რევმატოლოგია

განყოფილების ხელმძღვანელი - ნინო კიპაროიძე

რევმატოლოგი - ლანა ლაგვილავა

რევმატოლოგი - ანა ჩოჩია

უმცროსი ექიმი - ფერიდე ოკუჯავა

რევმატოლოგიური განყოფილება მკურნალობს ძვალ-სახსროვანი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილის დაავადებებს.

განყოფილება ხელმძღვანელობს საერთაშორისო სტანდარტებით. მკურნალობაში ტრადიციულ მედიკამენტებთან ერთად დანერგილია დღეისათვის ყველაზე ეფექტიანი ბიოლოგიური მონოკლონური ანტისხეულებით მკურნალობა.

ჩვენი რევმატოლოგები ყოველ მტკივნეულ წერტილს მედიკამენტოზურად მკურნალობენ.  საჭიროების შემთხვევაში პაციენტს უტარდება  სამკურნალო მასაჟი და ვარჯიში.  ჩვენს კლინიკაში სახსარშიდა ინექციები ექოსკოპიის კონტროლის ქვეშ კეთდება. 

რევმატოლოგიური განყოფილება ასევე კონსილიუმის პრინციპით მუშაობს. რევმატოლოგიური პაციენტის მართვაში, საჭიროების შემთხვევაში, ჩართულია კლინიკის ნებისმიერი მიმართულების ექიმი.

აღსანიშნავია, რომ პაციენტის დიაგნოსტიკა და მკურნალობა  რევმატოლოგიური გუნდის მიერ ერთდროულად რამდენიმე სადიაგნოსტიკო პროცედურის გამოყენებით ხორციელდება; ობიექტური გასინჯვის პარალელურად გამოიყენება ექოსკოპიური გამოკვლევა და დაავადების  შეფასების გრაფიკული და ვიზუალური კითხვარები. 

ჩვენი კლინიკის რევმატოლოგიური განყოფილება ბოლო 8 წლის მანძილზე წარმატებით მონაწილეობს რამდენიმე მნიშვნელოვან საერთაშორისო კლინიკურ კვლევაში. კვლევის შედეგად მიღებული ცოდნა, გამოცდილება დაინერგა ჩვენი პაციენტების მკურნალობაში. ჩვენი რევმატოლოგები კვლავ აგრძელებენ საერთაშორისო დონეზე აღიარებული სიახლეების შესწავლას და დანერგავს.
 

  • ართროპათიები - ასაკობრივი და ტრავმული ართროზები
  • ტანდეგობის დარღვევები - სქოლიოზი, კიფოზი, სტატიკური ბრტყელი ტერფი და სხვა 
  • მეორადი ართროპათიები - ინფექციური, პოსტ-ინფექციური, ენდოკრინული დაავადების დროს, ასოცირებული სხვა არარევმატიულ დაავადებებთან 
  • სპონდილოპათიები  
  • რბილი ქსოვილების დაზიანებები - სინოვიალური გარსების და მყესების დაზიანებები
  • ოსტეოპათიები და ქონდროპათიები 
  • ძვლის სიმტკიცის და სტუქტურის დარღვევები (ოსტეოპოროზი) 
  • ვასკულიტები
  • შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაავადებები, რევმატოიდული ართრიტები
  • კაპილაროსკოპია

 რევმატოლოგიური განყოფილების 2015 წლის ანგარიში

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი: ქ. თბილისი, პოლიტკოვსკაიას 6გ
ტელეფონი: +995 32 212 20 02
ფაქსი: 32 230 45 04
ელ ფოსტა: medconsilium@gmail.com

რუკა