ნევროლოგია

ნევროლოგია

განყოფილების გამგე, ნევროლოგი - გიორგი ჩახავა

ნევროლოგი - ნანი ბურდული

ნევროლოგი - თემურ კაკუბავა

ნევროლოგი - ეკა იმედაშვილი

ნევროლოგი - მირანდა დემურია

ნევროლოგიური სამსახური ინდივიდუალური და პრევენციული მიდგომის მეთობით ხელმძღვანელობს და იყენებს ინტერდისციპლინურ სადიაგნოსტიკო და სამკურნალო, ინოვაციურ მეთოდებს 

კერძოდ, ჩვენთან შესაძლებელია შემდეგი დაავადებების დიაგნოსტირება და მკურნალობა:

  • ყველა ტიპის თავის ტკივლი, მათ შორის შაკიკი, კლინიკურ კვლევაში მონაწილეობის შესაძლებლობით
  • ნეიროფსიქიატრიული დაავადებები-კონვერსიული და სხვადასხვა ტიპის შფოთვითი აშლილობა, ობსესიურ-კომპულსიური დარღვევები, ნევროტული დეპრესია-ჰოპკინსის შფოთვის და დეპრესიის შკალის (ან ჰამილტონის შფოთვის შკალის), ბეკის, ეპიდემიოლოგიური კვლევის ცენტრის ან მონტგომერის დეპრესიის სადიაგნოსტიკო  შკალების გამოყენებით, მკურნალობის სქემაში  შემეცნებით ქცევითი და რაციონალური ფსიქოთერაპიის ელემენტების ჩართვით.
  • გაფანტული სკლეროზი და ნერვული სისტემის მადემიელინიზირებელი დაავადებები.
  • მოძრაობის დარღვევები- პარკინსონიზმი და პარკინსონული სინდრომები, ნათხემ–ვესტიბულური დარღვევები, ნორმოტენზიული ჰიდროცეფალია;
  • მეხსიერებისა და ინტელექტუალური ფუნქციების რეაბილიტაცია.
  • ნერვ-კუნთოვანი დაავადებები - მიასთენია და მიასთენური სინდრომები, მემკვიდრეობითი მიოდისტროფიები, ანთებითი, ენდოკრინული და მეტაბოლური მიოპათიები, პოლინეირო – და მრავლობითი მონონეიროპათიები
  • ნეიროდეგენერაციული დაავადებები - მსუბუქი კოგნიტიური დეფიციტის, ალცჰეიმერის დაავადებისა და სხვა ტიპის დემენციების დიაგნოსტიკა, სადიაგნოსტიკო შკალებით: ჩვეულებრივი და მოდიფიცირებული MMSE, CDR, შუბლის წილების დისფუნქციის და მონრეალის კოგნიტური ფუნქციების, ფუნქციური შეფასების კითხვარის, ყოველდღიური და ინსტრუმენტული აქტივობის შკალების გამოყენებით.
  • ნეიროინფექციები.
  • ნეიროონკოლოგია - ცნს და პნს სიმსივნეები და პარანეოპლასტიური სინდრომები.
  • ტკივილის თანამედროვე ინტერდისციპლინური მართვა- ოსტეოქონდროზი, სპონდილოგენური მიელო – და რადიკულოპათიები, მიოფასციური და რეგიონული გავრცელებული ტკივილის სინდრომები-დიაგნოსტიკური შკალების და დღიურების გამოყენებით, მკურნალობის სქემაში მტკივნეული წერტილების პარავერტებრული და კუნთოვანი ბლოკადა - ინფილტრაცია, მათ შორის, პერიფერიული ნერვების პერინევრალური ინფილტრაცია.
  • ინსულტის მკურნალობა, პირველადი და მეორადი პრევენცია, სისხლძარღვოვანი დემენცია; ჯანმრთელობის ნაციონალური ინსტიტუტის ინსულტის სიმძიმის შეფასების სკალის, ინვალიდობის მაჩვენებლის - რენკინის და ბარტელის ინდექსის გამოყენებით.

 

ჩვენი ნევროლოგიური სამსახური გთავზობთ მაღალტექნოლოგიურ, მრავალპროფილურ ნეიროსადიაგნოსტიკო კვლევების ფართო სპექტრს

  • -1.5 და 3 – ტესლიანი MRI ანგიოგრაფიული რეჟიმით, მრავალშრიანი CT ანგიოგრაფიული რეჟიმით,
  • -ფერად–კოდირებული ექსტრა/ტრანსკრანიული დოპლეროგრაფია დუპლექს–სკანირებით და ემბოლ–დეტექციით,
  • -ემგ და ნერვული გამტარობის გამოკვლევის მეთოდების გამოყენებით, 

კლინიკაში  ფუნქციონირებს  ნეიროკონსილიუმის  სამსახური.

ნევროლოგური სამსახური სრულადაა ჩართული მიასთენიის მკურნალობაში. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ ვართ ერთადერთი კლინიკა საქართველოში, სადაც მიასთენიის მქონე პაციენტებში თიმუსის ამოკვეთა თორაკოსკოპიული მიდგომით ხდება. აღნიშნული მეთოდი მინიმუმამდე ამცირებს ოპერაციის შემდგომ გართულებებს.

 

ნევროლოგიური განყოფილება მონაწილეობს რამდენიმე მნიშვნელოვან საერთაშორისო კლინიკურ კვლევაში. მათ შორის შაკიკის და  ლუმბოსაკრალური რადიკულოპათიის კლინიკური კვლელვა.

ბოლო 2 წელია კლინიკა ,,კონსილიუმ მედულაში“ დანერგილია შაკიკის მკურნალობის ახალი შესაძლებლობები. პაციენტებს  შაკიკით ეძლევათ შესაძლებლობა ჩაერთონ კვლევით გათვალისწინებულ პროგრამაში, რომელიც ითვალისწინებს კალციტონინის გენთან შეჭიდული პეპტიდის CGRP ანტაგონისტის, მონოკლონალური ანტისხეულის გადასხმას.

 ჩვენთან ასევე მიმდინარეობს კლინიკური კვლევა ლუმბოსაკრალური რადიკულოპათიით გამოწვეული ნეიროპათიული ტკივილის მქონე სუბიექტებისთვისკვლევაში მონაწილეობა შეუძლიათ იმ პირებს, რომლებსაც წელის არეში მდებარე ნერვულ ფესვზე ზეწოლის გამო  აქვთ ტკივილი  ქვედა კიდურებსა  და  წელის არეში.

საკვლევი პროდუქტი არის სელექციური ნატრიუმის არხის ბლოკატორი - რომელიც მკვეთრად   ამცირებს ტკივილის  ინტენსივობას, მას არ ახასიათებს ამ ჯგუფის პრეპარატებისთვის დამახასიათებელი არასასურველი გვერდითი მოვლენები.

ყველა კვლევა ტარდება საერთაშორისო სტანდარტების და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ დადგენილი რეგულაციების  შესაბამისადგარდა ამისა, ყველა კვლევის მიმდინარეობას რეგულარულად განიხილავს ეთიკის კომიტეტი.  

 

შემოგვიერთდით

loading

ნევროლოგიური დეპარტამენტი

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი: ქ. თბილისი, პოლიტკოვსკაიას 6გ
ტელეფონი: +995 32 230 45 02; +995 597 304 502
ფაქსი: 32 230 45 04
ელ ფოსტა: medconsilium@gmail.com

რუკა