კლინიკური კვლევები

საერთაშორისო კლინიკური კვლევების ჩატარების მიზანია  სამედიცინო, სამეცნიერო  პროგრესი. კლინიკური კვლელვები არის საფუძველი ნებისმიერი სამედიცინო მიღწევის.

კვლევა მრავალკომპონენტიანი პროცესია და სამეცნიერო-სამედიცინო თემებთან ერთად მოიცავს მასშტაბურ ადმინისტრაციულ, ლოჯისტიკურ, სტატისტიკურ და კომუნიკაციურ საკითხებს, რაც ჩვეულებრივ, რამოდენიმე ორგანიზაციის ურთიერთქმედებასა და თანამშრომლობას საჭიროებს.                                     

კლინიკური კვლევები ორიენტირებულია კონკრეტულ შედეგზე:

  • ეფექტური მკურნალობის მეთოდების შექმნა;
  • ამა თუ იმ დაავადების თავიდან აცილება ან ადრეულ სტადიაზე გამოვლენა;
  • უკვე არსებული დაავადების გართულებების პრევენცია.

ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი  ხორციელდება:

  • გამოკვლევის ახალი მეთოდის დანერგვით;
  • ახალი ფარმაცევტული პროდუქტის ან უკვე არსებული მედიკამენტის გაუმჯობესებული ანალოგის გამოყენებით;
  • ახლად შექმნილი სამედიცინო ხელსაწყოს, აპარატურა–დანადგარის  საშუალებით; 

კლინიკურ კვლევაში ჩართული პაციენტებისთვის სარგებელი: 

  • ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა;
  • ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება ან სრულად განკურნება;
  • ხშირ შემთხვევაში უპირატესობა, მიიღოს მკურნალობის ოქროს სტანდარტი ამა თუ იმ დაავადების  დროს.

კლინიკური კვლევა ტარდება  საერთაშორისო ეთიკისა და სამეცნიერო ხარისხის სტანდარტების და  ნორმატივების  დაცვით, GCP, ICH გაიდლაინის მიხედვით,  რაც შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან, მოქმედი კანონმდებლობის ჯანდაცვის შესახებ კანონთან, საქართველოს წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის ფარმაკოლოგიური კომიტეტის დებულებებთან. 

“კონსილიუმ მედულა”-ს 15-წლიანმა გამოცდილებამ კლინიკურ კველვებში სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის რეპუტაცია შეუქმნა, რადგან წარმატებით მონაწილეობს და ხელს უწობს სამეცნიერო პროგრესს.

ჩვენი მულტიპროფილური   კლინიკა  აღჭურვილია  საერთაშორისო დონის  ინფრასტრუქტურით:

  • დიაგნოსტიკური განყოფილება - მაღალტექნოლოგიური თანამედროვე აპარატურა
  • ISO სერთიფიცირებული ლაბორატორია
  • კლინიკური მარაგის განყოფილება CSU
  • არქივი

უზრუნველყოფილია მაღალკვალიფიციური, გამოცდილ  სპეციალისტთა  გუნდით,  რომელთაც გააჩნიათ საკმარისი დრო და ცოდნა კლინიკური კვლევების წარმოებისათვის  GCP სტანდარტების დაცვით

ზემოთ ჩამოთვლილის გამო კლინიკა „კონსილიუმ მედულა“ მაღალი ნდობით სარგებლობს მსოფლიო გიგანტი ფარმაცევტული კომპანიების თვალში.  

თერაპიულ დეპარტამენტში ჩატარებული კვლევების ნუსხა ნოზოლოგიების მიხედვით:

  

 ონკოლოგიური დეპარტამენტის კლინიკური კვლევების ანგარიში 2015-2016 წელი

შაკიკის მკურნალობის ახალი შესაძლებლობები

კლინიკური კვლევების ანგარიში

შემოგვიერთდით

loading

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი: ქ. თბილისი, პოლიტკოვსკაიას 6გ
ტელეფონი: +995 32 230 45 02; +995 597 304 502
ფაქსი: 32 230 45 04
ელ ფოსტა: medconsilium@gmail.com

რუკა