ხარისხის მართვა

  ხარისხის კონტროლის და პაციენტის უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი

   ანა ბოლქვაძე

 

 

 

 

 

პოლიტიკა:

  • პაციენტის უსაფრთხოებისათვის ყველაზე ეფექტიანი და შედეგიანი სამედიცინო სერვისების მიწოდება.
  •  წამყვანი საერთაშორისო სამედიცინო სტანდარტების დანერგვა.
  • ამერიკული მოდელის შესაბამისი სწავლების ფორმის ჩამოყალიბება - ფაქტებზე დაფუძნებული ანალიზისა და არსებული ცოდნის სწორი და ეფექტიანი გამოყენების გზით.

ამოცანები:

  • კლინიკაში ხარისხის კონტროლის/შეფასების თანამედროვე მეთოდების დანერგვა და ამ სისტემის მოქმედების უზრუნველყოფა.
  • პერსონალის განათლების ხარისხის გაუმჯობესებისთვის პირობების შექმნა.
  • ხარისხის კონტროლის მეთოდების საჯაროობა და გამჭირვალობა( კლინიკის შიგნით).

ხარისხის მიზნები:

  • სამედიცინო ბიზნესის მართვის, შიდა პროცესების, პროდუქტის ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებაზე მუშაობა.
  • კანონმდებლობასა და რეგულაციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.
  • პაციენტების და თანამშრომლების კმაყოფილებაზე ორიენტირება.
  • ტრენინგების მხარდაჭერა და პერსონალის მონაწილეობა საერთაშორისო კონგრესებში/სემინარებში/გამოცემებში/კლინიკურ კვლევებში.

დეპარტამენტის სტრუქტურა:

ხარისხის კონტროლის დეპარტამენტის 2015 წლის ანგარიში

 

2018 წელს კლინიკამ წარმატებით გაიარა გარე აუდიტი და მიენიჭა ხარისხის ნიშანი. გერმანულმა კომპანია TÜV SÜD-მა შესწავლის შედეგად დაადგინა, რომ კლინიკა ‘’კონსილიუმ მედულას’’ ეკუთვნის მსოფლიოში ყველაზე ფართოდ აღიარებული ISO 9001:2015 სერტიფიკატი.


ISO (International Organization for Standardization) - სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციას ნიშნავს. ISO 9001:2015 არის საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც ორგანიზაციის ხარისხის მენეჯმენტის სისტემისადმი მოთხოვნებს აღწერს. ISO-ს სტანდარტები მთელს მსოფლიოშია მიღებული და ხარისხის სინონიმად მიიჩნევა. ეს არის მთელი მექანიზმი, რომელიც ითვალისწინებს ხარისხის მუდმივ კონტროლს კლინიკაში, სისტემის ეფექტურობის მუდმივ გაუმჯობესებას, სამუშაო პროცესების სტანდარტიზაციასა და მართვას, ორიენტაციას მომხმარებელზე და ა.შ. სერტიფიკატის ფლობა უზრუნველყოფს ორგანიზაციის საქმიანობის შესაბამისობას საერთაშორისო ნორმებთან, როგორც სამედიცინო, ისე მენეჯმენტის კუთხით.

 

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი: ქ. თბილისი, პოლიტკოვსკაიას 6გ
ტელეფონი: +995 32 212 20 02
ფაქსი: 32 230 45 04
ელ ფოსტა: medconsilium@gmail.com

რუკა