია DXA; ფიზიოთერაპიული პროცედურები:    - ელექტროფორეზი    - ფონოფორეზი    - ლაზეროთერაპია     ოსტეოპენიის ადრეულ ეტაპზე გამოვლენა და დროული მკურნალობა მნიშვნელოვნად ამცირებს ოსტეოპოროზის განვითარების რისკს და გართულებებს, როგორიცაა: ტკივილი, მოტეხილობა, ინვალიდობა, ლეტალური გამოსავალი. კლინიკა „კონსილიუმ მედულას“ რევმატოლოგიური ცენტრში ტარდება  სადიაგნოსტიკო გამოკვლევების სრული სპექტრი, მათ შორის, ვიტამინი D3-ის და კალციუმის (Ca) განსაზღვრა სისხლში და, აგრეთვე,  თანამედროვე ანტიოსტეოპოროზული მკურნალობა. რევმატოლოგიურ გამოკვლევებს და კონსულტაციებს  ატარებენ კლინიკა „კონსილიუმ მედულას“ ექიმი რევმატოლოგები: ნინო კიპაროიძე, ანა ჩოჩია, ლანა ლაგვილავა.   

  • სამედიცინო სფეროში არსებულ პრობლემებს შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია საშუალო მედპერსონალის არასაკმარისი კვალიფიკაცია. საქართველოში მოქმედებს  საექთნო-საბაკალავრო პროგრამა, თუმცა  სწავლის მსურველთა სიმცირის გამო ჩვენს სამედიცინო ბაზარზე კვალიფიციური ექთნების მწვავე ნაკლებობაა.

  • კლინიკა „კონსილიუმ მედულაში“ ფარისებრ ჯირკვალზე ოპერაციული მკურნალობა უკვე მეორე წელია ტარდება ინტრაოპერაციული ნეირომონიტორინგის ფონზე. თანამედროვე გაიდლაინებით ეს პრაქტიკა მკურნალობის ოქროს სტანდარტს წარმოადგენს. ოპერაციის მსვლელობისას ინტრაოპერაციული ნეირომონიტორინგის სპეციალური აპარატი აკონტროლებს  ცთომილი და ლარინგეალური ნერვების ფუნქციურ მდგომარეობას და მათი დაზიანების პრევენციას უზრუნველყოფს.   რა მიზნით გამოიყენება ინტრაოპერაციული ნეირომონიტორინგი ფარისებრ ჯირკვალზე ოპერაციების დროს?  ინტრაოპერაციული ნეირომონიტორინგის გამოყენებით მინიმუმამდე მცირდება შებრუნებითი ლარინგეალური ნერვების დაზიანებისა და ოპერაციის შემდგომი გართულებების რისკი. ლარინგეალური ნერვების ფუნქციონირება განსაზღვრავს ხმოვანი იოგების და ხორხსარქვლის მოტორულ აქტივობას, განაპირობებს ბგერის წარმოქმნას, უზრუნველყოფს სუნთქვისა და ყლაპვის ფუნქციას.   ფარისებრი ჯირკვლის ქირურგიაში შებრუნებითი ლარინგეალური ნერვის დაზიანება ყველაზე საშიში გართულებაა, მან შესაძლოა პაციენტის ხმის დაკარგვა, ხმოვანი იოგების პარეზმა კი - სასუნთქი გზების ობსტრუქცია გამოიწვიოს.   ინტრაოპერაციული ნეირომონიტორინგის გამოყენებით შესაძლებელია შებრუნებითი ლარინგეალური ნერვის იდენტიფიკაცია, ასევე, მეთოდი საშუალებას იძლევა გაანალიზდეს ნერვის ფუნქციური მდგომარეობა ქირურგიული პროცედურის მიმდინარეობისა და ოპერაციის დასრულებისას. ინტრაოპერაციული ნეირომონიტორინგი ელექტროფიზიოლოგიის პრინციპს ეფუძნება, რა დროსაც ქირურგიული ჩარევის პარალელურად შესაძლებელია ნერვულ ქსოვილში მიმდინარე ცვლილებების დროული გამოვლენა.   რამდენად ხშირად იყენებენ ენდოკრინოლოგიურ ქირურგიაში ინტრაოპერაციულ ნეირომონიტორინგს? რა არის მისი ჩვენებები? ინტრაოპერაციულ ნეირომონიტორინგს იყენებენ ფარისებრი ჯირკვლის სტანდარტული და მასშტაბური ქირურგიული ოპერაციების დროს შემდეგი ნოზოლოგიებისას: ერთკვანძოვანი და მრავალკვანძოვანი ჩიყვი; ჰიპერთიროიდიზმი; ფარისებრი ჯირკვლის კიბო რეგიონული ლიმფოდისექციით. ენდოკრინოლოგიურ ქირურგიაში ინტრაოპერაციულ ნეირომონიტორინგს იყენებენ პაციენტებთან, რომელთაც ესაჭიროებათ: განმეორებითი ოპერაციები ფარისებრ ჯირკვალზე; რეტროსტერნული ან დიდი ზომის ჩიყვის მქონე პაციენტებთან, სადაც არის ეჭვი შებრუნებითი ლარინგეალური ნერვის დისლოკაციაზე; უნილატერალური ხმოვანი იოგის პარეზის მქონე პაციენტებთან, რომელთაც კონტრალატერალური წილის ამოკვეთა სჭირდებათ. რა არის ინტრაოპერაციული ნეირომონიტორინგის შედეგი? ინტრაოპერაციული ნეირომონიტორინგი მინიმუმამდე ამცირებს ლარინგეალური ნერვების დაზიანების რისკს; ინტრაოპერაციული მონიტორინგი აადვილებს ოპერაციის მიმდინარეობას; ტექნიკურად რთული შემთხვევების, ასევე, ლიმფოდისექციის შესრულებისას ამცირებს ქირურგიული ჩარევის ხანგრძლივობას; აჩქარებს პაციენტის რეაბილიტაციის პროცესს. როდის დაინერგა ინტრაოპერაციული მონიტორინგი კლინიკა „კონსილიუმ მედულაში“? ენდოკრინული ქირურგიული ოპერაციები ინტრაოპერაციული ნეირომონიტორინგით კლინიკა „კონსილიუმ მედულაში“ მეორე წელია რაც ტარდება. ინტრაოპერაციული ნეირომონიტორინგი ტარდება კომპანია InoMed-ის NerveMonitor-ის აპარატით. კლინიკაში შემუშავებულია შიდა გაიდლაინი აპარატის ექსპლუატაციასთან დაკავშირებით.   ფარისებრ ჯირკვალზე ოპერაციებს ატარებს კლინიკა „კონსილიუმ მედულას“ სამედიცინო დირექტორი, ქირურგი-ონკოლოგი, ენდოკრინული ქირურგი, მამოლოგი სოსო სანიკიძე.

  • კლინიკა „კონსილიუმ მედულა“ ცნობილი მულტიპროფილური კლინიკაა, რომელმაც საქართველოში, კლინიკური ონკოლოგიის მიმართულებით საერთაშორისო სტანდარტები დაამკვიდრა.

  • საკვერცხის კისტა - საკვერცხის კისტოზური წარმონაქმნი (სითხის დაგროვება, რომელიც გარემოცულია  გარსით).  კისტების უმრავლესობა კეთილთვისებიანია. ცისტები ძირითადად რეპროდუქტიულ ასაკში მყოფ ქალებს უვითარდებათ. საკვერცხის კისტების ორი ტიპი არსებობს: ფუნქციური კისტები – ყველაზე ხშირი ტიპი. როგორც წესი, მენსტრუალური ციკლის ნაწილია და არ საჭიროების მკურნალობას. პათოლოგიური კისტები – ამ ტიპის ცისტები შეიძლება იყოს როგორც კეთილთვისებიანი (ენდომეტროიდული, ლუთეინური, დერმოიდული,საკვერცხის ფიბრომა), ასევე ავთვისებიანი. საკვერცხის კისტის სიმპტომები: საკვერცხის კისტა ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და მისი აღმოჩენა ულტრაბგერით კვლევაზე ხდება. საკვერცხის კისტისთვის  დამახასიათებელი სიმპტომებია: ტკივილი მუცლის ქვედა მიდამოში, რომელიც შეიძლება იყოს მუდმივი ან პერიოდულად ყრუ ხასიათის და შეიძლება გადაეცემოდეს წელის არეში; არარეგულარული, მტკივნეული, ჭარბი ან შემცირებული მენსტრუაცია; ტკივილი სქესობრივი აქტის დრო ; ტკივილი შარდვის და  დეფეკაციის დროს; მუცლის შებერილობა, შეშუპება ან სიმძიმის შეგრძნება; ჰორმონული დარღვევები – ზოგჯერ სხეული იწყებს ჰორმონებს ჭარბად გამოყოფას, რომლის გამოც ჩნდება ცვლიელებები სარძევე ჯირკვლის ქსოვილში ან/და ჭარბთმიანობა გართულებები: შემოგრეხა –  კისტა შეიძლება შემოიგრიხოს. შედეგად ირღვევა საკვერცხის სისხლით მომარაგება, რაც მუცლის ქვედა ნაწილში ძლიერ ტკივილს იწვევს. აპოპლექსია-გასკდომა – საკვერცხის კისტის გასკდომისას პაციენტს აღენიშნება უეცარი, ძლიერი ტკივილი. გასკდომას შეიძლება ახლდეს სისხლდენაც. საკვერცხის ავთვისებიანი სიმსივნე – იშვიათად საკვერცხის კისტა კიბოს საწყისია. საკვერცხის კისტის დიაგნოსტიკა: გინეკოლოგის კონსულტაცია; ულტრაბგერითი კვლევა; კომპიუტერული ტომოგრაფია, მრტ; სისხლის ტესტები – ონკო-მარკერი CA-125, ჰორმონული სტატუსის განსაზღვრა. მკურნალობის მეთოდები: 1.დინამიკაში კონტროლი (ფუნქციური კისტების შემთხვევაში) რეპროდუქცული ასაკი უსიმპტომო მთლიანად კისტური კომპონენტი ცისტის ზომა 2სმ-დან 5სმ-მდე დიამეტრი. მედიკამენტოზური მკურნალობა ქირურგიული მკურნალობა (მცირეინვაზიური-ლაპაროსკოპიული მიდგომით) იმ შემთხვევაში, თუ: კისტა არ გაქრა რამდენიმე ციკლის შემდეგ; არ ექვემდებარება მედიკამენტოზურ მკურნალობას იზრდება ზომაში; ულტრაბგერით კვლევაზე საეჭვოდ გამოიყურება (კისტური კომპონენტის ფონზე შეიცავს ქსოვილოვან კომპონენტს).  

  • ''კონსილიუმ მედულა'' აგრძელებს ექთნების სამსახურის გაძლიერებას. მორიგი ტრენინგი ინფექციის კონტროლის თეორიული და პრაქტიკული კურსით დაიწყო. ახალ მეთოდებს საექთნო საქმეში მუდმივად ეცნობა ჩვენი კლინიკის როგორც ახალი, ისე ძველი პერსონალი.ექთნების კვალიფიკაცია მნიშვნელოვანია ''კონსილიუმ მედულას'' ეფექტიანი მუშაობისთვის.

  • For the first time, an innovative ovarian cancer treatment with Hyperthermic Intraperitoneal Chemotherapy (HIPEC) was introduced in Georgia at the clinic Consilium Medulla. During HIPEC a chemotherapeutic drug is heated to 43°. The heated drug directly affects the damaged by the cancer area. Direct exposure of the heated medication causes injury of cancer cells by protein denaturation.  On December 6, the first HIPEC procedure was performed to a 68-year-old woman who was diagnosed with ovarian cancer a year ago. The patient has already undergone surgery on uterus, ovaries and omentum. Moreover, she went through 14 courses of chemotherapy. In our clinic, during diagnostic procedures it showed that metastases were spread in the peritoneum and the liver capsule.  Surgeons of the Clinic Consilium Medulla David Karsimashvili and Zurab Zedginidze performed peritonectomy and removed metastases from liver capsule. After that, heated to 43° C drug Cisplatin circulated in the abdominal cavity for 60 minutes. The operation went without complications. The patient feels well and already has been discharged from the hospital. For the successful implementation of the HIPEC, a long-term partner of our clinic, the Italian professor Gianluigi Melotti made a significant contribution. The procedure was carried out with the supervision and participation of a team of Italian specialists.  

  • ფილმში აღწერილია საქართველოში ერთ-ერთი პირველი და ინოვაციური, მრავალპროფილური კლინიკა ''კონსილიუმ მედულას'' მათავარი მიმართულებები და ძირითადი ღირებულებები.

  • ჩვენი კლინიკის რევმატოლოგიურმა ცენტრმა პრეზენტაცია გამართა რუსთავის კლინიკა "ჰიგიას" კოლექტივისთვის (იგივე მეორე პოლიკლინიკა). "კონსილიუმ მედულას" დამფუძნებელმა დავით თაბაგარმა ისაუბრა კლინიკის მთავარ პრინციპებზე და პროფესიულ ღირებულბებზე, ახსნა საერთაშორისო სტანდარტით მიმდინარე კლინიკური კვლევების მნიშვნელობა მკურნალობის ხარისხის და ექიმთა პროფსიული ზრდისათვის. რევმატოლოგებმა ნინო კიპაროიძემ, ლანა ლაგვილავამ და ანა ჩოჩიამ კი წარმოადგინეს პრეზენტაცია GCP ანუ, კარგი კლინიკური პრაქტიკის საერთაშორისო წესების მიხედვით ჩვენს კლინიკაში უკვე მიმდინარე რევმატოლოგიური კვლევების შესახებ. "კონსილიუმ მედულასა" და "ჰიგიას" შორის უახლოეს მომავალში თანამშრომლობა იგეგმება. კერძოდ, წამყვანი სპეციალისტების მივლინება და ასევე, პროფესიული ტრენინგ-კურსების ჩატარება.

  • Subcategories

JOIN US

loading
Contact

Addres: Tbilisi, Politkovskaya str. 6g
Phone: +995 32 212 20 02
Fax: 32 230 45 04
Email: medconsilium@gmail.com

Map