საექთნო სამსახური

დონარა კინწურაშვილი - სამსახურის ხელმძღვანელი

თამარ სალია - საექთნო სკოლის ხელმძღვანელი

 ექთნები:

  • ნინო ყრინტაშვილი 
  • ლანა კერესელიძე 
  • ეკა ყიფიანი
  • ნინო რობაქიძე
  • მაია ბეგლარაშვილი

ჩვენს კლინიკაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა საექთნო სამსახურს. „კონსილიუმ მედულას” ექთნები დამოუკიდებელი, მაღალკვალიფიციური პროფესიონალები არიან, რომლებიც სრულფასოვნად მონაწილეობენ პაციენტის მკურნალობაში და  მოვლაში. ჩვენი ექთნების მოვალეობაა  დაავადების პროფილაქტიკა, ჯანმრთელობის შენარჩუნება და რეაბილიტაცია. სამსახურის ხარისხი განპირობებულია უწყვეტი განათლებისა და შემდგომი მონიტორიგის საშუალებით, რომელსაც კლინიკა “კონსილიუმ მედულა“ უზრუნველყოფს.

კლინკაში ფუნქციონირებს საექთნო სკოლა ორი პროგრამით:

  • ზოგადი საექთნო საქმე
  • ონკოლოგიური საექთნო საქმე

საექთნო სკოლა არის პროფესიული საგანმანათლებლო ბაზა, რომელიც ქმნის მოქმედი ექთნების რეგულარული გადამზადების და ასევე ახალი კადრების მომზადების პირობებს.  

მრავალპროფილური კლინიკა „კონსილიუმ მედულას“  საექთნო სამსახური ამავე დროს არის საქართველოს უნივერსიტეტის ჯანდაცვის სკოლის ბაზა. ონკოლოგიურ საექთნო საქმეში განათლებისთვის და გამოცდილების გაზიარებისთვის უნივერსიტეტის პედაგოგებთან ერთად ჩართულები არიან ჩვენი კლინიკის ექთნებიც. კურსებს ესწრებიან როგორც ქართველი, ისე უცხოელი სტუდენტები.

კლინიკაში  ექთნებისთვის მუდმივად ტარდება თეორიული და პრაქტიკული ტრენინგები.

ჩვენი კლინიკის ექთნები ასევე  მონაწილეობენ კლინიკურ კვლევებში როგორც კვლევის გუნდის, ისე ეთიკური კომისიის წევრების ფუნქციით.

 

 

შემოგვიერთდით

loading

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი: ქ. თბილისი, პოლიტკოვსკაიას 6გ
ტელეფონი: +995 32 230 45 02; +995 597 304 502
ფაქსი: 32 230 45 04
ელ ფოსტა: medconsilium@gmail.com

რუკა