წინამდებარე ჯირკვლის (პროსტატის) კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია

წინამდებარე ჯირკვლის (პროსტატის) კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია, ცნობილია აგრეთვე როგორც პროსტატის ადენომა.

ჩვენი კლინიკის უროლოგიურ განყოფილებაში პროსტატის ადენომას თანამედროვე აპარატურით და მეთოდოლოგიით იკვლევენ და მკურნალობენ. პაციენტის ინდივიდუალური მდგომარობიდან გამომდინარე მივმართავთ როგორც მედიკამენტოზურ, ისე ქირურგიულ მეთოდს.  მკურნალობის ტაქტიკა დამოკიდებულია შარდვის დარღვევის ხარისხზე და კვლევის შედეგებზე. 

                          

დაავადების მკურნალობა

მკურნალობის ტაქტიკა დამოკიდებულია შარდვის დარღვევის ხარისხზე, ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევის შედეგზე. მაგალითად, სუსტად გამოხატული სიმპტომებისას მდგომარეობის გამოსწორება ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვითაც არის შესაძლებელი. მნიშვნელოვანია ექიმის რეგულარული მეთვალყურეობა. საშუალოდ და მკვეთრად გამოხატული სიმპტომების დროს კი მკურნალობის პირველი ეტაპი არის მედიკამენტოზური თერაპია. 

პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის ქირურგიულ მკურნალობა საჭიროა მედიკამეტოზური თერაპიის არაეფექტურობის, ან პაციენტის სურვილის შემთხვევაში.  კლინიკა ‘’კონსილიუმ მედულაში’’ ოპერაცია კეთდება როგორც ენდოსკოპიური-საშარდე მილიდან, განაკვეთის გარეშე, ასევე ღია წესით, გამომდინარე ადენომის მოცულობიდან. ჩვენთვის პრიორიტეტულია პაციენტის სურვილი და არჩევანი მკურნალობის დაგეგმვის პროცესში.

რა არის პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია?

პროსტატის ჰიპერპლაზია, ანუ ადენომა კეთილთვისებიანი დაავადებაა, რომელიც  წინამდებარე ჯირკვლის მოცულობის ზრდით გამოიხატება.  ეს გახლავთ მამაკაცებში ყველზე უფრო გავრცელებული და ასაკთან ერთად პროგრესირებადი დაავადება.  სტატისტიკის მიხედვით 60 წლის ასაკში მამაკაცების 60 % აქვს პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია, მათგან 40% აწუხებს შარდვის  დარღვევა, ხოლო 80 წლის ასაკში 10 დან 9 მამაკაცი  დაავადებულია პროსტატის ადენომით.

დაავადების განვითარების მექანიზმი

პროსტატის ზრდა უპირატესად ხდება ეგრეთწოდებულ გარდამავალ ზონაში, რომელიც გარს ერტყმის საშარდე მილს. ამის გამო საშარდე მილის სანათური ვიწროვდება და შარდვა ძნელდება. ასეთი დარღვევა მოქმედებს შარდის ბუშტის ფუნქციაზე და დროთა განმავლობაში საგრძნობლად ასუსტებს მისი კუმშვადობის უნარს, რის გამოც ჩნდება ნარჩენი შარდი.

დაავადების სიმპტომები

- გახშირებული და გაძნელებული შარდვა ვიწრო და დუნე შარდის ნაკადით.

- წყვეტილი შარდვა, მოშარდვის შემდეგ შარდის ბუშტის არასრულად დაცლის შეგრძნება, მოშარდვის დასრულების  შემდეგ შარდის წვეთებად გამოყოფა.

- შარდვის მკვეთრად გამოხატული სურვილი და არასათანადო  რაოდენობით შარდის გამოყოფა.

- ღამით ხშირი (1-ზე მეტად) შარდვა.

როგორ ხდება პროსტატის ადენომის დიაგნოსტიკა?

- დაავადების დიაგნოსტიკა იწყება სამედიცინო ანამნეზის შეგროვებით.

- ივსება შარდვის სიმპტომების შესაფასებელი საერთაშორისო კითხვარი.

- ტარდება პროსტატის დიგიტალურ-რექტალური გამოკვლევა.

- სრულდება პროსტატის ტრანსრექტალური ექოსკოპია, აგრეთვე თირკმელების და შარდის ბუშტის ექოსკოპია ნარჩენი შარდის განსაზღვრით.

- ლაბორატორიული დიაგნოსტიკა: შარდის და  სისხლის საერთო ანალიზი, კრეატინინის დონის განსაზღვრა სისხლში, საერთო პროსტატ-სპეციფიური ანტიგენის განსაზღვრა სისხლში.

- შარდის ნაკადის შეფასება უროფლოუმეტრიის საშუალებით.

აღსანიშნავია, რომ საჭიროების შემთხვევაში ინვაზიაური პროცედურები ჩვენს კლინიკაში ტარდება ადგილობრივი ანესთეზიით.

დაავადების შესაძლო გართულებები

პროსტატის ადენომის დროული გამოვლენა პირველადი სიმპტომებისთანავე თავიდან აგარიდებთ შემდგომ გართულებებს:

- შარდის მწვავე შეკავება, რასაც სჭირდება შარდის ბუშტის კათეტერიზაცია ან შარდის ბუშტის ოპერაციული დრენირება-ცისტოსტომია.

- შარდში სისხლის გამოჩენა.

- შარდის ბუშტის ატონია, ნარჩენი შარდის დაგროვებით.

- შარდის ბუშტში კენჭების გაჩენა.

 

 

 

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი: ქ. თბილისი, პოლიტკოვსკაიას 6გ
ტელეფონი: +995 32 212 20 02
ფაქსი: 32 230 45 04
ელ ფოსტა: medconsilium@gmail.com

რუკა