დისტანციური დარტყმით-ტალღოვანი ლითოტრიფსია

უროლოგიური განყოფილება გთავაზობთ თირკმლის კენჭოვანი დაავადების მკურნალობას უახლესი მეთოდით. ეს არის დისტანციური დარტყმითი ლითოტრიფსია, რომელიც კეთდება ვიზუალური კონტროლის ქვეშ და საშუალოდ 1 სააათი გრძელდება. პროცედურა არის არაინვაზიური, ნაკლებტრავმატული, ფაქტობრივად უმტკივნეულო, მაღალეფექტური (ეფექტურობა აღწევს 97%) და არ საჭიროებს სტაციონარში განტავსებას, რადგან პაციენტი პროცედურიდან 1-2 საათში მიდის სახლში.

ჩვენებები

პროცედურის ჩატარების ჩვენებებია 0,5-დან 2,5 სანტიმეტრამდე კენჭოვანი წარმონაქმნები და თირკმლის კოლიკა (ჭვალი) გამოწვეული ასევე კენჭის არსებობით.

პაციენტის  მომზადება

პროცედურის წინ პაციენტი სპეციალურ მომზადებას არ საჭიროებს. ანთებითი პროცესების არსებობისას პროცედურის წინ ტარდებაანტიბიოტიკოთერაპია, ინფუზიური თერაპია, პაციენტს აძლევენ ვიტამინებსა და იმ პრეპარატებს, რომლებიც თირკმელში სისხლისმიკროცირკულაციას აუმჯობესებს. ეს იძლევა თირკმლის მომზადების საშუალებას, ამცირებს გართულებათა ალბათობას, აჩქარებსრეაბილიტაციას. საჭიროების შემთხვევაში პაციენტს უტარდება შარდსაწვეთის სტენტირება.

დისტანციურ ლითოტრიფსიას აქვს სხვადასხვა ტიპის უკუჩვენებები:

ტექნიკური: ურატული კენჭები, ხერხემლის, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დეფორმაციები, მე 3–4  ხარისხის სიმსუქნე.

ზოგადსომატური: კოაგულოპათიები, ანტიკოაგულანტების მიღება, მენსტრუაცია, ნებისმიერი მწვავე  ჩირქოვანი და ანთებითიპროცესის დროს, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პათოლოგია გამწვავების პერიოდში, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პათოლოგია გამწვავებისპერიოდში, გულის ფუნქციის დარღვევები (მოციმციმე არითმია, რითმის ხელოვნური მარეგულირებელი, გულ-ფილტვისუკმარისობა), სხვა თანმხლები დაავადება დეკომპენსირებულ სტადიაში, ორსულობა.

უროლოგიური: თირკმლის სიმსივნე და თირკმლის კავერნოზული ტუბერკულოზი, საშარდე გზების მწვავე ინფექციური პროცესი, თირკმელების ფუნქციის 50%-ზე მეტით დაქვეითება.

პროცედურის შესაძლო გართულებები:

  • თირკმლის ჰემატომა
  • ჰემატურია
  • შარდგამომყოფი გზების ობსტრუქცია
  • გახშირებული შარდვა
  • ტკივილი და წვა შარდვისას

პროცედურის შემდგომი რეაბილიტაცია:

  • სპაზმოლიტიკი, ანალგეტიკი
  • ანტიბიოტიკი
  • სითხეების ჭარბად მიღება

გისურვებთ ჯანმრთელობას!

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი: ქ. თბილისი, პოლიტკოვსკაიას 6გ
ტელეფონი: +995 32 212 20 02
ფაქსი: 32 230 45 04
ელ ფოსტა: medconsilium@gmail.com

რუკა