გინეკოლოგია

 ლია აბშილავა - გინეკოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელი;

დავით ყარსიმაშვილი - ონკოგინეკოლოგი, გინეკოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

გინეკოლოგები:

გინეკოლოგიური დეპარტამენტის მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალი გთავაზობთ ნებისმიერი გინეკოლოგიური პრობლემის მოგვარებას ნებისმიერ ასაკში.

კლინიკა მედულას გინეკოლოგიური დეპარტამენტი

  • გინეკოლოგია
  • ონკოგინეკოლოგია
  • უროგინეკოლოგია

 ამბულატორიული განყოფილება:

დიაგნოსტიკა:

  •  პაპ–ტესტი;
  • კოლპოსკოპია;
  • ყველა სახის ბიოფსია;
  • საშვილოსნოს ყელის და ტანის დიაგნოსტიკური გამოფხეკა;
  • ულტრაბგერითი გამოკვლევა;
  • კომპიუტერული ტომოგრაფია;
  • ციტოლოგიური და ჰისტოლოგიური გამოკვლევები;
  • ბიოქიმიური, სეროლოგიური გამოკვლევები, ჰორმონების და ონკომარკერების დონის განსაზღვრა;
  • საშვილოსნოსა და საკვერცხეების ანთებითი დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა;
  • გენიტალური ინფექციების გამოკვლევა თანამედროვე მეთოდების გამოყენებით;
  • კლიმაქტერული დარღვევების დიაგნოსტიკა და მკურნალობა:
    - ფსიქოვეგეტატიური და სექსუალური სფეროს დარღვევები.

კლინიკა მედულას გინეკოლოგიური დეპარტამენტი აღჭურვილია უახლესი თაობის ენდოლაპაროსკოპიული აპარატურით და ზოგადგინეკოლოგიური ინვაზიური ოპერაციებისთვის საჭირო თანამედროვე ქირურგიული ინსტრუმენტებით.

ქირურგიულ განყოფილებაში ტარდება ნებისმიერი მასშტაბის გინეკოლოგიური ოპერაცია, როგორც საშოსმხრივი მიდგომით ასევე მუცელკვეთით, ლაპაროსკოპისა და ჰისტეროსკოპის გამოყენებით:

  • ჰისტეროსკოპია; 
  • დიაგნოსტიკური ლაპაროსკოპია.
  • ლაპაროსკოპიული ჩარევები საშვილოსნოს, საკვერცხეების, საშვილოსნოს მილების და მცირე მენჯის ღრუს ორგანოთა პათოლოგიების დროს;
  • ჰისტერექტომია მუცლის კვეთი, საშოსმხრივი და ლაპაროსკოპიული მიდგომით;
  • ონკოლოგიური პათოლოგიების დროს:
  • გაფართოებული ჰისტერექტომია - ვერტჰაიმის მეთოდით;
  • ჰისტერექტომია, ომენტექტომია;
  • ჰისტერექტომია, მენჯის ლიმფოდისექცია.
  • ქირურგიული პლასტიკა გენიტალური პროლაფსისა და შარდის შეუკავებლობის დროს.

 უროგინეკოლოგია

შარდის შეუკავებლობის დიაგნოსტიკა, კონსერვატიული და ქირურგიული მკურნალობა თანამედროვე მეთოდებით.

 ექიმთან დროულ  მიმართვას  გადამწყვეტი  მნიშვნელობა აქვს თქვენი ჯანმრთელობისთვის!

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი: ქ. თბილისი, პოლიტკოვსკაიას 6გ
ტელეფონი: +995 32 230 45 02; +995 597 304 502
ფაქსი: 32 230 45 04
ელ ფოსტა: medconsilium@gmail.com

რუკა