ოსტეოპოროზი

ოსტეოპოროზი არის ძვლების დაავდება, რომელიც იწვევს ძვლების სტრუქტურის ცვლილებას, მასის და სიმკვრივის შემცირებას. ასეთ მდგომარეობაში იზრდება ხერხემლის, ბარძაყის ყელის, მცირე მენჯისა და მხრის სარტყლის ძვლების მოტეხილობის რისკი.

ოსტეოპოროზი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის WHO მონაცემებით ყოველი მე-3 ქალი და მე-5 მამაკაცი, 50 წლის ასაკის ზევით დაავადებულია ოსტეოპოროზით, რაც 200 მლნ-ზე მეტ ადამიანს შეაგდენს.

დენსიტომეტრიული კვლევების შედეგები ადასტურებს, რომ საქართველოში 40 წელს გადაცილებული ყოველი მე-3 ქალი და 50 წელს გადაცილებული ყოველი მე-5 მამაკაცი დაავადებულია ოსტეოპოროზით.

დაავადებას უმეტესად ჩუმი მიმდინარეობა ახასიათებს და ხშირად მოტეხილობის განვითარების შემდეგ ვლინდება. მოტეხილობას ბუნებრივია მოსდევს ტკივილი, მოძრაობის შეზღუდვა, ინვალიდობა და ზოგჯერ სიცოცხლისთვისთვის საშიშიცაა. ოსტეოპოროზის განსაკუთრებით მძიმე გამოვლინებაა ბარძაყის ძვლის მოტეხილობა; პაციენტთა 30,8%-35,1% ფარგლებში მოტეხილობის პირველივე წელს ლეტალური შედეგი დგება. გადარჩენილთაგან 78%-ს მოტეხილობიდან ერთი წლის და 65% -ს ორი წლის განმავლობაში ესაჭიროება მუდმივი მოვლა.

WHO-ს მიერ ჩატარებული კვლევების საფუძველზე დაასკვნეს, რომ ოსტეოპოროზი/ოსტეოპენიის ადრეულ ეტაპზე გამოვლენას შეუძლია მნიშვნელოვნად შეასუსტოს ოსტეოპოროზის შედეგები.

50 წელს გადაცილებულ ქალებში მნიშვნელოვნად მაღალია ძვლის ქსოვილის სწრაფი და გამოხატული განლევის რისკი; ისინი დგანან ოსტეოპოროზის განვითარების საფრთხის წინაშე. დღეისათვის ოსტეოპოროზით დაავადებული 4 პაციენტიდან მხოლოდ 1 შემთხვევაში ხდება დიაგნოზის დადგენა მოტეხილობის გამოვლენამდე.

ოსტეოპოროზის პროფილაქტიკა

  •  სხეულის ნორმალური მასის შენარჩუნება და ყოველდღიურად დაახლოებით 1000მგ. კალციუმის მიღება, ბავშვობიდან სიცოცხლის ბოლომდე
  •  მწეველობის მავნე ჩვევაზე უარი და ალკოჰოლის მოხმარების მნიშვლელოვნად შეზღუდვა
  •  ფიზიკური აქტივობა
  • გლუკოკორტიკოსტეროიდების დოზების მინიმუმამდე დაყვანა და ოსტეოპოროზის საპროფილაქტიკო საშუალებების მიღება ჰორმონით მკურნალობის შემთხვევაში
  •  კალციუმისა და D ვიტამინის ადეკვატური დოზებით მიღება

მკურნალობა

ჩვენს კლინიკაში თითოეული პაციენტისათვის მკურნალობის კურსის შერჩევა ხდება კონკრეტულ შემთხვევაში კლინიკური თავისებურებებისა და ინდივიდუალური უკუჩვენებების გათვალისწინებით, კონსილიუმის პრინციპის გამოყენებით. ექიმი ითვალისწინებს არა მარტო მედიკამენტის კლინიკურად დადასტურებულ ეფექტურობასა და კარგი ამტანობის მაჩვენებელს, არამედ წამლის მიღების მოხერხებულ რეჟიმს,  რადგან ამაზეა დამოკიდებული, რამდენად სტაბილურად მიიღებს პაციენტი პრეპარატს და შესაბამისად, როგორი იქნება მკურნალობის შედეგი (მოტეხილობის ალბათობის შემცირება).

სპეციფიკური მედიკამენტოზური თერაპია

ამჟამად გამოყოფენ  ეფექტური ანტიოსტეოპოროზული პრეპარატების რამოდენიმე კლასს. ამ პრეპარატებით მკურნალობა მნშვნელოვნად ზრდის ძვლის მინერალურ სიმკვრივეს და შესაბამისად, ამცირებს მოტეხილობის რისკს. მათ შორის ყველაზე მეტად გავრცელებულია ბისფოსფონატები, ესტროგენების სელექციური მოდულატორები, და სრულიად ახალი ოსტეოპოროზის სამკურნალო საშუალება - მონოკლონური ანტისხეული „დენუსუმაბი“. რომლის ინექცია აუცილებელია ჩატარდეს სტაციონარში, კვალიფიციური მედპერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ. ჩვენს კლინიკას აქვს უდიდესი გამოცდილება მონოკლონური ანტისხეულებით მკურნალობაში, რაც პაციენტების უსაფრთხოდ და ეფექტურად მკურნალობის გარანტიაა.

მკურნალობის ხანგრძლივობა

ოსტეოპოროზი ქრონიკული, პროგრესირებადი დაავადებაა, ამიტომაც იგი მოითხოვს ხანგრძლივ მკურნალობას. თანამედროვე რეკომენდაციებით სპეციფიური პრეპარატებით მკურნალობა 3-5 წელს გრძელდება. საბოლოოდ თერაპიული კურსის ხანგრძლივობას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი, რომელიც რეგულარულად აფასებს ძვლის მინერალურ სიმკვრივეს და პაციენტი იმყოფება მისი მეთვალყურეობის ქვეშ.

კალციუმის მოხმარების რეკომენდებული დღე-ღამური დოზები (ნორმაში) სხვადასხვა ასაკის პაციენტებში (FAO/WHO, 2002)

 

 

 

 

 

 

  "> 

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი: ქ. თბილისი, პოლიტკოვსკაიას 6გ
ტელეფონი: +995 32 212 20 02
ფაქსი: 32 230 45 04
ელ ფოსტა: medconsilium@gmail.com

რუკა