ვარიკოცელე

ვარიკოცელე სათესლე ბაგირაკის ვენების გაგანიერებაა, რომელიც როგორც წესი მარცხენა მხარეს ვლინდება, თუმცა ზოგჯერ გვხვდება მარჯვენა ან ორმხრივი ვარიკოცელე.  მარცხენა გამოვლინება განპირობებულია იმით, რომ სათესლე ვენა თირკმლის ვენას სწორი კუთხით უერთდება. ვარიკოცელე იწვევს სათესლე ჯირკვლის ზრდის და განვითარების შეფერხებას, ტკივილსა და დისკომფორტს სათესლე ჯირკვლის არეში, მამაკაცის უშვილობას, ჰიპოგონადიზმს (მამაკაცის ჰორმონების დეფიციტი); ვარიკოცელეს სუბკლინიკური ფორმაა, როდესაც გაფართოებული ვენები არც ისინჯება და არც ჩანს მშვიდ მდგომარეობაში და დახველების დროს, არამედ მისი გამოვლინება მხოლოდ ულტრაბგერითი დოპლეროგრაფიით ხდება. სამი სახის ვარიკოცელე არსებობს:

  • პირველი ხარისხი: გაფართოებული ვენები ისინჯება მხოლოდ დახველების დროს;
  • მეორე ხარისხი: გაფართოებული ვენები ისინჯება, მაგრამ არ ჩანს;
  • მესამე ხარისხი: გაფართოებული ვენები ისინჯება და ჩანს მოსვენებით მდგომარეობაში;

მამაკაცების 25%-ს, რომელთაც აღენიშნებათ დარღვევები სპერმის ანალიზში ხშირად აქვთ ვარიკოცელე. ბოლო მონაცემებით, ვარიკოცელეს გამო ოპერაციული მკურნალობის შემდეგ სპერმის ანალიზის მაჩვენებლები ნორმალიზდება. ვარიკოცელეს მკურნალობა მხოლოდ ოპერაციული ჩარევით ხდება. მიკრო ქირურგიული ვარიკოცელექტომია (მარმარის ოპერაცია) მკურნალობის ოქროს სტანდარტად ითვლება. ეს მეთოდი მაღალი ეფექტურობით გამოირჩევა და პოსტოპერაციული გართულების მინიმალური რისკი აღენიშნება.

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი: ქ. თბილისი, პოლიტკოვსკაიას 6გ
ტელეფონი: +995 32 212 20 02
ფაქსი: 32 230 45 04
ელ ფოსტა: medconsilium@gmail.com

რუკა