ფსიქოთერაპია

უკვე მეოთხე წელია ჩვენს კლინიკაში ფუნქციონირებს ფსიქოთერაპიუილი სამსახური. ფსიქოთრაპევტის დახმარება ნებისმიერი დაავადების შემთხვევაში შეიძლება დასჭირდეს პაციენტს, განსაკუთრებით ონკოლოგიური დაავადების მკურნალობისას. ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობის პროცესში ონკოლოგთან ერთად ჩართულია ფსიქოთერაპევტი. ფსიქოთერაპევტის ფუნქცია…

რა არის ფსიქოთერაპია?

ფსიქოთერაპია არის პაციენტის პიროვნებასთან ფსიქოლოგიური მეთოდებით თერაპევტის მჭიდრო და რეგულაური კავშირი, პრობლემის დასაძლევად და სასურველი მიმართულებით შინაგანი განწყობის შესაცვლელად.   მკურნალობის პროცესი დაფუძნებული ფსიქოლოგისა და პაციენტის დიალოგზე. ეს არის პროცესი, სადაც გეძლევა შესაძლებლობა, ისაუბრო გულახდილად პროფესიონალთან, გააანალიზო საკუთარი პრობლემები, მოძებნო ოპტიმალური გამოსავალი.  თერაპიული შეხვედრა კონფიდენციალურია.

ფსიქოთერაპიის მიზანი

ფსიქოთერაპიის მიზანია პაციენტის მენტალური გაჯანსარება, ფსიქო-ემოციური მდგომარეობის სასიკეთო ცვლილება, გარემოსთან და სოციუმთან ურთიერთობის გაუმობესება,  პაციენტის შრომისუნარიანობის ამაღლება და ზოგადად ცხოვრების ხარისხის ამაღლება.

მეთოდები

არსებობს ათასამდე ფსიქოთერაპიული მოდელი, განსხვავებული ეთიკით და ფსიქოლოგიური კონცეფციით, ოჯახური, ჯგუფური და ინდივიდუალური მიდგომით.

მკურნალობის  სპეციფიკა

კლინიკა მედულაში ტარდება ფსიქოთერაპია კოგნიტურ-ქცევითი მოდელით. საჭიროების შემთხვევაში გამოიყენება ფსიქოფარმაკოთერაპია.

მკურნალობის პროცესი გულისხმობს, როგორც ჯგუფურ ასევე ინდივიდუალურ ფსიქოთერაპიას. ფსიქოთერაპიული სესიები ტარდება შემდეგი სქემით

- კვირაში ორი შეხვედრა;

- შეხვედრების ხანგრძლივობა - 45-დან 60-წუთამდე.;

-შეხვედრების რაოდენობა დამოკიდებულია პრობლემაზე, მის ხანდაზმულობაზე, პაციენტის პიროვნულ თავისებურებაზე.

განსაკუთრებით ეფექტურია ფსიქოთერაპია ისეთი სიმპტომების მკურნალობისთვის, როგორიც არის შიში, გუნება-განწყობის დაქვეითება, შინაგანი მოუსვენრობა და განგაშის შეგრძნება. ძილის დარღვევა.

 

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი: ქ. თბილისი, პოლიტკოვსკაიას 6გ
ტელეფონი: +995 32 212 20 02
ფაქსი: 32 230 45 04
ელ ფოსტა: medconsilium@gmail.com

რუკა