კლინიკა „კონსილიუმ მედულას“ საექთნო პროგრამები

სამედიცინო სფეროში არსებულ პრობლემებს შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია საშუალო მედპერსონალის არასაკმარისი კვალიფიკაცია. საქართველოში მოქმედებს  საექთნო-საბაკალავრო პროგრამა, თუმცა  სწავლის მსურველთა სიმცირის გამო ჩვენს სამედიცინო ბაზარზე კვალიფიციური ექთნების მწვავე ნაკლებობაა.

ქართველ ექთნებს ხელი არ მიუწვდებათ თანამედროვე საექთნო ლიტერატურაზე, რადგან ქართულ ენაზე თარგმნილი ასეთი ლიტერატურა უბრალოდ არ არსებობს. კლინიკა ''კონსილიუმ მედულამ'' გადაწყვიტა თავად იზრუნოს ექთნების კვალიფიკაციაზე. 

ამ პრობლემის მოსაგვარებლად კლინიკაში საგანგებოდ შეიქმნა საექთნო ტრენინგ-კურსი.

ამ კურსს ორი მოდული აქვს:

1. ზოგადი საექთნო კურსი

2. ონკოლოგიური საექთნო კურსი

კურსის ხელმძღვანელია PFID საექთნო კურსის ტრენერი და საქართველოს უნივერსიტეტის ჯანდაცვის სკოლის ლექტორი თამარ სალია. მართალია, საქართველოში ზოგადი საექთნო კურსის ანალოგები არსებობს, თუმცა ონკოლოგიური საექთნო საქმე ცალკე მხოლოდ ჩვენს კლინიკაში ისწავლება. ონკოლოგიური ექთნების ტრენინგისთვის გამოყენებულია მართა ლანგჰორნის, ჯანეტ ფალტონისა და შირლი ოტოს ბოლო რედაქციის  სახელმძღვანელოები. ტრენინგი ტარდება თვეში ორჯერ, შაბათობით. ტრენინგის ხანგრძლივობაა 4 საათი და მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილს. ცოდნის შეფასება ტესტირების საფუძველზე ხდება. ამ გზით ჩვენი კლინიკის ექთნები უწყვეტ სამედიცინო განათლებას იღებენ და ეცნობიან პაციენტის მოვლის თანამედროვე სტანდარტებს. აღსანიშნავია, რომ თითოეული ექთნისთვის  განვითარების გეგმის შემუშავება ინდივიდუალურად ხდება. 

შემოგვიერთდით

loading
საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი: ქ. თბილისი, პოლიტკოვსკაიას 6გ
ტელეფონი: +995 32 212 20 02
ფაქსი: 32 230 45 04
ელ ფოსტა: medconsilium@gmail.com

რუკა