ნაადრევი ეაკულაცია

ნაადრევი ეაკულაცია ეს არის მამაკაცის სექსუალური ფუნქციის საკმაოდ გავრცელებული დარღვევა. პაციენტები ხშირად თავს არიდებენ ექიმებთან ამ თემაზე საუბარს. ნაადრევი ეაკულაცია, როგორც ტაბუდადებული თემა, იშვიათად არის სპეციალისტების კვალიფიციური მიდგომის საგანი. ამ ფაქტორების ერთობლიობა სწორი დიაგნოზის და მკურნალობის ალბათობას მნიშვნელოვნად ამცირებდა. ჩვენს კლინიკაში დანერგილია ამ პრობლემასთან გამკლავების უახლესი და ეფექტიანი მეთოდები.

განსაზღვრება და კლასიფიკაცია

ნაადრევად მიიჩნევა ეაკულაცია როდესაც, სპერმის გამოყოფა ხდება სწრაფად (სქესობრივი აქტის დაწყებამდე ან დაწყებიდან 2 წთ-მდე), ასევე, მამაკაცის ნების საწინააღმდეგოდ. ეს ყველაფერი იწვევს შფოთვას, თვითშეფასების დაქვეითებას და სქესობრივი კავშირისგან თავის არიდებას. ნაადრევი ეაკულაცია არსებობს თანდაყოლილი (სქესობრივი ცხოვრების დაწყებისთანავე) ან შემდგომ შეძენილი, რომელიც ვითარდება თანდათანობით ან უეცრად.

დიაგნოსტიკა

დიაგნოსტიკა დამოკიდებულია სამედიცინო და სექსუალურ ანამნეზზე. სპეციალური კითხვარების საშუალებით ფასდება ნაადრევი ეაკულაციის განმაპირობებელი ფაქტორები:

  • თანდაყოლილი ან შეძენილი
  • დრო ეაკულაციამდე
  • ეაკულაციის კონტროლი
  • სტრესი
  • პარტნიორთან ურთიერთობის სირთულეები

ნაადრევი ეაკულაციის გამომწვევი დაავადებები:

  • ერექციული დისფუნქცია
  • სასქესო ორგანოს გამრუდება ერექციის დროს
  • სასქესო ორგანოს მოკლე ლაგამი
  • პროსტატიტი
  • ურეთრიტი
  • ბალანოპოსტიტი

 მკურნალობა

ნაადრევი ეაკულაციის მკურნალობა გულისხმობს შემდეგ მეთოდებს:

  • ფსიქოლოგიური და ქცევითი თერაპია
  • მედიკამენტოზური თერაპია- სისტემური და ადგილობრივი
  • ქირურგიული მკურნალობა

 

 

 

   

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი: ქ. თბილისი, პოლიტკოვსკაიას 6გ
ტელეფონი: +995 32 212 20 02
ფაქსი: 32 230 45 04
ელ ფოსტა: medconsilium@gmail.com

რუკა