უროფლოუმეტრია

უროფლოუმეტრია ანუ, შარდის ნაკადის განსაზღვრა დიაგნოსტიკური პროცედურაა, რომელიც საშუალებას იძლევა შევაფასოთ შარდვის აქტი. კერძოდ, შარდის მოცულობა, შარდის ნაკადის სიჩქარე, მოშარდვის ხანგრძლივობა და ქვედა საშარდე გზების ფუქციონალური მდგომარეობა. პროცედურის შედეგებს თანაბარი მნიშვნელობა აქვს როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში. უროფლოუმეტრიის ჩატარების საბაბი არის შარდის აქტის დარღვევა:

  • გახშირებული, გაძნელებული, მტკივნეული შარდვა;
  • მოშარდვის შემდეგ დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება;
  • შარდის ბუშტის დაუცლელობის შეგრძნება;
  • წყვეტილი შარდვა;
  • ღამით შარდვა.

შარდვის აქტის დარღვევის ძირითადი მიზეზებია ქვედა საშარდე გზების დაავადებები-შარდის ბუშტის, საშარდე მილის და პროსტატის პათოლოგიები.  უროლოგის კონსულტაციის შემდეგ უროფლოუმეტრიის ჩატარებისთვის პაციენტმა რამდენიმე საათით ადრე უნდა შეივსოს შარდის ბუშტი.  სპეციალურ აპარატში მოშარდავის შემდგომ კი პაციენტს ეძლევა დასკვნა, სადაც მოცემულია შარდვის აქტის გრაფიკული ანალიზი. ეს არის ობიექტური მონაცემი ზუსტი დიაგნოსტირებისათვის. 

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი: ქ. თბილისი, პოლიტკოვსკაიას 6გ
ტელეფონი: +995 32 212 20 02
ფაქსი: 32 230 45 04
ელ ფოსტა: medconsilium@gmail.com

რუკა