ანთების საწინააღმდეგო, არასტეროიდული პრეპარატების გამოყენება სახსრების დაავადების მკურნალობის დროს.

ძვალ-სახსროვანი სისტემის დაავადების ძირითადი სიმპტომი არის ტკივილი და ანთება. ხშირ შემთხვევაში ტკივილი ატარებს ქრონიკულ ხასიათს და ამის ხშირი მიზეზი არის სინოვიალურ    (შემაერთებელი ქსოვილის, ხრტილების და მყესებების) გარსებში ქრონიკული ანთებითი პროცესები. ხანგრძლივი ან გაუთავებელი ტკივილი და ანთება კი იწვევს, ხშირ შემთხვევებში,  სახსრების დაშლას და სხვადასხვა ხარისხით მათი ფუნქციების დაკარგვას.

ქრონიკული ტკივილის მიზეზის  დიაგნოსტიკა და მკურნალობა ითვლება ერთ-ერთ რთულ ამოცანად და მოითხოვს გამოცდილებას, კომპენტენციას და მრავალწლიან კომპლექსურ ანთების საწინააღმდეგო თერაპიას, რომლის ერთ-ერთი კომპონენტია არასტეროიდულიანთების საწინააღმდეგო პრეპარატები.

არასტეროიდული, ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები მიეკუთვნება ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ სამკურნალო საშუალებას, რომლებიც ფართოდ გამოიყენება კლინიკურ პრაქტიკაში. კარგად არის ცნობილი მათი მოქმედების მექანიზმები და დადებითი თვისებები-ანთების დათრგუნვა, ტკივილის კუპირება, სიცხის დაწევა. თუმცა, ასევე ხშირია მძიმე გვერდითი რეაქციებიც: გასრტოპათიები, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაზიანება, მიოკარდიუმის ინფარქტი, ინსულტი, სასახსრე ხრტილზე უარყოფითი გავლენა; ასევე, ღვიძლის და თირკმლის ფუნქციებზე უარყოფითი გავლენა, ბრონქული ასთმის და ბრონქების დაავადების მიმდინარეობის დამძიმება და სხვ. გასათვალისწინებელია პაციენტის ასაკიც და სხვა თანმხლები დაავადებების არსებობაც.

ჩვენს კლინიკაში გუნდური ანუ, კონსილიუმის გადაწყვეტილებით ხდება თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალური მკურნალობის კურსის  მიზანმიმართულად შერჩევა, რათა მაქსიმალურად შემცირდეს არასტეროიდული პრეპარატებით მკურნალობისას გამოწვეული გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი.

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი: ქ. თბილისი, პოლიტკოვსკაიას 6გ
ტელეფონი: +995 32 212 20 02
ფაქსი: 32 230 45 04
ელ ფოსტა: medconsilium@gmail.com

რუკა