News

  •         ერექციული დისფუნქცია განსაზღვრება    სასქესო ასოს ერექცია არის კომპლექსური ფენომენი, რომელიც გულისხმობს ნევროლოგიურ, სისხლძარღვოვან და გლუვი კუნთების ნაწილების შორის დელიკატურ წონასწორობას. ის მოიცავს არტერიულ დილატაციას, ტრაბეკულური გლუვი კუნთების რელაქსაციას და ასოს კორპორალურ ვენო-ოკლუზიური მექანიზმის აქტივაციას.    ერექციული დისფუნქცია განისაზღვრება, როგორც მდგრადი შეუძლებლობა, მამაკაცმა მიაღწიოს საკმარის ერექციას, რაც საჭიროა  დამაკმაყოფილებელი სქესობროვი აქტის ჩასატარებლად. ერქციულმა დისფუნქციამ შესაძლებელია ზიანი მიაყენოს როგორც მამაკაცის ფსიქიკას, ასევე ზეგავლენა იქონიოს მისი და მისი პარტნიორის ცხოვრების ხარისხზე.   ეპიდემიოლოგია ეპიდემიოლოგიური მონაცემები მიუთითებს ერექციული დისფუნქციის მაღალი ავადობის მაჩვენებელზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მათ შორის არის მასაჩუსეტსის მამაკაცთა  კვლევის ინსტიტუტი, რომელმაც გამოაქვეყნა  მონაცემი, რომ 40-70წ-მდე ასაკის ბოსტონელ მამაკაცებში საშუალო ავადობა არის 52%, ხოლო პროპორციულად სპეციფიური გავრცელება მსუბუქ, საშუალო და სრული ერექციული დისფუნქციების ჯგუფებს შორის შესაბამისად არის: 17,2; 25,2; 9,6% რისკ-ფაქტორები არსებობს ერექციული დისფუნქციის მოდიფიცირებადი და არამოდიფიცირებადი რისკ-ფაქტორები, კარდიოვასკულურ დაავადებებთან ერთად(სიმქსუქნე, შაქრიანი დიაბეტი, დისლიპიდემია, მეტაბოლური სინდრომი, უმოძრაო ცხოვრების წესი, მწეველობა, არსებობს ერექციული დისფუნქციის კავშირი ასაკთან, შაქრიანი დიაბეტის  ანამნეზთან, სხეულის მასის ინდექსთან, ძილის ობსტრუქციულ აპნოესთან, ჰიპერჰომოცისტეინემიასთან და ასევე ღვიძლის ქრონიკული დაზიანებით მიმდინარეBჰეპატიტთან, ასევე არსებობს კავშირი ერექციული დისფუნქციის სტატუსსა დაDვიტამინის დეფიციტს შორის. კვლევებმა აჩვენეს მტკიცებულებები, რომ ცხოვრების წესის ცვლილებამ და ფარმაკოთერაპიამ, კარდიოვასკულური დაავადებების რისკების შემცირებით შესაძლებელია გააუმჯობესოს იმ პაციენტთა სქესობრივი ფუნქცია, რომელთაც აქვთ ერექციული პრობლემები. ეპიდემიოლოგიური კვლევებით არსებობს კავშირი ქვემო საშარდე გზების სიმპტომებს(პროსტატის ჰიპერპლაზია) და ერექციულ დისფუნქციას შორის. სხვა ტიპის მოულოდნელ, პოტენციურ რისკ-ფაქტორებს მიეკუთვნება: ფსორიაზი, მაანკილოზებელი სპონდილიტი, ღვიძლის გაცხიმოვნება, ქრონიკული პერიოდონტიტი, ღია კუთხოვანი გლაუკომა, და პროსტატის ტრანსრექტალური ბიოფსია. პათოფიზიოლოგია პათოფიზიოლოგიური თვალსაზრისით ერექციული დისფუნქცია შესაძლებელია იყოს: სისხლძარღვოვანი მწეველობა რეგულარული ფიზიკური დატვირთვის არქონა სიმსუქნე კარდიოვასკულური დაავადებები პირველი და მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტი რადიკალური პროსტატექტომია და სხივური თერაპია   ნეიროგენული(ცენტრალური) ნეიროდეგენერაციული დაავადებები ზურგის ტვინის ტრავმა და მისი დაავადებები ინსულტი ნეიროგენული(პერიფერიული) პირველი და მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტი ღვიძლის და თირკმლის ქრონიკული უკმარისობა პოლინეიროპათია მენჯის ქირურგია და სხივური თერაპია ურეთრის ქირურგია ანატომიურ-სტრუქტურული ჰიპოსპადია, ეპისპადია, მიკროპენისი ფიმოზი პეირონის დაავადება ასოს კიბო ჰორმონალური შაქრიანი დიაბეტი, მეტაბოლური სინდრომი ჰიპოგონადიზმი ჰიპერპროლაქტინემია ჰიპერ და ჰიპოთირეოიდიზმი ჰიპერ და ჰიპოკორტიზოლიზმი(კუშინგის დაავადება) პანჰიპოპიტუიტარიზმი შერეული პათფიზიოლოგიური გზები ქრონიკული სისტემური დაავადებები(შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერტენზია, მეტაბოლური სინდრომი, თირკმლის და ღვიძლის ქრონიკული დაავადება, ჰიერჰომოცისტეინემია, ძილის ობსტუქციული აპნოე ფსორიაზი, მაანკილოზებელი სპონდილიტი, ღიაკუთხოვანი გლაუკომა იატროგენული(პროსტატის ტრანრექტალური ბიოფსია) პრეპარატდამოკიდებული ანტიჰიპერტენზიული საშუალებები ანტიდეპრესანტები ნეიროლეპტიკები ანტიანდროგენები ნარკოტიკული საშუალებები ფსიქოგენური ტრავმული(ასოს და მენჯის მოტეხილობები)   რადიკალური პროსტატექტომიის, სხივური და ბრაქითერაპიის შემდგომი ერექციული დისფუნქცია ნებისმიერი ტიპის(ღია, ლაპაროსკოპიული და რობოტული) რადიკალური პროსტატექტომია ფართოდ გამოიყენება მთელს მსოფლიოში იმ პაციენტებთან, რომელთაც აქვთ კლინიკურად ლოკალიზებული პროსტატის კიბო და მოსალოდნელი სიცოცხლის ხანგრძივობა არის მინიმუმ 10 წელი კვლევებმა აჩვენს რომ რადიკალური პროსტატექტომიის შემდგომ პაციენტების 25-75% აქვს ერექციული დისფუნქცია, ქირურგიული ტექნიკის ტიპის მიუხედავად. სისტემურმა მიმოხილვებმა აჩვენეს რობოტასისტირებადი რადიკალური პროსტატექტომიის მნიშნელოვანი უპირატესობა ღია პროსტატექტომიასთან შედარებით(პოტენციის 12 თვიანი ზრდის კუთხით) თუმცა ოპერაციამდე არსებული პოტენცია არის მთავარი ფაქტორი ოპერაციის შემდგომ პოტენციის აღდგენის მხრივ, შესაბამისად პაციენტები, რომლებიც ითვლებიან ნერვ-დამზოგველი რადიკალური პროსტატექტომიის ჩატარების კანდიდატებად, ოპერაციემდე უნდა იყვნენ იდეალური პოტენციის მქონენი. ერექციული დისფუნქცია მჭიდრო კავშირშია ასევე სხივური თერაპიის და ბრახითერაპიის შემდგომ პერიოდთან, მექანიზმები, რომელითაც გამოწვეულია ერექციული დისფუნქცია არის: ნეიროვასკულური წნულების დაზიანება, ასოს სისხლძარღვების და კავერნოზული ქსოვილების დაზიანება. პროსტატის კიბოს ალტერნატიული მკურნალობის ტიპები როგორიც არის კრიოტერაპია და მაღალი ინტენსივობის ფოკუსირებული ულტრაბგერა თანაბრად და მეტად იწვევენ ერექციულ დისფუნქციას ქირურგიულ და სხივურ თერაპიასთან შედარებით.   ერექციული დისფუნქციის კლასიფიკაცია ერექციული დისფუნქცია ეტიოლოგიის მიხედვით ჩვეულებრივ კლასიფიცირდება 3 კატეგორიად: პირველადი ორგანული  პირველადი ფსიქოგენური  შერეული     დიაგნოსტიკური შეფასება პირველი ნაბიჯი, რომ შეფასდეს ერექციული დისფუნქცია საჭიროა დეტალური სამედიცინო და სექსუალური ანამნეზის შეკრება პაციენტიდან და თუ შესაძლებელია მისი პარტნიორიდან სქესობრივი ანამნეზი უნდა შეიცავდეს შემდგომ დეტალებს:  სექსუალური ორიენტაცია,  ემოციური სტატუსი  აქტის წამოწყების და ხანგრძლივობის პრობლემები  პარტნიორის სქესობრივი ჯანმრთელობის სტატუსი დილის ერექცია ეაკულაციის და ორგაზმის პრობლემები შეფასებისთვის გამოიყენება სპეციალური კითხვარი (IIEF) პარალელურად შეფასებული და  გამოკვლეული უნდა იყოს ჰიპოგონადისმის და პროსტატის ჰიპერპლაზიის არსეობა ფიზიკალური გასინჯვა ფიზიკალური გასინჯვით შესაძლებელია გამოვლინდეს:  პეირონის დაავადება  გენიტალიების კიბოსწინარე და სიმსივნური დაზიანებები ჰიპოგონადიზმი არტერიული წნევის განსაზღვრა BMI განსაზღვრა     ლაბორატორიული კვლევები გლუკოზის განსაზღვრა ლიპიდური პროფილის განსაზღვრა საერთო ტესტოსტერონის განსაღვრა   დამატებით კვლევებში შეიძლება გაკეთდეს PSA საერთო პროლაქტინი მალუთეინიზებელი ჰორმონი P.S.ჩატარებული ფიზიკალური გასინჯვის და ლაბორატორიული შეფასების მიუხედავად მამაკაცთა უმეტესობაში რომელთაც აქვთ ერექციული დისფუნქცია ვერ ვლინდება ზუსტი დიაგნოზი, თუმცა ეს არის შესაძლებლობა რათა მოხდეს კრიტიკული და მნიშვნელოვანი თანმხლები დაავადების იდენტიფიცირება.   კარდიოვასკულური სისტემა და სქესობრივი აქტივობა როგორც პაციენტი რისკის ქვეშ, კარდიოვასკულური რისკები იყოფა 3 ჯგუფად: 1.დაბალი რისკ ჯგუფი პაციენტები, რომლებიც არ საჭიროებენ კარდიოლოგიურ გამოკვლევას სქესობრივი დისფუნქციის დიაგნოსტირების ან მკურნალობის დაწყებამდე 2.საშუალო და განუსაზღვრელი რისკ ჯგუფი პაციენტები, რომელთაც აქვთ დაუზუსტებელი კარდიალური მდგომარეობა და საჭირეობენ სპეციალიზირებულ შეფასებას სქესობრივი აქტივობის განახლებამდე, ზოგიერთ შემთხვევაშ საჭიროა კარდიოლოგის კონსულტაცია. მაღალი რისკ ჯგუფი პაციენტები, რომელთაც აქვთ საკმარისად მწვავე და არასტაბილური კარდიული მდგომარეობა სექსუალური აქტივობისთვის და საჭიროებენ კარდიოლოგიურ მკურნალობას სქესობრივი აქტივობის განახლებამდე.   სპეციალიზირებული დიაგნოსტიკური კვლევები ღამის ერექციების და ასოს რიგიდულობის შეფასება 2 სხვადასხვა ღამეს ინტრაკავერნოზული ინექციის ტესტი ასოს დუპლექს სკანირება არტერიოგრაფია და დინამიურ-ინფუზიური კავერნოზომეტრია ან კავერნოზოგრაფია პაციენტის ფსიქიატრიული შეფასება ჰიპოსპადიის და პეირონის დაავადების გამოვლენა და შემდგომ მისი კორეგირება   დაავადების მართვა და მკურნალობა პირველ რიგში საჭიროა მოხდეს ერექციული დისფუნქციის შექცევადი რისკ ფაქტორების იდენტიფიცირება და ცხოვრების წესის შეცვლა აუცილებლად მკურნალობის დაწყებამდე თანმხლები დაავადებების მართვა როგორიც არის შაქრიანი დიაბეტი და არტერიული ჰიპერტენზია. ერქციული დისფუნქციის მკურნალობა რადიკალური პროსტატექტომიის შემდეგ აღსანიშნავია, რომ პაციენტებზე, რომელთაც ჩაუტარდათ რადიკალური პროსტატექტომია ნაკლებად შედეგიანია ფოსფოდიესთერაზა 5ინფიბიტორები, მიუხედავად ამისა ეს პრეპარატები ითვლებიან პირველი რიგისმურნალობად პაციენტებში, რომელთაც ჩაუტარდათ ნერვ-დამზოგველი რადიკალური პროსტატექტომია ნებისმიერი ქირურგიულლი ტექნიკის გამოყენებით, გამომდინარე აქედან პაციენტის ასაკი და ნერვ-დამზოგველი ტექნიკის ხარისხი წარმოადგენს გადამწყვეტ ფაქტორებს ოპერაციის შემდგომ ერექციის შენარჩუნებისთვის, სილდენაფილის ეფექტურობის და სენსიტიურიბის ხარისხი ნერვ-დამზოგველი რადიკალური პროსტატექტომიის შემდგომ არის 35-დან 75%-მდე და 0-დან 15 %-მდე არანერვდამზოგველი ოპერაციის შემდგომ. მეორე და მესამე რიგის თერაპიას რადიკალური პროსტატექტომიის შემდგომ მიეკუთვმება შესაბამისად: ინტრაკავერნოზული ინექციებიდა ასოს იმპლანტი   ჰორმონული მიზეზების მკურნალობა პირველადი და მეორადი ჰიპოგონადიზმის გამო. მანამ სანამ მოხდება ტესტოსტერონის ჩანაცვლებითი თერაპია საჭიროა გაკეთდეს შემდგომი კვლევები:   დიგიტალურ-რექტალური გასიჯვა PSAსაერთო ტესტოსტერონით მკურნალობა უკუნაჩვენებია პაციენტებში პროსტატის კიბოს ანამნეზი   პოსტტრავმული, არტერიოგენული ერექციული დისფუნქცია ახალგაზრდა პაციენტებში. მენჯის და შორისის ტრავმის მქონე ახალგაზრდა პაციენტებს, ასოს ქირურგიული რევასკულიზაციის შედეგად 60-80% შემთხვევებში აქვთ წარმატების გრძელვადიანი ხარისხი, კორპორალური ვენო-ოკლუზიური დისფუნქციი შემთხვევაში ზემოაღნიშნული რეკონსტრუქციული ქირურგიული ჩარვა უკუნაჩვენებია   ფსიქოლოგიური კონსულტირება და მკურნალობა       პირველი რიგის მკურნალობა პერორალური გამოყენების მედიკამენტები სილდენაფილიჩაშვებული იქნა გამოყენაბაში 1998 წელს. გამოიყენება შემდეგი დოზებით: 25, 50 და 100მგ, რეკომენდებულ საწყის დოზას წარმოადგენს 50მგ სილდენაფილი, რომელიც ადაპტირებული უნდა იყოს პაციენტის წამლისადმი მგრძონობელობას და წამლის გვერდით ეფექტთან. სილდანაფილი ეფექტური და ქმედითია მისი გამოყენებიდან 30-60 წუთის შემდეგ, მისი ეფექტურობა მცირდება მძიმე და ცხიმიანი საკვების მიღებასთან დაკავშირებული შენელბული აბსორბციის გამო. წამლის ეფექტურობამ შესაძლებელი გასტანოს 12-საათზე მეტხანს. კლინიკური კვლევებით დადგენილია, რომ სილდენაფილი მნიშვნელოვანად აუმჯობესებს პაციენტთთა ქულებს შემდგომ კითხვარებში: IIEF, SEP2, SEP3, General Assessment Questionnaire (GAQ) ტადალაფილი ტადალაფილი ლიცენზირებული იქნა სამკურნალო საშუალებად 2003 წელს, ეფექტურoბას იჩენს გამოყენებიდან 30 წუთის შემდეგ, ხოლო მაქსიმალურ ეფექტს ავლენს მიღებიდან 2საათის შემდეგ, აღნიშნული ეფექტი შესაძლებელია შენარჩუნდეს 36 სთ-ის განმავლობაში და საკვები არ ახდენს გავლენას მის შეწოვაზე, ტადალაფილის ეფექტურობა დადასტურებულია პოსტმარკეტინგული კვლევებით, მისი ეფექტურობა დადგენილია ერექციული დისფუნქციის პაციენტთა თითქმის ყველა სუბჯგუფში და ასევე ერექციული დისფუნქციის ძნელად სამკურნალებელ სუბჯგუფებშიც(შაქრიანი დიაბეტი), ტადალაფილის ყოველდღიული მიღება ასევე ნებადართულია პაციენტებში დიაგნოზით პროსტატის ჰიპერპლაზია   ვარდენაფილი ვარდენაფილი შემოვიდა გაყიდვაშ 2003 წლიდან, ეფექტური მიღებიდან 30 წუთის შემდეგ, მისი ეფექტი მცირდება მძიმე და ცხიმიანი საკვების მიღების შემთხვევაში, არსებობს 5, 10, 20 მგ-იანი დოზები, რეკომენდებულ საწყის დოზას წარმოადგენს 10მგ ვარდენაფილი. ავანაფილი ავანაფილი არის მაღალსელექტიური ფოსფოდიესთერაზა5 ინჰიბიტორი, რომელიც პირველად გაიყიდა 2013 წელს, ავანაფილს გააჩნია ფოსფოდიესთერაზა 5 ინჰიბიციის მაღალი კოეფიციენტი სხვა პრეპარატებთან შედარებით, გამოდის 50, 100 და 200მგ დოზებით, რეკომენდებულ საწყის დოზას წარმოადგენს 100მგ ავანაფილი და მისი მიღება ხდება სქესბრივ კონტაქტამდე 15-30 წთ-ით ადრე. არჩევანის გაკეთება სხვადასხვა სახის ფოსფოდიესთერა5 ინჰიბიტოერებს შორის   დღესდღეობით არ არსებობს მტკიცებულება და კლინიკური კვლევები სხვდასხვა სახის ფოსფოდიესთერაზა5 ინჰიბიტორებს შორის უპირატესობის მისანიჭებლად, პრეპარატის არჩევანი დამოკიდებულია სქესობრივი აქტის სიხშირესა და პაციენტის პირად გამოცდილებაზე, პაციენტმა უნდა იცოდეს კონკრეტული მედიკამენტის ხანმოკლე თუ გახანგრძლევებული ეფექტის და მათი ნაკლოვანებების შესახებ. უსაფრთხოების საკითხები ფოსფოდიესთერზე 5 ინჰიბიტორები გამოყენება წინააღმდეგ ნაჩვენებია შემდგომ სიტუაციებში 1.პაციენტებში რომელთაც ჰქონდათ მიოკარდიუმის ინფარქტი, ინსულტი და სიცოცლისთვის საშიში არითმია ბოლო 6 თვის განმავლობაში. 2.პაციენტებში მოსვენების ჰიპო ან ჰიპერტენზიით 3.პაცინეტებში არასტაბიული სტენოკარდიით და გულის უკმარისობით     პირველი რიგის მკურნალობის საშუალებებს მიეკუთვნება ასევე: 1.ვაკუუმ ერექციის მოწყობილობა-რომელიც უზრუნველყოფს კავერნოზულ სხეულში პასიურად სისხლის შეგუბებას, მომჭერი რგოლის მეშვეობით, რომელიც თავსდება ასოს ფუძესთან. 2.ადგილობრივი და ინტრაურეთრული გამოყენების ალპროსტადილი-ვაზოაქტიური აგენტი. 3.დარტყმით-ტალღოვანი თერაპია-გამოიყენება დაბალი ინტენსივობის ექსტრაკორპორალური დარტყმითი ტალღები, რომელიც მზარდად გამოიყენება ბოლო 10წლის განმავლობაში ერექციული დისფუნქციის სამკურნალოდ.   მეორე რიგის მკურნალობა მეორე რიგის მკურნალობას მიეკუთვნება ინტრაკავერნზოული ალპროსტადილის ინექციები. მესამე რიგის თერაპია: ასოს პროთეზირება.                            

  • ჩვენი კლინიკა გთავაზობთ უფასო დიაგნოსტიკურ კვლევებს თბილისის მერიის და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მხარდაჭერით მიმდინარე აქციის ფარგლებში. 1. საშვილოსნოს ყელის გამოკვლევა 25 დან 60 წლამდე ქალებში, რაც ითვალისწინებს: PAP-ტესტს (საშვილოსნოს ყელის ნაცხის გამოკვლევა) პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში კოლპოსკოპიას (საშვილოსნოს ყელის მიკროსკოპული გამოკვლევა) და ჰისტომორფოლოგიურ კვლევას. 2. პროსტატის გამოკვლევა 50 დან 70 წლამდე მამაკცებში, რაც ითვალისწინებს: PSA-ტესტი (პროსტატის კიბოს ანტიგენის გამოკვლევა) გთხოვთ, გაითვალისწინოთ, ჩვენი კლინიკა გთავაზობთ უროლოგის უფასო კონსულტაციას. 3.მსხვილი ნაწლავის გამოკვლევა 50 დან 70 წლამდე ქალებსა და მამაკაცებში, რაც ითვალისწინებს: FOBT ტესტი ( ტესტი ფარულ სისხლდენაზე) პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში კოლონოსკოპია (მსხვილი ნაწლავის მიკროსკოპული დათვალიერება) და ჰისტომორფოლოგიურ კვლევას. ჩვენი ქოლ-ცენტრის ნომერია 32 2 122 002 დარეკეთ ყოველდღე, კვირის გარდა 10.00-18.00 შაბათს 10.00-14. 00

  • საკვერცხის კისტა - საკვერცხის კისტოზური წარმონაქმნი (სითხის დაგროვება, რომელიც გარემოცულია  გარსით).  კისტების უმრავლესობა კეთილთვისებიანია. ცისტები ძირითადად რეპროდუქტიულ ასაკში მყოფ ქალებს უვითარდებათ. საკვერცხის კისტების ორი ტიპი არსებობს: ფუნქციური კისტები – ყველაზე ხშირი ტიპი. როგორც წესი, მენსტრუალური ციკლის ნაწილია და არ საჭიროების მკურნალობას. პათოლოგიური კისტები – ამ ტიპის ცისტები შეიძლება იყოს როგორც კეთილთვისებიანი (ენდომეტროიდული, ლუთეინური, დერმოიდული,საკვერცხის ფიბრომა), ასევე ავთვისებიანი. საკვერცხის კისტის სიმპტომები: საკვერცხის კისტა ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და მისი აღმოჩენა ულტრაბგერით კვლევაზე ხდება. საკვერცხის კისტისთვის  დამახასიათებელი სიმპტომებია: ტკივილი მუცლის ქვედა მიდამოში, რომელიც შეიძლება იყოს მუდმივი ან პერიოდულად ყრუ ხასიათის და შეიძლება გადაეცემოდეს წელის არეში; არარეგულარული, მტკივნეული, ჭარბი ან შემცირებული მენსტრუაცია; ტკივილი სქესობრივი აქტის დრო ; ტკივილი შარდვის და  დეფეკაციის დროს; მუცლის შებერილობა, შეშუპება ან სიმძიმის შეგრძნება; ჰორმონული დარღვევები – ზოგჯერ სხეული იწყებს ჰორმონებს ჭარბად გამოყოფას, რომლის გამოც ჩნდება ცვლიელებები სარძევე ჯირკვლის ქსოვილში ან/და ჭარბთმიანობა გართულებები: შემოგრეხა –  კისტა შეიძლება შემოიგრიხოს. შედეგად ირღვევა საკვერცხის სისხლით მომარაგება, რაც მუცლის ქვედა ნაწილში ძლიერ ტკივილს იწვევს. აპოპლექსია-გასკდომა – საკვერცხის კისტის გასკდომისას პაციენტს აღენიშნება უეცარი, ძლიერი ტკივილი. გასკდომას შეიძლება ახლდეს სისხლდენაც. საკვერცხის ავთვისებიანი სიმსივნე – იშვიათად საკვერცხის კისტა კიბოს საწყისია. საკვერცხის კისტის დიაგნოსტიკა: გინეკოლოგის კონსულტაცია; ულტრაბგერითი კვლევა; კომპიუტერული ტომოგრაფია, მრტ; სისხლის ტესტები – ონკო-მარკერი CA-125, ჰორმონული სტატუსის განსაზღვრა. მკურნალობის მეთოდები: 1.დინამიკაში კონტროლი (ფუნქციური კისტების შემთხვევაში) რეპროდუქცული ასაკი უსიმპტომო მთლიანად კისტური კომპონენტი ცისტის ზომა 2სმ-დან 5სმ-მდე დიამეტრი. მედიკამენტოზური მკურნალობა ქირურგიული მკურნალობა (მცირეინვაზიური-ლაპაროსკოპიული მიდგომით) იმ შემთხვევაში, თუ: კისტა არ გაქრა რამდენიმე ციკლის შემდეგ; არ ექვემდებარება მედიკამენტოზურ მკურნალობას იზრდება ზომაში; ულტრაბგერით კვლევაზე საეჭვოდ გამოიყურება (კისტური კომპონენტის ფონზე შეიცავს ქსოვილოვან კომპონენტს).  

  • პირველად საქართველოში ჩვენს კლინიკაში გაკეთდა პარათიროიდული ადენომის ძალიან იშვიათი და რთული შემთხვევის ამოკვეთა თორაკოსკოპიით ანუ პრაქტიკულად არატრავმული მეთოდით.  45 წლის პაციენტს პარათიროიდული ჯირკვლის ადენომა აორტის რკალის დონეზე ჰქონდა განლაგებული, რაც პაციენტთა მხოლოდ 2-6 %-ში გვხვდება. ამ დაავადებას აქვს მძიმე სიმპტომები: ოფლიანობა, ძლიერი სისუსტე, ტკივილი ძვლებში, მოძრაობის შეზღუდვა, წონაში კლება, გახშირებული შარდვა და ყაბზობა, მოტეხილობები. ადენომის იშვიათი მდებარეობა ქირურგიულ ჩარევას და შემდგომ გამოჯანმრთელებას კიდევ უფრო ართულებდა. წინასაოპერაციო კვლევები და მომზადება პაციენტს კლინიკის მთავარმა ენდოკრინოლოგმა ლიკა პერტაიამ ჩაუტარა. ოპერაცია გააკეთა ენდოკრინული ქირურგიის მიმართულების ხელმძღვანელმა ბაკურ არაბულმა, რომელსაც მეთვალყურეობას უწევდა კლინიკის მთავარი თორაკალური ქირურგი დავით გიორგაძე. თორაკოსკოპიით, ანუ მცირე ინვაზიური მეთოდით ადენომის ამოკვეთამ პაციენტს აარიდა მკერდის ძვლის ან ნეკნთაშორის ჭრილობით მძიმე და ტრავმული ჩარევა, რასაც ხანგრძლივი და სარისკო რეაბილიტაცია დასჭირდებოდა. პაციენტი 2 დღეში გაეწერა კლინიკიდან და ამბულატორიულად მკურანლობს ანთების საწინააღმდეგო და კალციუმის შემავსებელი მედიკამენტებით. ვულოცავთ ბაკურ არაბულს და მთელს გუნდს რთული ოპერაციის წარმატებით ჩატარებას, ხოლო ჩვენს ყველა პაციენტს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ!    

  • For the first time, an innovative ovarian cancer treatment with Hyperthermic Intraperitoneal Chemotherapy (HIPEC) was introduced in Georgia at the clinic Consilium Medulla. During HIPEC a chemotherapeutic drug is heated to 43°. The heated drug directly affects the damaged by the cancer area. Direct exposure of the heated medication causes injury of cancer cells by protein denaturation.  On December 6, the first HIPEC procedure was performed to a 68-year-old woman who was diagnosed with ovarian cancer a year ago. The patient has already undergone surgery on uterus, ovaries and omentum. Moreover, she went through 14 courses of chemotherapy. In our clinic, during diagnostic procedures it showed that metastases were spread in the peritoneum and the liver capsule.  Surgeons of the Clinic Consilium Medulla David Karsimashvili and Zurab Zedginidze performed peritonectomy and removed metastases from liver capsule. After that, heated to 43° C drug Cisplatin circulated in the abdominal cavity for 60 minutes. The operation went without complications. The patient feels well and already has been discharged from the hospital. For the successful implementation of the HIPEC, a long-term partner of our clinic, the Italian professor Gianluigi Melotti made a significant contribution. The procedure was carried out with the supervision and participation of a team of Italian specialists.  

  • ჩვენს კლინიკაში 20 წლის მამაკაცს სათესლე პარკის ავთვისებიანი სიმსივნის გამო ჩაუტარდა ორ ეტაპად ოპერაციული მკურნალობა. სიმსივნის მეტასტაზები გავრცელებული იყო რეტროპერიტონეულ ლიმფურ კვანძებში. პირველ ეტაპზე  ჩატარდა ოპერაცია – ორხფუნიკულექტომია,  შემდგომ ეტაპზე შესრულდა ოპერაცია – რეტროპერიტონეალური ლიმფადენექტომია, თირკმლის ვენის კიდითი რეზექცია და  შარდსაწვეთის ზედა მესამედის რეზექცია სიმსივნის ინვაზიის გამო და ურეთერო–ურეთეროსტომია სტენტზე. ოპერაციას უძღვებოდა ჩვენი კლინიკის უროლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი გიორგი ადეიშვილი.

  • კლინიკა "კონსილიუმ მედულაში" ამოქმედდა დენსიტომეტრიული კვლევა, რომელიც მაღალი სიზუსტით განსაზღვრავს თქვენი ძვლის მინერალურ სიმკვრივეს, გამოავლენს მისი სიმყიფის ხარისხს და მოტეხილობის რისკს. დენსიტომეტრია საშუალებას გვაძლევს სწრაფად და მარტივად დავადგინოთ ძვლოვანი მასის განლევის - ოსტეოპოროზის ხარისხი, რათა დროულად დაწყებული ანტიოსტეოპოროზული მკურნალობით ავიცილოთ მოტეხილობის განვითარების რისკი. შესაბამისი მკურნალობა კი დაიცავს, გაამკვრივებს თქვენს ძვლებს და აგაცილებთ მომავალში არასასურველი მოტეხილობის განვითარების რისკს.დენსიტომეტრული კვლევის შედეგები ადასტურებს, რომ 50 წელს გადაცილებილი ყოველი მე–3 ქალი და 60 წელს გადაცილებული ყოველი მე–5 მამაკაცი დაავადებულია ოსტეოპოროზით.

  • უროლოგიური განყოფილება გთავაზობთ თირკმლის კენჭოვანი დაავადების მკურნალობას უახლესი მეთოდით. ეს არის დისტანციური დარტყმითი ლითოტრიფსია, რომელიც კეთდება ვიზუალური კონტროლის ქვეშ და საშუალოდ 1 სააათი გრძელდება. პროცედურა არის არაინვაზიური, ნაკლებტრავმატული, ფაქტობრივად უმტკივნეულო, მაღალეფექტური (ეფექტურობა აღწევს 97%) და არ საჭიროებს სტაციონარში განტავსებას, რადგან პაციენტი პროცედურიდან 1-2 საათში მიდის სახლში. ჩვენებები პროცედურის ჩატარების ჩვენებებია 0,5-დან 2,5 სანტიმეტრამდე კენჭოვანი წარმონაქმნები და თირკმლის კოლიკა (ჭვალი) გამოწვეული ასევე კენჭის არსებობით. პაციენტის  მომზადება პროცედურის წინ პაციენტი სპეციალურ მომზადებას არ საჭიროებს. ანთებითი პროცესების არსებობისას პროცედურის წინ ტარდებაანტიბიოტიკოთერაპია, ინფუზიური თერაპია, პაციენტს აძლევენ ვიტამინებსა და იმ პრეპარატებს, რომლებიც თირკმელში სისხლისმიკროცირკულაციას აუმჯობესებს. ეს იძლევა თირკმლის მომზადების საშუალებას, ამცირებს გართულებათა ალბათობას, აჩქარებსრეაბილიტაციას. საჭიროების შემთხვევაში პაციენტს უტარდება შარდსაწვეთის სტენტირება. დისტანციურ ლითოტრიფსიას აქვს სხვადასხვა ტიპის უკუჩვენებები: ტექნიკური: ურატული კენჭები, ხერხემლის, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დეფორმაციები, მე 3–4  ხარისხის სიმსუქნე. ზოგადსომატური: კოაგულოპათიები, ანტიკოაგულანტების მიღება, მენსტრუაცია, ნებისმიერი მწვავე  ჩირქოვანი და ანთებითიპროცესის დროს, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პათოლოგია გამწვავების პერიოდში, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პათოლოგია გამწვავებისპერიოდში, გულის ფუნქციის დარღვევები (მოციმციმე არითმია, რითმის ხელოვნური მარეგულირებელი, გულ-ფილტვისუკმარისობა), სხვა თანმხლები დაავადება დეკომპენსირებულ სტადიაში, ორსულობა. უროლოგიური: თირკმლის სიმსივნე და თირკმლის კავერნოზული ტუბერკულოზი, საშარდე გზების მწვავე ინფექციური პროცესი, თირკმელების ფუნქციის 50%-ზე მეტით დაქვეითება. პროცედურის შესაძლო გართულებები: თირკმლის ჰემატომა ჰემატურია შარდგამომყოფი გზების ობსტრუქცია გახშირებული შარდვა ტკივილი და წვა შარდვისას პროცედურის შემდგომი რეაბილიტაცია: სპაზმოლიტიკი, ანალგეტიკი ანტიბიოტიკი სითხეების ჭარბად მიღება გისურვებთ ჯანმრთელობას!

  • თბილისის მერიის დაფინანსებით ჩვენს კლინიკაში შეგიძლიათ ჩაიტაროთ უფასო გამოკვლევები კიბოს პრევენციის პროგრამის ფარგლებში აქცია მიმდინარეობს ოთხი მიმართულებით და გრძელდება წლის ბოლომდე. 1. ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა 25-70 წლის ქალებში:ენდოკრინოლოგის კონსულტაცია; პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერითი გამოკვლევას და TSH ჰორმონზე ანალიზი, ბიოფსიური მასალის აღება და ციტოლოგიური შესწავლა. სიმსივნური დაავადების მონიტორინგს გამოვლენის შემთხვევაში.2. საშვილოსნოს ყელის გამოკვლევა 25-60 წლამდე ქალებში:PAP-ტესტი (საშვილოსნოს ყელის ნაცხის გამოკვლევა); პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში კოლპოსკოპია (საშვილოსნოს ყელის მიკროსკოპული დათვალიერება) და ჰისტომორფოლოგიური კვლევა. 3. პროსტატის ჯირკვლის გამოკვლევა 50-70 წლამდე მამაკაცებში:PSA-ტესტი (პროსტატის სპეციფიკური ანტიგენის განსაზღვრა სისხლის ანალიზით)აღსანიშნავია, რომ სურვილის შემთხვევაში, კლინიკა გთავაზობთ უროლოგის უფასო კონსულტაციას. 4. მსხვილი ნაწლავის გამოკვლევა 50-70 წლამდე ქალებსა და მამაკაცებში:FOBT ტესტს (განავლის ტესტი ფარულ სისხლდენაზე); პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში კოლონოსკოპია (მსხვილი ნაწლავის ენდო-ვიდეო დათვალიერება) ბიოფსია და ჰისტომორფოლოგიური კვლევა.მსგავსი უფასო აქცია ხორციელდება სხვა ქალაქებსა და რეგიონებშიც. ამისათვის დარეკეთ ეროვნულ სკრინინგ-ცენტრში 32 2203535.ჩვენს კლინიკაში კი გთხოვთ, დარეკოთ და ჩაეწეროთ 32 2 122 002 (მობილურიდან აკრიფეთ 032 2122002)მიღება ყოველდღე, კვირის გარდა 10-დან 17.00 საათამდე, შაბათს 10-13.00 საათამდე. მისამართი: თბილისი, საბურთალო, ა. პოლიტკოვსკაიას (ყოფ. ჯიქიას) ქ. 6გ.

  • ჩვენი კლინიკის უროლოგიურ განყოფილებაში ურთულესი და საკმაოდ მასშტაბური ოპერაცია ჩატარდა. შარდის ბუშტის ავთვისებიანი სიმსივნის ( pT4aN1M0,მე-4 სტადია) დიაგნოზით 65 წ. მამაკაცს რამდენიმე ორგანოს და ლიმფური კვანძების ამოკვეთა დასჭირდა. კერძოდ, ჩატარდა რადიკალური ცისტპროსტატექტომია, მარჯვენა მხრივი ნეფროქტომია, მცირე მენჯის და აორტის გასწვრივი ლიმფური კვანძების ამოკვეთა და მარცხენამხრივი ურეთეროკუტანეოსტომია. ოპერაციამ გართულების გარეშე ჩაიარა და პაციენტი სახლში გაეწერა. ოპერაციას უძღვებოდა კლინიკა ''კონსილიუმ მედულას'' უროლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი გიორგი ადეიშვილი.   ჩვენს კლინიკაში 20 წლის მამაკაცს სათესლე პარკის ავთვისებიანი სიმსივნის გამო ჩაუტარდა ორ ეტაპად ოპერაციული მკურნალობა. სიმსივნის მეტასტაზები გავრცელებული იყო რეტროპერიტონეულ ლიმფურკვანძებში. პირველ ეტაპზე  ჩატარდა ოპერაცია – ორხფუნიკულექტომია,  შემდგომ ეტაპზე შესრულდაოპერაცია – რეტროპერიტონეალური ლიმფადენექტომია, თირკმლის ვენის კიდითი რეზექცია და შარდსაწვეთის ზედა მესამედის რეზექცია სიმსივნის ინვაზიის გამო და ურეთერო–ურეთეროსტომია სტენტზე.ოპერაციას უძღვებოდა ჩვენი კლინიკის უროლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი  გიორგი ადეიშვილი.   

  • ჩვენი კლინიკის რევმატოლოგიურმა ცენტრმა პრეზენტაცია გამართა რუსთავის კლინიკა "ჰიგიას" კოლექტივისთვის (იგივე მეორე პოლიკლინიკა). "კონსილიუმ მედულას" დამფუძნებელმა დავით თაბაგარმა ისაუბრა კლინიკის მთავარ პრინციპებზე და პროფესიულ ღირებულბებზე, ახსნა საერთაშორისო სტანდარტით მიმდინარე კლინიკური კვლევების მნიშვნელობა მკურნალობის ხარისხის და ექიმთა პროფსიული ზრდისათვის. რევმატოლოგებმა ნინო კიპაროიძემ, ლანა ლაგვილავამ და ანა ჩოჩიამ კი წარმოადგინეს პრეზენტაცია GCP ანუ, კარგი კლინიკური პრაქტიკის საერთაშორისო წესების მიხედვით ჩვენს კლინიკაში უკვე მიმდინარე რევმატოლოგიური კვლევების შესახებ. "კონსილიუმ მედულასა" და "ჰიგიას" შორის უახლოეს მომავალში თანამშრომლობა იგეგმება. კერძოდ, წამყვანი სპეციალისტების მივლინება და ასევე, პროფესიული ტრენინგ-კურსების ჩატარება.

  • მსოფლიოს წამყვან კლინიკებში ბოლო ათწლეულების განმავლობაში ფართოდაა დანერგილი ენდო-ვიდეო ქირურგიული მკურნალობა, რაც დიდი განაკვეთის გარეშე ე.წ. „უსისხლო ოპერაციას“ გულისხმობს. ასეთი ოპერაციები ხასიათდება ნაკლები ქირურგიული ტრავმით და შესაძლებელს ხდის  პაციენტები მოკლე ვადაში გაეწერონ სტაციონარიდან.

  • ჩვენმა კლინიკამ შეიძინა და დანერგა ნეირომონიტორინგის აპარატი​, რომელიც მნიშვნელოვნად იცავს ნერვული ქსოვილის უსაფრთხოებას​ ქირურგიული ოპერაციების​ დროს​. ამ ეტაპზე აპარატი ფარისებრი და ყბაყურა ჯირკვლის ​ქირურგიული მკურნალობისას​ გამოიყენება და ცდომილი და შებრუნებული ნერვების უსაფრთხოებას უზურნველყოფს. კერძოდ, ქირურგიული ჩარევისას სამედიცინო შეცდომის​ას ნერვის დაზიანების თავიდანა საცილებლად​ აპარატი გამოსცემს სიგნალს, რომლის მიხედვით ქირურგი იღებს სწორ გადაწყვეტილებას, ისე გააგრძელოს ოპერაცია, რომ ​არ მოხდეს ნერვების პარეზი​, რომელსაც ხშირად მძიმე​ გართულებები​ მოყვება. ესენია:ხმის ტემბრის დაქვეითება, ყლაპვის და სუნთქვის ფუნქციის გაუარესება და სხვა. ნეირომონიტორინგის აპარატის გამოყენების ტრენინგი ჩვენს კლინიკაში ამერიკული კომპანია Inomed-ის წამყვანმა სპეციალისტმა იგორ კუპერმანმა ჩაატარა.

  • სამედიცინო სფეროში არსებულ პრობლემებს შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია საშუალო მედპერსონალის არასაკმარისი კვალიფიკაცია. საქართველოში მოქმედებს  საექთნო-საბაკალავრო პროგრამა, თუმცა  სწავლის მსურველთა სიმცირის გამო ჩვენს სამედიცინო ბაზარზე კვალიფიციური ექთნების მწვავე ნაკლებობაა.

  • ანთებითი პროცესის განვითარების მცირე რისკი: • ხელის ფუნქციის შენარჩუნება• ხანმოკლე დრენაჟი• პოსტოპერაციული თერაპიის უკეთესი შედეგი• ნაკლები პოსტოპერაციული ტკივილი• გადარჩენის მაღალი მაჩვენებელი• ხანმოკლე ჰოსპიტალიზაცია• ნაკლები ხარჯი• სწრაფი დაბრუნება აქტიურ ცხოვრებაში ეს არის ჩამონათვალი თორაკოსკოპიული ქირურგიით ფილტვის კიბოს ადრეულ სტადიაზე მკურნალობის უპირტესობებისა, რომლის შესახებ იტალიელმა ქირურგმა დოქტორმა პიერჯიორჯიო სოლიმ ჩვენს კლინიკაში ლექცია წაიკითხა. უკვე 4 წელი გავიდა, რაც პირველად საქართველოში “კონსილიუმ მედულას” წამყვანმა ქირურგმა დავით გიორგაძემ თორაკოსოპია ჩვენს კლინიკაში დანერგა და არაერთი წარმატებული ოპერაციაც შეასრულა.  ე.წ VATS (video assisted thoracoscopic surgery), ანუ თორაკოსკოპული ქირურგია ვიდეოს დახმარებით პირველად 1991 წელს, იტალიაში გაკეთდა და ბოლო 10 წლის მანძილზე შთამბეჭდავი ტექნოლოგიური წინსვლა განიცადა. გარდა ამისა, მნიშვნელოვნად დაიხვეწა ქირურგიული სტრატეგია, რამაც მცირეინვაზიური ჩარევა გულმკერდის არეში გახადა მოქნილი და გართულების შემთხვევაში რეაგირებისათვის სწრაფად ხელმისაწვდომი.

  • კლინიკა „კონსილიუმ მედულა“ ცნობილი მულტიპროფილური კლინიკაა, რომელმაც საქართველოში, კლინიკური ონკოლოგიის მიმართულებით საერთაშორისო სტანდარტები დაამკვიდრა.

  • ჩვენი კლინიკის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით თბილისის გარდა სხვა რეგიონების მოქალაქეებს ვთავაზობთ 40%-იან ფასდაკლებას იმ ოთხი მიმართულების კვლევაზე, რომელიც თბილისელებისათვის მერიის პროგრამის ფარგლებში უფასოდ მიმდინარეობს.   ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა 25-70 წლის ქალებში:ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერით გამოკვლევას, ენდოკრინოლოგის კონსულ-ტაცია, TSH ჰორმონზე ანალიზი, ბიოფსიური მასალის აღება და ციტოლოგიური შესწავლა. სიმსივნური დაავადების მონიტორინგი გამოვლენის შემთხვევაში. საშვილოსნოს ყელის გამოკვლევა 25-60 წლის ქალებში :PAP-ტესტი (საშვილოსნოს ყელის ნაცხის გამოკვლევა); პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში კოლპოსკოპია (საშვილოსნოს ყელის მიკროსკოპული დათვალიერება) და ჰისტომორფოლოგიური კვლევა. პროსტატის ჯირკვლის გამოკვლევა 50-70 წლამდე მამაკაცებში: PSA-ტესტს (პროსტატის სპეციფიკური ანტიგენის გამოკვლევა სისხლის ანალიზით)  კლინიკა, ასევე, გთავაზობთ უროლოგის უფასო კონსულტაციას. მსხვილი ნაწლავის გამოკვლევა 50-70 წლამდე ქალებსა და მამაკაცებში: FOBT ტესტი (ტესტი ფარულ სისხლდენაზე); პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში კოლონოსკოპია (მსხვილი ნაწლავის ენდო-ვიდეო დათვალიერება) ბიოფსია და ჰისტომორფოლოგიური კვლევა.     ჩვენი ქოლ-ცენტრის ნომერია 032 2 122 002 დარეკეთ ყოველდღე, კვირის გარდა 10-დან 17 საათამდე. შაბათს 10-13 საათამდე.

  • ''კონსილიუმ მედულა'' აგრძელებს ექთნების სამსახურის გაძლიერებას. მორიგი ტრენინგი ინფექციის კონტროლის თეორიული და პრაქტიკული კურსით დაიწყო. ახალ მეთოდებს საექთნო საქმეში მუდმივად ეცნობა ჩვენი კლინიკის როგორც ახალი, ისე ძველი პერსონალი.ექთნების კვალიფიკაცია მნიშვნელოვანია ''კონსილიუმ მედულას'' ეფექტიანი მუშაობისთვის.

  • ენდოვიდეო ქირურგიის სასწვლო ცენტრის დაფუძნების ფარგლებში ჩვენს კლინიკაში პირველი სასწავლო ონლაინ ტრანსლაცია გაიმართა.  იტალიის ქ. მოდენას კლინიკიდან, სადაც 83 წ. ქალს, ასწვრივი კოლინჯის სიმსივნით, ჩაუტარდა მარჯვენამხრივი ჰემიკოლექტომია რობოტის გამოყენებით. ოპერაციას იტალიაში უძღვებოდა დოქტორი მიქაელა პიკოლი. თბილისიდან კომენტარს აკეთებდა პროფესორი ჯანლუიჯი მელოტი.

  • ფილმში აღწერილია საქართველოში ერთ-ერთი პირველი და ინოვაციური, მრავალპროფილური კლინიკა ''კონსილიუმ მედულას'' მათავარი მიმართულებები და ძირითადი ღირებულებები.

Contact

Addres: Tbilisi, Politkovskaya str. 6g
Phone: +995 32 212 20 02
Fax: 32 230 45 04
Email: medconsilium@gmail.com

Map