პროსტატიტი

პროსტატიტი, ანუ წინამდებარე ჯირკვლის ანთება მამაკაცებს ნებისმიერ ასაკში შეიძლება განუვითარდეთ. მიუხედავად გავრცებული მოსაზრებისა პროსტატიტი დროული დიაგნოსტირებისა და სწორი მკურნალობის შედეგად სრულად განკურნებადი დაავადებაა. არსებობს მწვავე და ქრონიკული პროსტატიტი.   ქრონიკულად ითვლება ისეთი პროსტატიტი რომლის სიმპტომები 3 თვეზე მეტ ხანს გრძელდება.

ეს სიმპტომებია:

  • შარდვის აქტის დარღვევა რაც გამოიხატება ხშირი, გაძნელებული და მტკივნეული შარდვით.
  • ტკივილი შორისის მიდამოში, საზარდულის არეში, მუცლის ქვემო და გავის არეებში.
  • მწვავე პროსტატიტი ხასიათდება სხეულის ტემპერატურის მომატებით, ასევე ციებ-ცხელებით, საერთო სისუსტით და ზოგადი ინტოქსიკაციით. 

პროსტატიტის დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტად მიიჩნევა სამ ულუფიანი შარდის სინჯი პროსტატის სეკრეტის მიკროსკოპიული კვლევით. ასევე, შესაძლებელია დიაგნოსტიკისთვის გამოვიყენოთ სპერმის ანალიზი. ინსტრუმენტული მეთოდებიდან აუცილებელია ჩატარდეს პროსტატის ტრანსრექტალური ექოსკოპია.

პროსტატიტის მკურნალობის თანამედროვე სტანდარტი ანტიბაქტერიულ თერაპიას ეფუძნება. ანტიბიოტიკების არჩევა და მისი ხანგრძლივობა დამოკიდებულია ლაბორატორიული კვლევის შედეგებსა და ანთებითი პროცესის ხანგრძლივობაზე.

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი: ქ. თბილისი, პოლიტკოვსკაიას 6გ
ტელეფონი: +995 32 212 20 02
ფაქსი: 32 230 45 04
ელ ფოსტა: medconsilium@gmail.com

რუკა