შარდკენჭოვანი დაავადება

კონკრემენტი ანუ კენჭი შეიძლება კლასიფიცირდეს შემდეგი კრიტერიუმებით: ზომა, ლოკალიზაცია, რენტგენოლოგიური მახასიათებლები, ეთიოლოგია, მინეროლოგიური შემადგენლობა და  განმეორებითი კენჭების გაჩენის რისკის ხარისხის მიხედვით.

კენჭის ზომა იზომება მილიმეტრებში. არსებობს  <5 მმ, 5–10 მმ, 10–20 მმ, >20 მმ ზომის კენჭები.

იმის მიხედვით თუ რომელ ანატომიურ სტრუქტურებში მდებარეობს კონკრემენტი, არჩევენ: ზემო, შუა, ქვედა ფიალების, თირკმლის მენჯის, შარდსაწვეთის ზედა, შუა ან დისტალური(ქვედა) ნაწილის კონკრემენტს, შარდის ბუშტში ლოკალიზებული კენჭებს.

კონკრემენტის მინეროლოგიური შემადგენლობიდან გამომდინარე მათ შეიძლება ჰქონდეთ განსხვავებული რენტგენოლოგიური პარამეტრები:

  • რენტგენოკონტრასტული ( კალციუმის დიჰიდრატ ოქსალატის, კალციუმის მონოჰიდრატ ოქსალატის, კალციუმ ფოსფატის შემადგენლობით )
  • ცუდი რენტგენოკონტრასტულობა ( ამონიუმის და მაგნიუმის ფოსფატები, აპატიტები, ცისტინები )
  • რენტგენონეგატიური კონკრემენტები ( ამონიუმის ურატი, ქსანტინური, 2,8–დიჰიდროქსიადენინური, მედიკამენტოზური და შარდმჟავა კენჭები )

ეტიოლოგიის მიხედვით არსებობს ინფექციური ან არაინფექციური პროცესების დროს წარმოქმნილი კენჭები,  გენეტიკური დარღვევების შედეგად გაჩენილი  და ასევე  მედიკამენტების მიღების გამო  წარმოქმნილი :

არაინფექციური ( კალციუმის ოქსალატი, კალციუმის ფოსფატი, შარდმჟავა )

ინფექციური ( ამონიუმის და მაგნიუმის ფოსფატი, აპატიტი, ამონიუმის ურატები )

გენეტიკური მიზეზით ( ცისტინი, ქსანტინი, 2,8–დიჰიდროქსიადენინი )

მედიკამენტოზური, რომლის შედეგად ითარდება ორი სახეობის კონკრემენტები:

  • წარმოქმნილი პრეპარატის ნაერთების კრისტალიზაციით
  • წარმოქმნილი პრეპარატის გავლენის შედეგად განვითარებული ცვლილებებისგან შარდის შემადგენლობაში

აქტიური ნაერთები რომლებიც კრისტალიზირდება შარდში

                       ალოპურინოლი/ოქსიპურინოლი

                       ამოქსიცილინი/ამპიცილინი

                       ცეფტრიაქსონი

                       ციპროფლოქსაცინი

                       ეფედრინი

                       ინდინავირი

                       მაგნიუმის ტრისილიკატი

                       სულფონამიდი

                       ტრიამტერენი

შარდის შემადგენლობაე მოქმედი ნივთიერებები:

                        აცეტაზოლამიდი

                        ალოპურინოლი

                        ასკორბინის მჟავა

                        კალციუმი

                        ფუროსემიდი

                        მეტოქსიფლურანი

                         ვიტამინ D

 

მნიშვნელოვანია კონკრემენტების ზუსტი მინეროლოგიური შემადგენლობის განსაზღვრა, ვინაიდან  შემდგომი დიაგნოსტიკის და მკურნალობის ტაქტიკა ამაზე არის დამოკიდებული. აგრეთვე, ეს კვლევა გვაძლევს ინფორმაციას სავარაუდო მეტაბოლურ დარღვევებზე.  ძალიან ხშირად გვხდება კენჭები სხვადასხვა ქიმიური შემადგენლობით. ამ დროს უფრო მნიშვნელოვნად ითვლება ნივთიერება, რომელიც მეტადაა წარმოდგენილი კონკრემენტში. კონკრემენტის შემადგენლობის დადგენის ყველაზე მარტივი გზაა გამოძევებული კენჭის ანალიზი რენტგენული სხივების დიფრაქციის და ინფრაწითელი სპექტროსკოპიის მეთოდით ან სპეციალურ ლაბორატორიაში კენჭის მარილოვანი შემადგენლობის განსაზღვრა.

საყურადღებოა კენჭების შემდგომში გაჩენის რისკის ხარისხი და პროგნოზი. სტატისტიკურად დაახლოებით 50% პაციენტებში მთელი სიცოცხლის განმავლობაში აღინიშნება კონკრემენტის გაჩენის ერთი რეციდივი. რეციდივების დიდი რაოდენობა და სიხშირე აღინიშნება შარდკენჭოვანი დაავადების 10% შემთხვევებში.

კენჭის გაჩენის მაღალი რისკი:

ზოგადი ფაქტორები:

  • შარდკენჭოვანი დაავადების განვითარება ადრეულ ასაკში, განსაკუთრებულად ბავშვებში და მოზარდებში
  • შარდკენჭოვანი დაავადების ოჯახური ანამნეზი
  • ბრუშიტი კონკრემენტების შემადგენლობაში ( კალციუმის ჰიდროგენფოსფატი CaHPO4 * 2H2O )
  • ურატები და შარდმჟავა კონკრემენტების შემადგენლობაში
  • ინფექციური კონკრემენტები
  • ერთადერთი თირკმელი ( თავისთავად ეს ფაქტორი არ იწვევს კენჭის გაჩენის მაღალ რისკს, თუმცა ამ დროს დიდი მნიშვნელობა ენიჭება შესაძლო რეციდივის განვითარების პროფილაქტიკას )

დაავდებები დაკავშირებული შარდკენჭოვანი დაავადების განვითარებასთან:

  • ჰიპერპარათირეოიდოზი
  • ნეფროკალცინოზი
  • კუჭ–ნაწლავის ტრაქტის დაავადებები და პათოლოგიები ( იეუნოილეალური შემოვლითი ანასთომოზი, ნაწლავის რეზექცია, კრონის დაავადება, მალაბსორბცია )
  • სარკოიდოზი

შარდკენჭოვანი დაავადების გენეტიკური მიზეზები:

  • ცისტინურია ( ტიპი A, B, AB )
  • პირველადი ჰიპეროქსალურია
  • თირკმლის მილაკოვანი აციდოზი 1–ტიპი
  • 2,8––დიჰიდროქსიადენინი
  • ქსანტინურია
  • ლეშ–ნიქენის სინდრომი
  • მუკოვისციდოზი

ანატომიური და უროდინამიური დარღვევები:

  • მენჯ–შარდსაწვეთის ობსტრუქცია
  • ფიალის დივერტიკული ან კისტა
  • შარდსაწვეთის სტრიქტურა
  • შარდის ბუშტ–შარდსაწვეთ–თირკმელის რეფლუქსი
  • ნალისებური თირკმელი
  • ურეთეროცელე
  • შარდის ბუშტის ნეიროგენული დისფუნქცია
  • მედულარული ღრუბლისებური თირკმელი ( ტუბულარული ექტაზია )
  • მედიკამენტების მიღება რომლებიც ხელს უწყობს კონკრემენტების წარმოქმნაში

დიაგნოსტიკა:

ვიზუალიზაციური დიაგნოსტიკა:

საშარდე სისტემის ულტრაბგერითი კვლევა, მიმოხილვითი ექსკრეტორული   უროგრაფია ან კომპიუტერული ტომოგრაფია კონტრასტირებით.

ორსულებში:

პირველი რიგის ვიზუალიზაციური კვლევა (უპირატესობა მიენიჭოს) ულტრასონოგრაფიულ კვლევას, მეორე რიგის კვლევა მაგნიტურ–რეზონანსულ ტომოგრაფიას.

კონკრემენტის შემადგენლობის ანალიზი:

რენტგენული სხივების დიფრაქცია

                     ინფრაწითელი სპექტროსკოპია

                     კენჭის მარილოვანი შემადგენლობის განსაზღვრა.

ლაბორატორიული კვლევები:

შარდის საერთო ანალიზი ნალექის მიკროსკოპიული კვლევით, შარდის ბაქტერიოლოგიური კვლევა, სისხლის საერთო ანალიზი, კოაგულოგრამა, კრეატინინი, ელექტროლოტების განსაზღვრა.

მკურნალობა:

 თირკმლის ჭვალის შემთხვევაში დაუყოვნებლივ ხდება ტკივილის კუპირება.

პირველი ხაზის მედიკამენტები: არასტეროიდული, ანთების საწინააღმდეგო საშუალებები:  დიკლოფენაკი, ინდომეტაცინი, იბუპროფენი.

მეორე ხაზის მედიკამნტები: ჰიდრომორფინი, პენტაზოცინი, ტრამადოლი.

თირკმლის კოლიკის განმეორებითი შემთხვევების შესამცირებლად გამოიყენება: α-ბლოკატორები.

სეპტიურ პაციენტებში ობსტრუქციული კონკრემენტებით მოწოდებული მენჯ-ფიალოვანი სისტემის დაუყოვნებლივი ზედა საშარდე გზების დრენირება :

ტარდება  შარდსაწვეთის სტენტირება  ან პერკუტანეული ნეფროსტომია

მკურნალობა მიმართულია კენჭის მოცილებაზე და იქყება მხოლოდ  მხოლოდ ინფექციური პროცესის სრულად ალაგების შემდგომ.

დრენირების  შემდგომ კეთდება შარდი ბაქტერიოლოგიური ანალიზი ანტიბიოტიკების მგრძნობელობის განსაზღვრით.

ლაბორატორიული კვლევის შედეგების მიხედვით დაუყოვნებლივ ინიშნება ანტიბიოტიკოთერაპია, საჭიროებისამებრ  ინტენსიური თერაპიის სახითაც.

10 მმზე ნაკლები ზომის, პირველად დიაგნოსტირებული თირკმლის ფიალის უსიმპტომო კონკრემენტის არსებობისას  რომლის ზომაც 6 თვის განმავლობაში არ იცვლება, რეკომენდებულია  დაკვირვება დინამიკაში,  რეგულარული გამოკვლევებით.

დაკვირვებისას ასეთ პაციენტებში შესაძლებელია დაინიშნოს  შესაბამისი მედიკამენტოზური თერაპია კონკრემენტის გამოძევების გასაადვილებლად.

ლითოკინეტიკური თერაპია მიმართულია შარდსაწვეთის  გლუვი მუსკულატურის მოდუნებაზე   (მაგ. a-1 ადრენორეცეპტორებზე ზემოქმედების შედეგად ან კალციუმის არხების მაბლოკირებელი საშუალებებით(ნიფედიპინი)). 

პაციენტს  შარდკენჭოვანი დაავადების გამო მკურნალობა ენიშნება როდესაც აღინიშნება კონკრემენტის ზომაში ზრდა, ობსტრუქციის, ინფექციის, მწვავე ან ქრინიკული ტკივილის გაჩენისას, რომელიც არ ექვემდებარება მედიკამენტოზურ თერაპიას.

პერორალური ქემოლიზი:

გამატუტიანებელი პრეპარატის დოზა უნდა შერჩეულ იქნას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შარდის PH -ის გათვალისწინებით

შარდის PH უნდა გაიზომოს დღის განმავლობაში დროის ერთნაირ მონაკვეთებში. აგრეთვე უნდა გაიზომოს დილის შარდის PH.

პაციენტს მკაფიოდ უნდა აეხსნას სიზუსტის აუცილებლობა.

 

თირკმლის მენჯის  და  ფიალების კონკრემენტების მკურნალობის ალგორითმი კონკრემენტების ზომის  მიხედვით:

 

                                                                   პერკუტანეული ნეფროლითოტომია

                                                                   დისტანციური ტალღოვანი  ლითოტრიფსია           

20 მმ–ზე მეტი    ----------------->           ურეთერორენოსკოპია

                                                                     ლაპაროსკოპიული ნეფროლითოტომია

 

                                                                     დისტანციური ტალღოვანი ლითოტრიფსია

10 – 20 მმ        ------------------->            პერკუტანეული ნეფროლითოტომია

                                                                     ურეთერორენოსკოპია

 

                                                                     დისტანციური  ტალღოვანი ლითოტრიფსია

10 მმ–ზე ნაკლები -------------->             ურეთერორენოსკოპია

                                                                     პერკუტანეული ნეფროლითოტომია

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი: ქ. თბილისი, პოლიტკოვსკაიას 6გ
ტელეფონი: +995 32 212 20 02
ფაქსი: 32 230 45 04
ელ ფოსტა: medconsilium@gmail.com

რუკა