ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგია

ნუგზარ კინკრიაშვილი - ანესთეზიოლოგიური განყოფილების გამგე;

ცისი ხარაიშვილი - რეანიმაციული განყოფილების გამგე;

ირაკლი მჟავანაძე - ანესთეზიოლოგი და რეანიმატოლოგი.

გიორგი მწარიაშვილი - უმცროსი ექიმი

სამველ აგალარიანი - უმცროსი ექიმი

ვანო შუბითიძე - უმცროსი ექიმი

ჩვენი კლინიკის ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგიის განყოფილებაში ხორციელდება პაციენტის წინასაოპერაციო მომზადება. ანესთეზიოლოგი მკურნალ ექიმთან ერთად პაციენტს დეტალურად უხსნის რას უნდა ელოდეს ოპერაციის მსვლელობისას და ასევე შემდგომ, აძლევს ინსტრუქციას წინასაოპერაციო მომზადებისთვის.

დეპარტამენტში გამოიყენება შემდეგი გაუტკივარების მეთოდები:

  • ზოგადი ბალანსირებული გაუტკივარება
  • სპინალური გაუტკივარება
  • ეპიდურული გაუტკივარება
  • ინჰალაციური ანესთეზია სპონტანური სუნთქვის შენარჩუნებით
  • ტოტალური ინტრავენური გაუტკივარება
  • ტოტალური ინტრავენური გაუტკივარება სპონტანური სუნთქვის შენარჩუნებით

ჩვენს კლინიკაში წარმატებით არის დანერგილი გულმკერდის ღრუს ოპერაციები ენდობრონქული ნარკოზის ე.წ. “ერთი ფილტვის ანესთეზიის” პირობებში, რაც ქირურგს აძლევს კომფორტულად მუშაობის საშუალებას, მცირდება ქსოვილების ტრავმატიზმი და ოპერაციის ხანგძლივობა.

ენდობრონქული ნარკოზის პირობებში სრულდება როგორც დიაგნოსტიკური, ასევე სამკურნალო თორაკოსკოპიული ოპერაციები.

პაციენტებს სედაციის, ანუ ზედაპირული ძილის პირობებში უტარდებათ შემდეგი გამოკვლევები: ენდოსკოპიური (გასტრო და კოლონოსკოპია), ძვლების ტრეპანობიოფსია და სიმსივნური წარმონაქმნების ბიოფსია.

ანესთეზიოლოგი მართავს ყველა წინასაოპერაციო კონსილიუმს, რომელიც ჩვენი კლინიკის მუშაობის მთავარი პრინციპია. კონსილიუმში მონაწილეობენ: მკურნალი ექიმი, ქირურგი ოპერატორი, რადიოლოგი, თერაპევტი, რეანიმატოლოგი და საჭიროების მიხედვით შესაბამისი სპეციალისტი. ოპერაციის შემდეგ პაციენტის მდგომარეობის განხილვაში და მოვლაში ერთვება ინტენსიური თერაპიის ექიმი და ექთანი. ინტენსიური თერაპიის განყოფილება ემსახურება ყველა სიმძიმის პაციენტს. განყოფილებაში თითოეული პაციენტისთვის დიაგნოზის დასმა და შემდგომი მკურნალობის გეგმის შემუშავება ხდება კონსილიუმზე-სხვადასხვა პროფილის ექიმების მონაწილეობით. კლინიკა უზრუნველყოფილია ყველა პროფილის კონსულტანტით (ინფექციონისტი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, ნეფროლოგი და ა.შ).

ჩვენი კლინიკის ინტენსიური თერაპიის ბლოკი აღჭურვილია თანამედროვე, მაღალი ხარისხის დიაგნოსტიკური (კტ, ენდოსკოპია, ექოსკოპია, რენტგენი) და სამკურნალო აპარატურით. კლინიკაში ფუნქციონირებს 24 საათიანი კლინიკური ლაბორატორია.

ინტენსიური თერაპიის ბაზაზე სწავლებას გადიან უმცროსი ექიმები.

 

 

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი: ქ. თბილისი, პოლიტკოვსკაიას 6გ
ტელეფონი: +995 32 230 45 02; +995 597 304 502
ფაქსი: 32 230 45 04
ელ ფოსტა: medconsilium@gmail.com

რუკა