
უროლოგია
გიორგი ადეიშვილი - უროლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი.
უროლოგები:
კარინა ბუცხრიკიძე - უროგინეკოლოგი.
კიმოთე მოდებაძე-უროლოგი
თამაზ ლორდელი - უროლოგი.
ელგუჯა ნანობაშვილი - უმცროსი ექიმი უროლოგი.
კლინიკა „მედულა“-ს უროლოგიურ განყოფილებაში ტარდება უროლოგიური, უროგინეკოლოგიური და ონკოუროლოგიური პაციენტების დიაგნოსტიკა და მკურნალობა უახლესი მეთოდების გამოყენებით.
ჩვენი კლინიკური პრაქტიკის მთავარი პრინციპებია:
- მაღალეფექტურობა;
- ევროპისა და აგრეთვე, სხვა წამყვანი ქვეყნების სამედიცინო გაიდლაინებით ხელმძღვანელობა;
- ინდივიდუალური მიდგომა და კლინიკის კონსილიუმის, როგორც პაციენტის მართვის ძირითადი პრინციპის გამოყენება.
ჩვენი კლინიკის უროლოგიის განყოფილების პრიორიტეტული მიმართულებებია:
- შარდ-სასქესო სისტემის ანთებითი დაავადებების დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა (პროსტატიტი, ცისტიტი, ბალანიტი, ურეთრიტი, პიელონეფრიტი, ორქიტი);
- უროგენიტალური ინფექციების დიაგნოსტიკა და მათი კომპლექსური მკურნალობა (ქლამიდიოზი, ტრიქომონიაზი, ურეაპლაზმოზი, მიკოპლაზმოზი, კანდიდოზი);
- ერექციული დისფუნქციის დიაგნოსტიკა და მკურნალობა მამაკაცებში (ნაადრევი ეაკულაცია). სექსუალური დისფუნქციის მკურნალობა მამაკაცებში და ქალებში.
- მამაკაცის უნაყოფობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა ამბულატორიულ პირობებში;
- შარდ-კენჭოვანი დაავადების პროფილაქტიკა, დიაგნოსტიკა და მკურნალობა(დისტანციური დარტყმით-ტალღოვანი ლითოტრიფსია)
- კომპლექსური მეთოდიკის გამოყენება ქრონიკული პროსტატიტის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შემთხვევაში;
- უნებლიე შარდვის პრობლემის მკურნალობა;
- ნეიროგენული შარდის ბუშტი;
- პროსტატის ადენომის სრულფასოვანი დიაგნოსტიკა და მკურნალობა.
- თანამედროვე სტანდარტის უროლოგიური ოპერაციები;
- ონკოუროლოგიური დაავადებების დროული და სრული დიაგნოსტიკა, მკურნალობის სათანადო გეგმის შერჩევა და მისი სრულყოფილად ჩატარება;
- ვარიკოცელე.
კლინიკის უროლოგიურ განყოფილებაში ხორციელდება შემდეგი სახის გამოკვლევები და მანიპულაციები:
- შარდის და სისხლის (ბიოქიმიური) ანალიზები;
- PSA-ის დონის განსაზღვრა სისხლში;
- ცისტოსკოპია;
- ურეთროსკოპია;
- პროსტატის (წინამდებარე ჯირკვლის) ბიოფსია;
- შარდ-სასქესო ორგანოების ულტრაბგერითი გამოკვლევა;
- უროფლოუმეტრია;
- ფიზიოთერაპია;
- შარდ-სასქესო ორგანოების რენტგენოლოგიური და კომპიუტერული გამოკვლევა;
კლინიკა „მედულა“-ს უროლოგიის განყოფილება გისურვებთ ჯანმრთელობას.