ურეთრიტი

ურეთრიტი არის საშარდე მილის ანთება, რომელიც მილის ლორწოვანში მიკრობიოლოგიური აგენტის შეღწევითაა გამოწვეული. დაავადების გამომწვევი ფაქტორის მიხედვით ურეთრიტი არსებობს გონოკოკური ან არაგონოკოკური. ურეთრიტის გამომწვევი აგენტებიდან ყველაზე ხშირია - ქლამიდია, მიკოპლაზმა, ურეოპლაზმა, ტრიქომონა, გონორეა. ამ მიკროორგანიზმების გადაცემა ძირითადად სქესობრივი გზით ხდება. დაავადება კლინიკურად მტკივნეული შარდვით ხასიათდება, შეიმჩნევა ლორწოვანი ან ჩირქოვანი გამონადენი საშარდე მილიდან.  თუმცა, ურეთრალური ინფექცია შესაძლებელია მიმდინარეობდეს უსიმპტომოდაც.

ურეთრიტის დიაგნოსტიკა ემყარება აღებული ნაცხის მიკროსკოპული მონაცემების შედეგებს და ასევე გამომწვევის დასადგენად აუცილებელია პოლიმერაზა ჯაჭვური რექციის (PCR) მეთოდი. მკურნალობა ანტიბაქტერიული პრეპარატებით (ანტიბიოტიკი) ხდება. მკურნალობის სახე და ხანგრძლივობა დამოკიდებულია გამომწვევის ტიპსა და ანთებითი პროცესის ხარისხზე. მნიშვნელოვანია, რომ მკურნალობა ასევე აუცილებლად ჩაუტარდეს სქესობრივ პარტნიორსაც. მკურნალობის დაწყებიდან 7 დღის განმავლობაში რეკომენდებულია სქესობრივი აქტისგან თავის შეკავება. საკონტროლო გამოკვლევები პაციენტს და მის სქესობრივ პარტნიორს უნდა ჩაუტარდეთ მკურნალობის დასრულებიდან 1 თვის შემდეგ, რათა დადგინდეს გამომწვევი მიზეზის სრული გაქრობა. 

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი: ქ. თბილისი, პოლიტკოვსკაიას 6გ
ტელეფონი: +995 32 212 20 02
ფაქსი: 32 230 45 04
ელ ფოსტა: medconsilium@gmail.com

რუკა