ქირურგია

კლინიკური მიმართულების ხელმძღვანელი: დავით გიორგაძე

ქირურგიული განყოფილების გამგე: სოსო სანიკიძე

ქირურგები:

კლინიკა „კონსილიუმ მედულაში“ ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა ქირურგია.

კლინიკაში ხორციელდება ნებისმიერი სირთულის ოპერაციები, როგორც ონკოლოგიურ პაციენტებზე, აგრეთვე ოპერაციები სხვა ქირურგიული პათოლოგიების დროს.

გარდა ტრადიციული მეთოდისა ოპერაციები ტარდება ენდოსკოპიური მეთოდით, ენდო-ვიდეო ტექნიკის გამოყენებით (ლაპაროსკოპია, ენდოსკოპია).

ჩვენი ქირურგიული განყოფილების განსაკუთრებული მიღწევაა თორაკოსკოპიული ოპერაციები გულმკერდის არეში. დავით გიორგაძე პირველია საქართველოში, ვინც წარმატებით დანერგა ფილტვის და შუასაყრის თორაკოსკოპია. 

ჩვენი ქირურგთა გუნდი გთავაზობთ შემდეგი სახის მომსახურეობას:

  • გულ-მკერდის ქირურგია (ფილტვების და შუასაყრის ორგანოების პათოლოგიები);
  • მუცლის ღრუს ქირურგია (კუჭის, ღვიძლის, ნაწლავების დაავადებები, თიაქარპლასტიკები);
  • ლაპაროსკოპიული და თორაკოსკოპიული ქირურგია ენდო-ვიდეოტექნიკის გამოყენებით;
  • ენდოკრინული ქირურგია (ოპერაციები ფარისებრ და თირკმელზედა ჯირკვალზე);
  • მამოლოგიური ოპერაციები (ოპერაციები სარძევე ჯირკვალზე);
  • რბილი ქსოვილების ქირურგია (კანის, ძვლების, ცხიმოვანი და კუნთოვანი ქსოვილების დაავადებები);
  • უროლოგიური ოპერაციები;
  • ენდოსკოპიური ოპერაციები (პოლიპექტომიები - ხორხიდან, კუჭიდან, ნაწლავიდან).

ქირურგიული ოპერაციები სრულდება უახლესი ტექნოლოგიებით და მსოფლიოში აღიარებული სამედიცინო სტანდარტებით.

კლინიკაში დანერგილია:

  • მუცლისა და გულმკერდის ღრუს, რეტროპერიტონეალური სივრცის ორგანოებისა და მოცულობითი წარმონაქმნების ბიოფსია;
  • ვენური პორტის ჩაყენება.

აღნიშნული მანიპულაციები ხორციელდება კომპიუტერული, ულტრაბგერითი და რენტგენოლოგიური კონტროლის თანხლებით.

 

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი: ქ. თბილისი, პოლიტკოვსკაიას 6გ
ტელეფონი: +995 32 230 45 02; +995 597 304 502
ფაქსი: 32 230 45 04
ელ ფოსტა: medconsilium@gmail.com

რუკა