შაკიკის მკურნალობის ახალი შესაძლებლობები

ბოლო წლებში მნიშვნელოვნად შეიცვალა შეხედულება  ქრონიკული შაკიკის წარმოშობის მიზეზებსა და მკურნალობაზე. დღეს უკვე შესაძლებელია შაკიკის ეფექტური მართვა.

შაკიკი ეს არის შეტევითი, პერიოდული ხასიათის თავის ტკივილი,  რომელიც იწვევს ცხოვრების ხარისხის მკვეთრ გაუარესებას და შრომისუნარიანობის დაქვეითებას.  თუ თქვენ განიცდით ძლიერ, პულსირებად ცალმხრივ თავის ტკივილს, რომლის  ხანგრძლივობა და სიხშირე განსხვავებულია, დიდი ალბათობით თქვენ გაქვთ შაკიკი.

სტატისტიკის მიხედვით შაკიკით დაავადებულია  ქალების 17 %, ხოლო მამაკაცების-6%.

დღეისათვის შაკიკის სამკურნალოდ გამოყენებული მედიკამენტები (ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო  არასტეროიდული საშუალებები ან/და სეროტონინის  აგონისტები) ჩვეულებრივ ხასიათდებიან ნაკლებეფექტურობით და არასასურველი გვერდითი მოვლენების სიმრავლით.

კლინიკური კვლევებით უკვე დადგენილია, რომ შაკიკის  შეტევის განვითარების მექანიზმში წამყვან როლს ასრულებს კალციტონინის გენთან შეკავშირებული პეპტიდის (CGRP) დონის მატება.   კლინიკა  “კონსილიუმ მედულაში”  მიმდინარე კლინიკური კვლევაში  სამკურნალოდ გამოიყენება ანტი-CGRP მონოკლონური ანტისხეული. სქემით გათვალისწინებულია პრეპარატის ოთხჯერადი გადასხმა 9 თვის განმავლობაში. მიმდინარე კვლევები  ადასტურებს, რომ ეს პროდუქტი ხასიათდება ეფექტურობის მაღალი მაჩვენებლით.

პაციენტებს ხშირი, ან ეპიზოდური, ჩვეულებრივი შაკიკის დიაგნოზით შესაძლებლობა აქვთ ჩაერთონ კვლევით გათვალისწინებულ პროგრამაში.  

ჩვენს კლინიკაში ნევროლოგიურ მიმართულებას და  ზემოთ აღნიშნულ კლინიკურ კვლევას ხელმძღვანელობს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ნევროლოგი  გიორგი ჩახავა.

გუნდი:

გიორგი ჩახავა - ნევროლოგი, MD

ნანი ბურდული - ნევროლოგი

ეკა იმედაშვილი - ნევროლოგი

თამარ კახნიაშვილი - ფსიქოთერაპევტი, ფსიქიატრი

თემურ კაკუბავა - ნევროლოგი, ოჯახის ექიმი

სოფო ღონღაძე - კვლევის კოორდინატორი

მირანდა დემურია-რეზიდენტი

შემოგვიერთდით

loading
საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი: ქ. თბილისი, პოლიტკოვსკაიას 6გ
ტელეფონი: +995 32 212 20 02
ფაქსი: 32 230 45 04
ელ ფოსტა: medconsilium@gmail.com

რუკა