ენდოკრინოლოგია

ენდოკრინოლოგიური განყოფილების გამგე: ლიკა პერტაია

ენდოკრინოლოგები:

ჩვენი მიზანია ენდოკრინული დაავადებების დროული დიაგნოსტიკა და სრულფასოვანი მკურნალობა, დაავადებათა მოსალოდნელი გართულებების პრევენცია და პაციენტთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.

სრულფასოვანი მკურნალობა, რომელიც თანამედროვე გაიდლაინების რეკომენდაციების დაცვასთან ერთად, მოიცავს ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას.

კლინიკაში ხორციელდება ენდოკრინულ დაავადებათა მულტიპროფილური მენეჯმენტი როგორც დიაგნოსტიკის, ასევე მკურნალობის ეტაპზე. 

ენდოკრინული განყოფილების ძირითადი მიმართულებებია:

თირეოიდოლოგია

„კონსილიუმ–მედულა“–ში განსაკუთრებით სწრაფად და წარმატებით განვითარდა აღნიშნული მიმართულება, რაც მულტიპროფილური გუნდის ერთ სივრცეში  მუშაობის და კონსილიუმის პრინციპით დაავადება მართვის  შედეგია. 

კლინიკური ენდოკრინოლოგი, რადიოლოგი, ენდოკრინული ქირურგი, ციტოლოგი/მორფოლოგი და  თერაპევტი – ეს არის ძირითადი გუნდი, რომელიც ჩართულია თიროიდული პათოლოგიების  დიაგნოსტიკასა და მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრაში, საჭიროების შემთხვევაში კლინიკას აქვს    ყველა მომიჯნავე სპეციალისტის ჩართვის რესურსი.

უახლესი  აპარატურით აღჭურვილი დიაგნოსტიკური განყოფილება, საშუალებას გვაძლევს პაციენტს ჩაუტარდეს ყველა საჭირო  ლაბორატორიული და რადიოლოგიური გამოკვლევა.

კვანძოვანი პათოლოგიების მართვაში განსაკუთრებული როლი უჭირავს სწორად დაგეგმილ და განხორციელებულ პუნქციურ ბიოფსიას და ციტოლოგიურ გამოკვლევას.

უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ ვართ ერთადერთი კლინიკა, სადაც დასკვნითი დიაგნოზის და  მკურნალობის ტაქტიკის (კონსერვატიული, ქირურგიული, ოპერაციის მასშტაბი) განსაზღვრა ხდება კონსილიუმზე.  

პაციენტს  ერთ სივრცეში აქვს შესაძლებლობა მიიღოს სრული  ამბულატორიული და სტაციონარული  სერვისი. ამასთანავე, ჩვენთან ამბულატორიული სერვისი მოიცავს პაციენტის წინასაოპერაციო მომზადებას და პოსტოპერაციულ მონიტორინგს.

დიაბეტოლოგია

რეპროდუქტოლოგია

სიმსუქნე და წონის კორექცია

მასტოპათია

სამეცნიერო: კლინიკური კვლევები

 

 

 

 

 

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი: ქ. თბილისი, პოლიტკოვსკაიას 6გ
ტელეფონი: +995 32 212 20 02
ფაქსი: 32 230 45 04
ელ ფოსტა: medconsilium@gmail.com

რუკა