ძუძუს კიბო

ძუძუს კიბოს მკურნალობა ჩვენი კლინიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. საერთაშორისო კლინიკურ კვლევებში ჩართულობის მრავალწლიანი, წარმატებული გამოცდილება ძუძუს პრობლემების და განსაკუთრებით სიმსივნეების, სათანადოდ მკურნალობის ეფექტიანობას მნიშვნელოვნად ზრდის. კლინიკაში დანერგილი უახლესი ტექნოლოგიები და მეთოდები ძუძუს სიმსივნეების პრევენციის და ყოველმხრივი კვლევის და მკურნალობის საშუალებას იძლევა. 

რამდენადაც ცნობილია ძუძუს კიბო საწყის ეტაპზე უსიმპტომოდ ვითარდება. ამიტომ, აუცილებელია რეგულარულად მიმართოთ პროფილაქტიკურ მეთოდებს:

  • თვითგასინჯვა-დაავადებათა 30%-ის გამოვლენა სწორედ ამ მეთოდით ხდება
  • მამოლოგის კონსულტაცია-წელიწადში ერთხელ
  • მამოგრაფია
  • სარძევე ჯირკვლის ულტრაბგერითი გამოკვლევა.

თუ უკვე გაქვთ შემდეგი სიმპტომები:

  • სიმსივნური წარმონაქმნი სარძევე ჯირკვალში
  • მკერდის ასიმეტრია
  • დვრილის ნორმალური დგომის ცვლილება
  • ძუძუს კანის ფერის ცვლილება
  • პროფილაქტიკური სამედიცინო კვლევისას გამოვლინდა ძუძუს დაავადება

მიმართეთ  "კონსილიუმ მედულას" კლინიკური ონკოლოგიის განყოფილებას და მამოლოგს. პაციენტის ინტერესიდან გამომდინარე ჩვენთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ძუძუს დაავადებების კვლევისა და მკურნალობისას მოსალოდნელი დისკომფორტის განცდის არიდება.ჩვენს კლინიკაში ძუძუს კიბოს მკურნალობაზე პასუხისმგებელია პროფესიონალთა გუნდი, რომელიც შედგება კლინიკური ონკოლოგის, მამოლოგის, რადიოლოგის, ქირურგის, თერაპევტის და მორფოლოგისგან. მკურნალობის ყველა, საკვანძო ეტაპზე გადაწყვეტილების მიღება ხდება გუნდურად, კონსილიუმის მიერ. ძუძუს კიბო სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი დაავადებაა. ქალთა ონკოლოგიურ ავადმყოფობებს შორის აღნიშნული პათოლოგია პირველ ადგილზეა და განვითარებად ქვეყნებში სტატისტიკურად მისი გამოვლენის ალბათობა შედარებით მაღალია.

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი: ქ. თბილისი, პოლიტკოვსკაიას 6გ
ტელეფონი: +995 32 212 20 02
ფაქსი: 32 230 45 04
ელ ფოსტა: medconsilium@gmail.com

რუკა