კლინიკური კვლევა „სისტემური წითელი მგლურა“

ამჟამად კლინიკა „კონსილიუმ მედულაში“ მიმდინარეობს „სისტემური წითელი მგლურა’-ს სამი საერთაშორისო, სხვადასხვა ფაზის კლინიკური კვლევა. კვლევაში მონაწილე პაციენტებს ვთავაზობთ თანამედროვე, საერთაშორისო  კლინიკური სტანდარტებით შედგენილი უახლესი მკურნალობის სქემებს-ოქროს სტანდარტს.  გარდა ამისა, ამ კვლევებში ჩართულ ყველა პაციენტს საშუალება ეძლევა უფასოდ მიიღოს თანამედროვე მედიკამენტები, ექიმის მუდმივი მონიტორინგი და გამოკვლევების  სრული პაკეტი. კვლევის ფარგლებში მკურნალობა განკუთვნილია იმ პაციენტებისათვის, რომელთაც მიუხედავად მიმდინარე საბაზისო მკურნალობისა, მაინც აღენიშნებათ აქტიური კლინიკურ- ლაბორატორიული და იმუნოლოგიური დარღვევები: კანის, სახსრების, შინაგანი ორგანოების დაზიანება, მაღალი ედს, c რეაქტიული ცილა, ANA, ds-DNA და სხვა.

სისტემურ წითელ მგლურაზე კლინიკა „კონსილიუმ მედულაში“ 2011 წლიდან დღემდე ჩატარდა 7 საერთაშორისო კლინიკური კვლევა. კვლევაში მონაწილეობდნენ დაავადების  საშუალო და მაღალი აქტივობის მქონე პაციენტები, რომელთაც უკვე ჰქონდათ ჩატარებული სტანდარტული, ბაზისური თერაპია, ზოგ მათგანს  ჩატარებული ჰქონდა პულსთერაპია და პლაზმაფერეზი.

კვლევისას გამოყენებული იყო ახალი კლასის სამკურნალო პრეპარატი-მონო და პოლი-კლონალური ანტისხეულები, რომელებიც ეფექტიანად თრგუნავენ ან აქრობენ ანთებით ციტოკინებს. და ეს მას შემდეგ, რაც  ასეთი შედეგის მიღწევა ვერ მოხერხდა ე.წ. საბაზისო თერაპიით - ჰორმონი, ციტოსტატიკი, პლაზმაფერეზი, პულსთერაპია. აღსანიშნავია, რომ  მონო- და პოლი-კლონალური ანტისხეულებით მკურნალობის პარალელურად პაციენტები აგრძელებდნენ  ადრე დანიშნულ ბაზისურ თერაპიას,  ან ხდებოდა ამ თერაპიის კორექტირება. კლინიკური კვლევის შედეგად  პაციენტთა დიდ უმრავლესობაში კლინიკო-ლაბორატორიული გაუმჯობესება მივიღეთ. ამჟამად ზოგიერთი ფაზის კლინიკურ კვლევაში გამოყენებული პრეპარატის   მაღალი ეფექტურობის გამო  გრძელდება  ახალი პაციენტების ჩართვა.

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი: ქ. თბილისი, პოლიტკოვსკაიას 6გ
ტელეფონი: +995 32 212 20 02
ფაქსი: 32 230 45 04
ელ ფოსტა: medconsilium@gmail.com

რუკა