კაპილაროსკოპია

კაპილაროსკოპია არის იაფი და ეფექტიანი კვლევის მეთოდი ისეთი გავრცელებული დაავადების მკურნალობისას, როგორიცა მიკროანგიოპათია.

მიკროაგიოპათია არის წვრილი სისხლძარღვების პათოლოგია, რომლის დროსაც ხდება კაპილარების კედლების გასქელება ან დათხელება და სისხლის მიმოქცევის დარღვევა, რასაც მოჰყვება კანისა, თირკმლის, თავის ტვინის და სხვა ორგანოების პათოლოგიები.

ფოტოზე წარმოდგენილია კაპილარების დათვალიერების მეთოდი, რომელიც არ საჭიროებს ჩარევას, ე.წ. in vivo მეთოდი. კაპილაროსკპიისას შეისწავლება ფრჩხილის ფალანგის ე.წ. ნუნის კაპილარული ქსელი. გამოკვლევა ტარდება მარტივად, სინათლის მიკროსკოპის 40-ზე მეტი დიოპტრით გადიდებით, რომლის საშუალებითაც ვიკვლევთ ეპონიქიას-ფრჩხილის ნუნის კაპილარების დისტალურ რიგს. ხედვის ველის უფრო გადიდებით (თანამედროვე კაპილაროსკოპით) უკვე შეიძლება მთლიანად ნუნის კაპილარული ქსელის შესწავლა.

რატომ შეისწავლება მიზანმიმართულად კაპილარების ეს ნაწილი? არჩევანი განაპირობა კაპილარების დამახასიათებელმა, მოხერხებულმა განლაგებამ სხეულის ამ უბანზე, რაც აიოლებს მიკროანგიოპათიის გამოვლენა-დიაგნოსტიკას. ასევე აღსანიშნავია მეთოდის დაბალი ფასი, რითაც მკვეთრად განსხვავდება მიკროანგიოპათიის შესწავლის სხვა დიაგნოსტიკური მეთოდებისგან.

კაპილაროსკოპის მიზანია მიკროანგიოპათიის ადრეული გამოვლენა და შესწავლა, რაც ასევე იძლევა დიფერენცირების შესაძლებლობას.  მაგალითად, მეორადი რეინოს სინდრომის დროს დამახასიათებელი ანგიოპათიის გამოხატული ცვლილება განსხვავდება იმ რევმატოლოგიური და არარევმატოლოგიური დაავადებების ჯგუფისაგან, რომელთაც ახლავს რეინოს სინდრომი (დიფუზური ეოზინოფილური ფასციიტი, ბუშკეს სკლერედემა, სკლერომიქსედემა, რევმატოიდული ართრიტი, სისტემური წითელი მგლურა, დერმატო-პოლიმიოზიტი, შარპის ს-მი და სხვა, რეინოს დაავადება) და რომელთაც არ ახასიათებთ მიკროანგიოპათიის ღრმა გამოვლენა ან საერთოდ არ არის დაზიანება.

კაპილაროსკოპით ადვილად და დროულად გამოვლენილი მიკროანგიოპათიისას შესაძლებელია ისეთი მძიმე დაავადების აღმოჩენა, როგორიცაა სისტემური სკლეროდერმია, ვისცერალური ორგანოების პათოლოგია და ზოგადად, განისაზღვროს დაავადებაზე კორეგირების საშუალება. კაპილაროსკოპიით და სპეციფიკური იმუნოლოგიური სტატუსის ერთდროული შესწავლით პაციენტი და მკურნალი ექიმი იოლად, იაფად და ეფექტურად აღწევენ სასურველ შედეგს.

 

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი: ქ. თბილისი, პოლიტკოვსკაიას 6გ
ტელეფონი: +995 32 212 20 02
ფაქსი: 32 230 45 04
ელ ფოსტა: medconsilium@gmail.com

რუკა